სსრ კავშირის XXIII ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის XXIII ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდა 1963 წლის ნოემბერ-დეკემბერში ბაქოში იმავდროულად წარმოადგენდა მსოფლიო ჩემპიონატის ზონალურ ტურნირს. ჩემპიონატს წინ უძღოდა ნახევარფინალური ტურნირები აშხაბადში, კალინინგრადში და ჩელიაბინსკში. ფინალში გადიოდა 5-5 საუკეთესო. პერსონალურად მოწვეული იყვნენ ელისაბედ ბიკოვა, კირა ზვორიკინა და ტატიანა ზატულოვსკაია. პირველი-მეორე და მესამე-მეოთხე ადგილები შესაბამისად გაიყვეს მაია რანიკუმ და ტატიანა ზატულოვსკაიამ და ალა კუშნირმა და ვალენტინა კოზლოვსკაიამ. მათ შორის გაიმართ დამატებითი მატჩები ჩემპიონის და მესამე პრეტენდენტის გამოსავლენად.
დამატებითი მატჩი ჩემპიონის ტიტულისათვის: მაია რანიკუ - ტატიანა ზატულოვსკაია 4 - 2 (+4=0-2)
დამატებითი მატჩი პრეტენდენტის საგზურისათვის: ალა კუშირი - ვალენტინა კოზლოვსკაია 2,5 - 0,5