სიცილიის სამეფო

სიცილიის სამეფო
ლათ. Regnum Siciliae
იტალ. Regno di Sicilia

ესპანეთის იმპერიის ნაწილი (1282–1714)
სავოიების დინასტიის მმართველობა (1714–1720)
ჰაბსბურგების მონარქიის მმართველობა (1720–1735)
ბურბონების მმართველობა (1735–1816)

 

11301816
 

დროშა გერბი

სიცილიის სამეფო 1154 წელს.
დედაქალაქი პალერმო
მმართველობის ფორმა აბსოლუტური მონარქია
დინასტია მეფე
 - 1130–1154 როჯერ II
 - 1266–1282 შარლ I ანჟუელი
 - 1759–1816 ფერდინანდ I
შუა საუკუნეები
ისტორია
 - როჯერის კორონაცია 1130
 - სიცილიის მწუხრის ვარსკვლავები 1282
 - ორი სიცილიის სამეფო 1816

სიცილიის სამეფო (იტალ. regno di Sicilia, სიცილ. Regnu di Sicilia) — 1130 წლიდან 1816 წლამდე თანამედროვე იტალიის სამხრეთ ნაწილში არსებული სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაში შედიოდა, როგორც საკუთრივ კუნძული სიცილია, ასევე, სხვადასხვა დროს, სამხრეთ იტალია ნეაპოლითურთ და 1530 წლამდე — თანამედროვე მალტა. 1282 წლამდე ეწოდებოდა აპულიის და სიცილიის სამეფო, 1302 წლის შემდეგ — ტრინაკრიის სამეფო.[1] ისტორიის გარკვეულ პერიოდში სამეფო ეკუთვნოდა არაგონის მეფეებს და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორებს. 1816 წელს გაერთიანდა ნეაპოლის სამეფოსთან ორი სიცილიის სამეფოში. 1861 წელს ორი სიცილიის სამეფო იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.[2][3][4][5]

ისტორია

ნორმანების სამეფო

1127 წელს აპულიის ჰერცოგის ნორმანების დინასტიიდან ვილჰელმ II-ს გარდაცვალების შემდეგ აპულია და სიცილია გაერთიანდა მისი ბიძაშვილის სიცილიის გრაფის როჯერ II-ს მმართველობის ქვეშ. როჯერი მხარს უჭერდა ანტიპაპ ანაკლეტ II-ს და ამ უკანასკნელის მიერ კურთხეული იქნა სიცილიის მეფედ 1130 წლის შობა დღეს. მომდევნო ათი წლის განმავლობაში როჯერი დაკავებული იყო გარედან თავდასხმების მოგერიებით და ბარის, კაპუას, ალიფეს და ნეაპოლის გრაფების აჯანყებების ჩახშობით.[6]

1139 წელს რომის პაპმა ინოკენტი II-მ როჯერ II აღიარა მეფედ. როჯერის ადმირალმა გიორგი ანტიოქიელმა დაიპყრო მახდია აფრიკაში, რის შედეგადაც მიიღო „აფრიკის მეფის“ არაოფიციალური სტატუსი. როჯერის ფლოტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ბიზანტიას, შედეგდა სიცილია თითქმის საუკუნის განმავლობაში გახდა წამყვანი ძალა ხმელთაშუა ზღვაში.[7]

როჯერის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი და მემკვიდრე ვილჰელმ I ბოროტი, რომელსაც ეს სახელი ეწოდა ბარონების აჯანყების ჩახშობისათვის, ქრონიკის ავტორთა მიერ, რომელთაც ალბათ თანაუგრძნობდნენ ისინი. 1166 წელს ვილჰელმ I-ს გარდაიცვალების შემდეგ, მისი შვილის მცირეწლოვანების გამო სამეფოს მართავდა რეგენტი. ქვეყანა არეულობამ მოიცვა, რომელიც გაგრძელდა ახალგაზრდა მეფის ვილჰელმ II კეთილის დამოუკიდებლად მმართველობის დასაწყისამდე, რომლის მეფობის დროს სამეფოში მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევდა. ვილჰელმ II გარდაიცვალა 1189 წელს, მას მემკვიდრე არ დარჩა და სამეფო ისევ ქაოსში ჩაეფლო.[8]

1190 წელს ტახტი დაიპყრო ტანკრედმა, რომელსაც აუჯანყდა მისი ნათესავი როჯერ დი ანდრია, ხოლო შემდეგ ჩაერია ჰაინრიხ VI, რომელიც სიცილიის მეფის როჯერ II-ს ასულზე კონსტანცაზე იყო დაქორწინებული, მან მხოლოდ ბრძოლებით შეძლო (1190-1192 და 1194-1195) ცოლის სამემკვიდრეოს - ნორმანული სიცილიის დაკავება. 1194 წლიდან სიცილიის სამეფოს მართავდა შტაუფენების დინასტია.

შტაუფენების სამეფო

1197 წელს მეფე გახდა ჰაინრიხ VI-ს სამი წლის შვილი ფრიდრიხ II. მისი უფლება ტახტზე დაამტკიცა პაპმა ინოკენტი III-მ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.[9]

ვალტერ III დე ბერიენი დაქორწინდა ტანკრედის ქალიშვილზე და ტახტზე პრეტენზია განაცხადა. 1202 შტაუფენების ჯარმა კანცლერ ვალტერ პალეარიელის და დიპოლდ ფონ ფობურგის მეთაურობით განიცადა მარცხი ვალტერ III დე ბერიენის ჯართან. რეგენტი მარკვარდი მოკლული იქნა, ხოლო ხუთი წლის მეფე ფრიდრიხ II ბერიენის მოკავშირის ვილიამ კაპარონიელის ტყვეობაში მოექცა. დიპოლდი აგრძელებდა ომს ბერიენის სიკვდილამდე (1205), რის შემდეგ 1206 წელს გაათავისუფლა ფრიდრიხი.[10]

1207 წელს ვალტერ პალეარიელისა და დიპოლდ ფონ ფობურგის შორის მოხდა განხეთქილება, რაც ვალტერ პალეარიელის გამარჯვებით დამთავრდა და ამით ტახტისთვის ათ წლიანი ომი დასრულდა.[11]

ფრიდრიხ II-მ გააგრძელა როჯერ II-ს მიერ დაწყებული რეფორმები. შედეგად 1231 წელს მიღებული იქნა მელფის კონსტიტუცია, ცნობილი ლათინური სახელით Liber Augustalis, რომელიც არა მარტო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ დროისთვისა, არამედ ასევე მრავალი წლის განმავლობაში კანონთა კრებულის ნიმუში იყო. სიცილიის სამეფო გახდა პირველი ევროპული სახელმწიფო მეფის ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლებით.[11]

ფრიდრიხ II-მ ასევე ააშენა კასტელ დელ მონტეს ციხესიმაგრე და 1224 წელს ნეაპოლში დააარსა ნეაპოლის უნივერსიტეტი, ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი ევროპაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ერთადერთი უნივერსიტეტი სამხრეთ იტალიაში.

მთელი მისი ხანგრძლივი, ნახევარი საუკუნის მეფობის განმავლობაში ფრიდრიხ II თავს გრძნობდა უფრო სიცილიის მეფედ ვიდრე საღვთო რომის იმპერიის იმპერატორად. 1250 წელს მისი მემკვიდრე გახდა იმპერატორი კონრად IV, რომელიც დაკავებული იყო გერმანიაში ომებით, ვიდრე სიცილიაში მეფობით. ის თუმცა, მოვიდა ნეაპოლში (1253), აიღო ქალაქი და მალევე ამის შემდეგ გერმანიაში მიმავალი გზაში გარდაიცვალა. 1254 წელს ტახტის მემკვიდრე გახდა მისი ორი წლის შვილი კონრადინი, თუმცა რეალურად მთელი ამ დროის განმავლობაში სიცილიის მმართველი იყო ფრიდრიხ II-ს უკანონო შვილი მანფრედ სიცილიელი, რომელმაც კონრადინის გარდაცვალების შესახებ ცრუ ხმების გავრცელების შემდეგ 1258 წელს თავი გამოაცხადა სიცილიის მეფედ.

პაპმა კლემენტ IV-მ არ აღიარა მონფრედის უფლება სამეფოზე და „გადასცა“ ის საფრანგეთის მეფის ლუი IX-ს ძმას კარლ I-ს, რომელიც ტახტზე ავიდა 1266 წელს მანფრედის გარდაცვალების შემდეგ. კონრადინი ცდილობდა სამეფოს დაბრუნებას მან ამისთვის შეკრიბა დაქირავებული მეომრებისგან შემდგარი არმია, მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა ის დამარცხდა ტაგლიაკოცოსთან ბრძოლაში, სადაც ის ტყვედ აიყვანეს და 1268 წელს სიკვდილით დასაჯეს. კონრადინი იყო შტაუფენების დინასტიის მამრობითი სქესის უკანასკნელი წარმომადგენელი.

შარლ I-ს მმართველობა

შარლ I ანჟუელი - ნეაპოლისა და სიცილიის მეფე

1266 წელს სიცილია მოექცა ანჟუის ჰერცოგის შარლ I-ს მმართველობის ქვეშ. შარლი სიცილიის დაპყრობას განიხილავდა, როგორც პირველ ნაბიჯს მთელი ხმელთაშუა ზღვის დაპყრობისკენ და ბიზანტიის ბიზანტიის იმპერატორთან მიხეილ VIII-სთან ომისათვის ემზადებოდა. სიცილიაში შეგროვილი გადასახადები მიდიოდა ფრანგებთან. ფრანგების ძალაუფლებით უკმაყოფილებამ 1282 წელს გამოიწვია აჯანყება ცნობილი, როგორც სიცილიის მწუხრი.[11]

აჯანყება დაიწყო 1282 წლის 30 მარტს აღდგომის წინა ღამეს პალერმოსთან ახლოს სულიწმიდის ეკლესიაში. დაწვრილებით მოვლენების განვითარება უცნობია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სიცილიელებმა გაანადგურეს ფრაგთა რაზმი ეკლესიასთნ ახლოს. მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში სიცილიელებმა კუნძულზე ამოხოცეს ათასობით ფრანგი. აჯანყებულები ხვდებოდნენ, რომ მარტო კარლის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდნენ და გააგზავნეს მაცნეები არაგონის მეფესთან პედრო III-სთან, რომელსაც სიცილიის მეფობა შესთავაზეს. პედრომ მიიღო შეთავაზება და 1282 წლის 30 აგვისტოს ის უზარმაზარი არმიით შევიდა პალერმოში, სადაც 4 სექტემბერს პედრო სიცილიის მეფედ აკურთხეს. კარლმა შეინარჩუნა კონტროლი მხოლოდ კონტინენტურ იტალიაში ნეაპოლთან ერთად.

პედროსა და შარლს შორის გაჩაღებულ ომში თავდაპირველი წარმატება აღმოჩნდა პედროს მხარეს. 1282 წლის სექტემბერ-ოქტომბერში პედრომ თავისი კონტროლის ქვეშ აირო მთელი სიცილია. კარლი იძულებული გახდა მესინას ალყა მოხსნა და გაეშურა კონტინენტისკენ. ამასთან რომის პაპმა მარტინ IV-მ 1282 წლის 18 ნოემბერს მეფე პედრო III ეკლესიისგან მოკვეთილად გამოაცხადა. მომდევნო თვეებში სიცილიურმა ფლოტმა რუჯერო დი ლაურიას მეთაურობით არაერთხელ დაამარცხა ნეაპოლელები, ხოლო 1283 წლის თებერვალში პედრო III-მ დაიკავა კალაბრიის სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი.

შარლ I იძულებული გახდა დაეტოვებინა ნეაპოლი და გაემგზავრა პროვანსში, რათა იქ შეეგროვებინა ახალი ფლოტი და არმია. კარლის მეფისნაცვალი ნეაპოლში გახდა მისი უფროსი შვილი კარლ II. პედროც ასევე იძულებული გახდა დაეტოვებინა სიცილია და დაბრუნებულიყო არაგონში, სადაც დახვდა უპრეცედენტო წინააღმდეგობა დარისტოკრატთა მხრიდან, მან არმიის მეთაურად დატოვა თავისი შვილი ხაიმე.

1284 წლის მაისში რომის პაპმა მარტინ IV-მ გამოაცხადა პედროსათვის ძალაუფლების ჩამორთმევა და არაგონის გვირგვინი უბოძა ფილიპ III-ს შვილს კარლ ვალუას. პედრო არ დაემორჩილა პაპის ვერდიქტს და უარი არ თქვა სიცილიის და არაგონის გვირგვინზე,შედეგად მარტინ IV-მ მეფის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომი გამოაცხადა.

1284 წელს სიცილიელებმა რუჯერო დი ლაურიას მეთაურობით მოჩვენებითი უკან დახევით გამოიტყუეს ნეაპოლის ფლოტი სალერნოდან და გაანდაგურეს. კარლ II ჩავარდა ტყვედ და სიკვდილით დასჯისგან იხსნა პედროს მეუღლემ კონსტანციამ. 1285 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა შარლ I და ნეაპოლში მეფედ გამოაცხადეს მისი შვილი კარლ II, რომელიც იმყოფებოდა არაგონის ტყვეობაში. იმავე წლის ნოემბერში გარდაიცვალა პედრო III და არაგონის მეფე გახდა პედროს უფროსი შვილი ალფონსო III, ხოლო სიცილიის მეფედ გამოაცხადეს მისი მეორე შვილი ხაიმე II, რომელიც 1286 წლის თებერვალში პალერმოში მეფედ აკურთხეს.

სიცილიის სამეფო არაგონის და ესპანეთის გვირგვინის ქვეშ

ალფონსო III

ალფონსო III მზად იყო ტყვეობიდან გაენთავისუფლებინა კარლ II ხაიმე II-ს სიცილიაში და კალაბრიაში მეფობის აღიარების სანაცვლოდ. საბოლოოდ კარლმა ხელი მოაწერა კატალონიაში შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ხაიმეს დაუთმო სიცილია და მიათხოვა თავისი ქალიშვილი. თუმცა ახალმა რომის პაპმა ჰონორიუს IV-მ, რომელმაც შეცვალა გარდაცვლილი მარტინ IV უარი თქვა შეთანხმების დამტკიცებაზე და ომი განახლდა.[12] მხოლოდ პაპის გარდაცვალების შემდეგ 1287 წელს ინგლისის მეფის ედუარდ I-ს შუამავლობით შეძლეს შეთანხმების მიღწევა ოლერონში, რომლის მიხედვითაც კარლ II-ს დაუბრუნეს თავისუფლება დიდი ოდენობით გამოსასყიდის და სიცილიის მეფობის პრეტენზიაზე უარის თქმის სანაცვლოდ. თუმცა შეთანხმება ისევ იქნა დარღვეული საფრანგეთის მეფის ფილიპ IV ლამაზის მიერ, მას აგრეთვე მხარს უჭერდა ახალი პაპი ნიკოლოზ IV, მაგრამ მალევე პაპი იძულებული გახდა დაეწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. რომლის შედეგადაც 1288 წლის ოქტომბერში კვლავ ედუარდ I შუამავლობით დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კარლმა მიიღო თავისუფლება ოლერონის შეთანხმების პირობებით. ალფონსო არაგონელმა გაათავისუფლა კარლი, მაგრამ რომის პაპმა დაარღვია შეთანხმება და 1289 წლის მაისში კარლი აკურთხა სიცილიის მეფედ, რამაც გამოიწვია ომის განახლება.[13]

1291 წლის 19 თებერვალს ბრინდიზიში დაიდო სამშვიდობო შეთანხმება ალფონსო III-ს (არაგონის სამეფო), ფილიპ IV-ს (საფრანგეთი) და კარლ II-ს (სიცილიის სამეფო) შორის. ამ შეთანხმების მიხედვით ალფონსომ უარი თქვა სიცილიაზე, მაგრამ 18 ივნისს ალფონსო უეცრად გარდაიცვალა და არაგონის მეფე გახდა ხაიმე, რომელმაც უარი თქვა ბრინდიზის შეთანხმების შესრულებაზე. ხაიმემ სიცილიაში მეფისნაცვლად დანიშნა მისი ძმა ფრედერიგო. ომი კვლავ განახლდა, მაგრამ ხაიმემ, რომელიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა შესთავაზა სიცილიის დათმობა ჯილდოს სანაცვლოდ. ამ გეგმას ხელი შეუშალა პაპის ნიკოლოზ IV-ს სიკვდილმა. მხოლოდ 1295 წლის 12 ივნისს ხაიმემ კარლ II-სთან დადო სამშვიდობო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მან უარი თქვა სიცილიაზე კარლ II-ს ქალიშვილის ბლანკას სანაცვლოდ.[13]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • European Commission presentation of The Normans დაარქივებული 2015-11-28 საიტზე Wayback Machine. Norman Heritage, 10th-12th century.
  • Houben, Hubert. Roger II of Sicily: A Ruler between East and West. Trans. G. A. Loud and Diane Milbourne. Cambridge University Press: 2002.
  • Norwich, John Julius. The Kingdom in the Sun 1130—1194. Longman: London, 1970.
  • Matthew, Donald. The Norman Kingdom of Sicily. Cambridge University Press: 1992.
  • Chaytoe, H. J. A History of Aragon and Catalonia. See chapter 7.

სქოლიო

  1. N. Zeldes (2003). The former Jews of this kingdom: Sicilian converts after the Expulsion, 1492–1516. BRILL, გვ. 5, 69, 296–97. ISBN 90-04-12898-0. 
  2. (1891-01-01) Documenti per servire alla storia di Sicilia: Diplomatica, Volumes 14-16 (it). U. Manfredi Editori, გვ. XXXII. 
  3. Vio, Michele Del (1706-01-01). Felicis, et fidelissimæ urbis Panormitanæ selecta aliquot ad civitatis decus, et commodum spectantia privilegia per instrumenta varia Siciliæ ... opera don Michaelis De Vio .. (it). in palatio senatorio per Dominicum Cortese, გვ. 314. 
  4. Gregorio, Rosario (1833-01-01). Considerazioni sopra la storia di Sicilia dai tempi normanni sino al presenti, Volume 3 (it). dalla Reale Stamperia, გვ. 303. 
  5. Mongitore, Antonino; Mongitore, Francesco Serio e (1749-01-01). Parlamenti generali del regno di Sicilia dall' anno 1446 sino al 1748: con le memorie istoriche dell' antico, e moderno uso del parlamento appresso varie nazioni, ed in particolare della sua origine in Sicilia, e del modo di celebrarsi, Volume 1 (it). Presso P. Bentivenga, გვ. 109. 
  6. Chronological - Historical Table Of Sicily. In Italy Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-27. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2020
  7. Malcolm Barber (2004). The two cities: medieval Europe, 1050–1320. Routledge, გვ. 211. ISBN 0-415-17414-7. 
  8. Houben, Hubert (2002). Roger II of Sicily: A Ruler between East and West. Cambridge University Press, გვ. 7, 148. ISBN 0-521-65573-0. 
  9. Hunt Janin (2008). The University in Medieval Life, 1179–1499. McFarland, გვ. 132. ISBN 978-0-7864-3462-6. 
  10. Katherine Fisher (2004). Magna Carta. Greenwood Publishing Group, გვ. 53, 84–85. ISBN 0-313-32590-1. 
  11. 11.0 11.1 11.2 Steve Runciman (1958). The Sicilian Vespers: a history of the Mediterranean world in the later thirteenth century. Cambridge University Press, გვ. 32–34, 209, 274. ISBN 0-521-43774-1. 
  12. Allan W. Atlas (1985). Music at the Aragonese court of Naples. Cambridge University Press, გვ. 1. ISBN 0-521-24828-0. 
  13. 13.0 13.1 Carolyn Bain (2004). Malta & Gozo. Lonely Planet, გვ. 23. ISBN 1-74059-178-X. 

Read other articles:

1968 nonfiction book by René Dubos So Human An Animal AuthorRené DubosCountryUnited StatesLanguageEnglishPublisherScribnerPublication date1968/new edition 1998Pages267ISBN978-0765804297 So Human an Animal: How We Are Shaped by Surroundings and Events, is a book written by René Dubos and published by Scribner in 1968.[1] It won the 1969 Pulitzer Prize for General Non-Fiction.[2] Themes In the book, Dubos, a microbiologist and pathologist, explores the thesis that technology ...

 

1918 film by J. Gordon Edwards This article is about the 1918 silent film. For other uses, see Salome (disambiguation). SaloméDirected byJ. Gordon EdwardsWritten byAdrian Johnson (scenario)Oscar Wilde (play Salome)Story byFlavius JosephusProduced byWilliam FoxStarringTheda BaraG. Raymond NyeAlan RoscoeBertram GrassbyCinematographyJohn W. BoyleDistributed byFox Film CorporationRelease date October 6, 1918 (1918-10-06) Running time80 minutesCountryUnited StatesLanguageSilent (En...

