ტომისლავ I (ხორ. Tomislav I; დ. უცნობია — გ. 928) — ხორვატიის მმართველი ტრპიმიროვიჩების დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა 910-928 წწ. 910—925 წლებში ატარებდა ხორვატიის მთავრის ტიტულს, ხოლო 925 წლიდან გახდა ქვეყნის პირველი მეფე.
თავის სამეფოს დაუქვემდებარა დალმაცია და პანონია. ძლიერ გააფართოვა თავისი ქვეყნის საზღვრები. მისი მმართველობა ვრცელდებოდა ადრიატიკიდან დრავამდე და ისტრიიდან დრინამდე. ტომისლავმა ხორვატიის სამეფო ბალკანეთში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოდ აქცია.
რესურსები ინტერნეტში