სფინტუ-გეორგე (რუმ. Sfântu Gheorghe) — ქალაქი ცენტრალურ რუმინეთში, ტრანსილვანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კოვასნის ჟუდეცში. 2011 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 54,312 ადამიანი. მდებარეობს მდინარე ოლტის ნაპირზე, ზღვის დონიდან 555 მ სიმაღლეზე. ტრანსილვანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. პირველად მოიხსენიება 1332 წელს. ქალაქი ეკონომიკურად განვითარდა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო