| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი) |
სოსო დავითის ძე ნემსაძე (დ. 7 მაისი, 1970, მახარაძე, ახლანდ. ოზურგეთი) — ქართველი რეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბიოგრაფია
სოსო ნემსაძე დაიბადა 1970 წლის 7 მაისს, ოზურგეთში. დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, სარეჟისორო სპეციალობა; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასისტენტურა-სტაჟირება, სპეციალობით მსახიობის ხელოვნება.
მიღებული აქვს სერტიფიკატი კულტურის მენეჯმენტის კურსით. კულტურის ინსტიტუტის თეატრალური სახელოსნოს ასისტენტ-პედაგოგი (1997). 2000–2006 წლებში იყო. კულტურის ინსტიტუტის სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2002 წლიდან მუშაობდა კინოხელოვნების კოლეჯში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელად. 2008 წლიდან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2013–2017 წლებში გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014 წლიდან „კომედიის ფესტივალის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. „საქართველოს რეგიონალური ხელოვნების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი (2014). 2017 წლიდან გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი. შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად, ხოლო 2008 წლიდან ასოცირებულ პროფესორად.
დადგმული სპექტაკლები
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
თავისუფალი თეატრი
ახმეტელის თეატრი
გლობუსის თეატრი
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრი
ჭიათურის კაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
მესხეთის (ახალციხის) ახალციხის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი
ბოლნისის სახალხო თეატრი
სასწავლო თეატრები
პრიზები
- საერთაშორისო სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების კონკურს-ფესტივალის „დებიუტის“ მთავარი პრიზი (გრანპრი),
- „ყველაზე პერსპექტიული შემოქმედი“, 2005 წელი
- წლის საუკეთესო რეჟისორი სპექტაკლისთვის „დანტონი“ 2015 წელი
- წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება „გრან-პრი“ სპექტაკლისტვის „ალუბლის ბაღი“ 2016 წელი
რესურსები ინტერნეტში