ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია (ტაჯიკ. Энциклопедияи советии тоҷик) — პირველი უნივერსალური ენციკლოპედიური გამოცემა ტაჯიკურ ენაზე. ტექსტები დაბეჭდილია კირილიცის გამოყენებით.
1974 წელს შეიქმნა „ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია“, რომელმაც იმავე წელს გამოსცა ერთტომეული „ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“; მეორე, დამატებითი, გამოცემა კი 1984 წელს დაიბეჭდა რუსულ ენაზე. ორივე ტომის მთავარი რედაქტორია მ. ს. ასიმოვი.
ძირითად ტომებს საგანგებოდ შექმნილი რედაქცია 1978-1988 წლებში გამოსცემდა. სულ რვა ტომი გამოიცა. მთავარი რედაქტორი იყო ტაჯიკეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი მუჰამედ საიფიდრინის-ძე ასიმოვი.
ენციკლოპედიაში იმხანად არსებული მეცნიერების თითქმის ყველა დარგია განხილული, თუმცა სტატიებზე კომუნისტური იდეოლოგიის დიდი გავლენა შეიმჩნევა.