ტრადიციული მონღოლური მედიცინამონღოლეთში საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. მონღოლ ექიმებს ფართოდ იცნობდნენ ჩინეთსა და ტიბეტში.[1]
ისტორია
მონღოლებმა მკურნალობის სამედიცინო სისტემა ცხოვრების წესის მიხედვით შეიმუშავეს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მეზობელი ხალხების მედიცინისგან. მოტეხილობების, საბრძოლო ჭრილობების მკურნალობის და ოპერაციების წარმატებულად ჩატარების გამო მონღოლი ექიმები პოპულარობით სარგებლობდნენ იუანის ეპოქაშიჩინეთში.[2]
დროთა განმავლობაში მონღოლური მედიცინა პოპულარული გახდა ტიბეტში იმის გამო, რომ ზოგიერთ დალაი ლამას ჰყავდა პირადი მონღოლი ექიმი.
ჩინეთშიმანჯურიის იმპერატორები მონღოლი ექიმების მომსახურებით სარგებლობდნენ, რომლებიც დიაგნოზს სვამდნენ პაციენტის ენის, შარდისა და პულსის გამოკვლევის შედეგად.[3]
თანამედროვე სტატუსი
დღეს მონღოლეთი შედის იმ მცირერიცხოვან ქვეყნების რიცხვში, რომლებიც ოფიციალურად მიჰყვებიან მედიცინის ტრადიციულ სისტემებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ასევე არის ეთნიკური მონღოლების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ტრადიციული მონღოლური მედიცინა აღიარებულია მთავრობის მიერ, როგორც ტრადიციული ხალხური მედიცინის ერთ-ერთი სისტემა ტიბეტურთან და ჩინურთან ერთად. ავტონომიური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივ ნორმატიულ აქტებში გვხვდება დებულებები „თანამედროვე მედიცინისა და ტრადიციული მედიცინის შერწყმის“ პოლიტიკის შესახებ.[4]
ჩინეთის რიგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორიცაა შიდა მონღოლეთის სამედიცინო უნივერსიტეტი, შიდა მონღოლეთის უნივერსიტეტი და ჩიფენგის უნივერსიტეტი, ფუნქციონირებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები სპეციალობაში "მონღოლური მედიცინა" (სპეციალობის კოდი 100503). მიუხედავად ამისა, შიდა მონღოლეთის ჩინეთისგან დამოუკიდებლობის მომხრეები ადანაშაულებენ ჩინეთის ხელისუფლებას ტრადიციული მონღოლური მედიცინის მიმდევრების დევნაში.[5]
თერაპია
მინერალები
მონღოლური სამედიცინო ლიტერატურაში მინერალების გამოყენება, როგორც წესი, ფხვნილის სახითაა ნახსენები.
მცენარეული ნედლეული
მცენარეული ნედლეული მონღოლური მედიცინის საფუძველი გახლდათ; ლეგენდის მიხედვით, ნებისმიერი მცენარე შეიძლება იყოს გამოყენებული სამკურნალო საშუალებად. ექიმების თქმით:
„ყვავილები, რომლებზეც პეპლები სხედან, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. ასეთი ყვავილების მირთმევა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება. ყვავილი, რომელსაც პეპელა არ ეკარება, შხამიანია, მაგრამ თუ სწორად გამოვიყენებთ შეიძლება სასარგებლო წამლის ფუნქცია შეასრულოს“.
წყალი
მონღოლური მედიცინაში წყალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც სამკურნალო საშუალება. ნებისმიერი წყაროდან შეგროვებული წყალი მრავალი წლის განმავლობაში ინახება. ის არღვევს კუჭის მჟავიანობას და გამოიყენება წყლის სხვადასხვა პროცედურებისთვის.
სახლი
სახლი განკურნების საყოფაცხოვრებო ტრადიციაა, ამასთან დაკავშირებით ბევრი ცრურწმენა არსებობს – მაგალითად, ითვლება, რომ ბავშვის საწოლზე ჩამოკიდებული სახედრის სურათი მას დაძინებაში დაეხმარება. სუნთქვის სიხშირის გამოთვლისას ასევე ამტკიცებენ, რომ ის ხსნის ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და ტანჯვას.
ფურცელი შელოცვებით
მონღოლეთის აღმოსავლეთში არსებობდა ისტორიული ტრადიცია: დაახლოებით 24x29 მმ ფურცელზე, მონღოლური თარგმანით ტიბეტურ ენაზე იბეჭდებოდა სიტყვები. ამ ქაღალდების ნაგლეჯებს ავადმყოფობისგან თავის ასარიდებლად მიირთმევდნენ. ეს პრაქტიკა აშკარად ნასესხებია ტიბეტური მედიცინისგან.[6]