ეროვნულ ასამბლეაში არსებული 131 ადგილიდან, 90 ირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 41 ოლქებიდან მაჟორიტარული სისტემით. საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 5%-ს შეადგენს, ხოლო ალიანსებისთვის 7%-ს, ამ არჩევნებზე მხოლოდ ერთადერთი ალიანსი იყო სომხეთის ეროვნული კონგრესი.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო მოძრაობა მაჟორიტარული ოლქების გაუქმებისა და მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ. პარტიების უმეტესობამ, მათ შორის 5-დან 3-მა საპარლამენტო პარტიამ (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, აყვავებული სომხეთი და მემკვიდრეობა), მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, რადგან როგორც წესი „რაიონული ხელისუფლება“ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები არიან[2]. ინიციატივას მხარი დაუჭირა აგრეთვე ბლოკმა სომხეთის ეროვნული კონგრესი.
სომხეთში სულ 41 საარჩევნო ოლქია, 13 დედაქალაქ ერევანში და 28 მარზებში. თითოეულ ოლქში დაახლოებით 50 000 ამომრჩეველია.
მაჟორიტარული ადგილების დასაკავებლად 41 ოლქში 139 კანდიდატი დარეგისტრირდა. 54 მათგანი უპარტიო კანდიდატი იყო[6], ხოლო ოპოზიციურ ბლოკ სომხეთის ეროვნულ კონგრესს ყველაზე მეტი 38 კანდიდატი ჰყავდა[7].
4 მაისს, საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზერესპუბლიკური პარტიის კონცერტის მიმდინარეობისას, წყალბადით სავსე რამდენიმე ათეული საჰაერო ბურთი აფეთქდა. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 144 ადამიანი დაშავდა[17]. რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სულ ჰოსპიტალიზირებული 154 ადამინი იყო, საიდანაც 98 კვლავ სამკურნალო დაწესებულებებში რჩებოდნენ, ხოლო 28 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყვნენ მოთავსებული[18].
28 აპრილს, სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ (9 დეპუტატი) და აყვავებულმა სომხეთმა (21 დეპუტატი) სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვეს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც კრძალავს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა სიების საჯაროდ გამოქვეყნებას[21][22][23][24]. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნისთვის პარტია მემკვიდრეობას ხელი არ მოუწერია, მათმა ლიდერმა რაფი ოვანისიანმა ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა[25]. მომჩივანთა ადვოკატმა ვაჰე გრიგორიანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „არჩევანი უნდა გააკეთოს რაციონალურობასა და კარნახს [ხელისუფლებისგან] შორის“[26]. სომხეთის ეროვნული კონგრესის სპიკერმა ლევონ ზურაბიანმა განაცხადა, რომ თითოეულ პარტიას საარჩევნო უბანზე 5-6 წარმომადგენელი ეყოლებოდა. აგრეთვე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი „მობილური“ ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც ივლიდნენ საარჩევნო უბნებზე და გაყალბების თითოეულ ფაქტზე რეაგირებას მოახდენდნენ, რათა შეესწავლათ და აღმოეფხვრათ ის.[27].
საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 5 მაისს განიხილა და აპელაციის შეტანაზე უარი განაცხადა[28][29].
ადგილობრივი
არჩევნებზე ზედამხედველობისთვის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 31,451 დამკვირვებელი დარეგისტრირდა.[30]. მათგან უმსხვილესი იყო „პანსომხური ახალგაზრდული ასოციაცია“ (Համահայկական երիտասարդական ասոցիացիա) 5555 დამკვირვებლით, „თქვენი არჩევანი“ (Ընտրությունը քոնն է) 4000 დამკვირვებლით, „თავისუფალი საზოგადოების ინსტიტუტი“ (Ազատ հասարակության ինստիտուտ) 2512 დამკვირვებლით და „მუშტი“ (Բռունցք) 2136 დამკვირვებლით. სხვა ორგანიზაციებს 2000-მდე დამკვირვებელი ჰყავდათ.
საერთაშორისო
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 647 საერთაშორისო დამკვირვებელი დარეგისტრირდა[31]. უმსხვილესი წარმომადგენლები იყვნენ:
რესპუბლიკური პარტია - რესპუბლიკური პარტიის სპიკერის, ედუარდ შარმაზანოვის განცხადებით, ეს არჩევნები XXI საუკუნეში ჩატარებულ არჩევნებს შორის საუკეთესო იყო. მოგვიანებით, მან დაამატა, რომ საზოგადოება „შედეგებით კმაყოფილია“[50][51].
აყვავებული სომხეთი - აყვავებული სომხეთის ლიდერმა გაგიკ წარუკიანმა მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია[52][53].
მემკვიდრეობა - 8 მაისს პარტიამ განაცხადა, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას, რადგან გაყალბებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე[57].
კანონის უზენაესობა - კანონის უზენაესობის ლიდერმა არტურ ბაღდასარიანმა აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი არჩევნები ყალბი ბიულეტენების ჩაყრისა და ჩხუბის გარეშე. გადა ამისა, ხმების დათვლის პროცესი პარტიების მიერ სრულად კონტროლდებოდა[58].
საერთაშორისო
ევროკავშირი: უმაღლესმა წარმომადგენლმა კეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მიესალმება სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას „უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული არჩევნების“ ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა ფაქტმა ეს არჩევნები საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტებისგან მაინც შორს დააყენა[59].
ეუთო: ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურომ არჩევნები შეაფასა როგორც „კონკურენტული და გარკვეულწილად მშვიდობიანი, მაგრამხარვეზებმა პროცესის ნდობა შეარყია“. მათ ასევე განაცხადეს, რომ საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა კანდიდატების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, უმეტეს შემთხვევაში თავისუფალი აგიტაციით. საგულისხმოა, რომ პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობის არარსებობა საარჩევნო პროცესების მიმართ დიდი შეშფოთების საგანია[60].
ამერიკის შეერთებული შტატები: სომხეთში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ „გარკვეული ხარვეზების მიუხედავად,არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა“[61]. კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ ის „კმაყოფილი იყო საერთაშორისო დამკვირვებელთა ანგარიშით, სადაც ნათქვამი იყო, რომ გასულ თვეში სომხეთში ცატარებული საპარლამენტო არჩევნები მთლიანობაში კონკურენტუნარიანი იყო“[62].
სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა, სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ და მემკვიდრეობამ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ არჩევნების დროს დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები და ბევრი სხვა სახის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე[64].