 

En harmonie tonale, un accord de septième de dominante avec fondamentale est un accord de quatre notes placé exclusivement sur le Ve degré des deux modes. Il est composé d'un accord parfait majeur et d'une septième mineure. Lorsque cet accord parfait majeur est amputé de sa fondamentale, on a alors affaire à l'accord de septième de dominante sans fondamentale. Clé de voûte de l'harmonie tonale, l'accord de septième de dominante — avec ou sans fondamentale — est d'un emploi consid

Logo der ILGA Die International Lesbian, Gay, Bisexual, Trans and Intersex Association (ILGA) ist der weltweite Dachverband der Lesben-, Schwulen-, Bisexuellen-, Trans- und Intersexorganisationen (LGBTI). Inhaltsverzeichnis 1 Ziele und Aufgaben 2 Struktur 3 ILGA-Europa 4 Kontroversen und Auseinandersetzung um UN-Beraterstatus 5 Siehe auch 6 Weblinks 7 Einzelnachweise Ziele und Aufgaben Die 1978 gegründete Organisation versteht sich als die einzige internationale gemeinnützige Nichtregierung...

 

M. Gribaldi HandayaniInformasi pribadiLahir20 Juli 1966 (umur 57)Medan, Sumatera UtaraPekerjaanPolisiKarier militerPihak IndonesiaDinas/cabang Kepolisian Negara Republik IndonesiaMasa dinas1986—2005 (PTDH)Pangkat Inspektur Polisi SatuSatuanLantasKasus Kriminal Hukuman kriminalHukuman matiStatus kriminalDihukum Sunting kotak info • L • B M. Gribaldi Handayani[1] (lahir 20 Juli 1966) adalah seorang mantan perwira pertama Polri. Ia terakhir kali menjabat se...

 

Comics This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Digimon D-Cyber – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2013) (Learn how and when to remove this template message) Digimon D-CyberCover of D-cyber vol. 1 (2004 Rightman Publishing Ltd), art by Yu Yuen-wong數碼暴龍Genre Action/adventure, fantasy ...

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (أبريل 2016) كلية مايو كلينيك للطب معلومات التأسيس 1972  الموقع الجغرافي إحداثيات 44°01′17″N 92°28′01″W / 44.0212907°N 92.4670279°W / 44.0212907; -92.4670279  [1] الرمز البريدي 55...

 

残像 Powidoki監督 アンジェイ・ワイダ脚本 アンジェイ・ムラルチク(英語版)アンジェイ・ワイダ製作 ミハウ・クフィェチンスキ(ポーランド語版)製作総指揮 マウゴジャータ・フォゲウ=ガブリス出演者 ボグスワフ・リンダ(英語版)音楽 アンジェイ・パヌフニク撮影 パヴェウ・エデルマン編集 グラジナ・グラドン製作会社 アクソン・スタジオ(ポーランド語版...

 

Non-profit global health technology and social venture World Health Imaging, Telemedicine and Informatics AllianceFoundedChicago, IL, USFounderMike Hoaglin, Dave Kelso, Matt Glucksberg, Michael Diamond[1]Type501(c)(3) Non-profit OrganizationFocusLow-cost medical imaging, X-ray, Health Information technology, sustainabilityLocationChicago, Illinois United StatesArea served WorldwideKey peopleNewton N. Minow, Chair of the BoardMichael W. Ferro, Jr., Vice Chair[2]Ivy Walker, CEO&...

As referências deste artigo necessitam de formatação. Por favor, utilize fontes apropriadas contendo título, autor e data para que o verbete permaneça verificável. (Setembro de 2020) Esta página cita fontes, mas que não cobrem todo o conteúdo. Ajude a inserir referências. Conteúdo não verificável pode ser removido.—Encontre fontes: ABW  • CAPES  • Google (N • L • A) (Setembro de 2020) Draconian Draconian em Tel Aviv,...

 

This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Adelantando – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2016) (Learn how and when to remove this template message) 2007 studio album by Jarabe de PaloAdelantandoStudio album by Jarabe de PaloReleased2007GenreLatin, RockJarabe de Palo chronology 1m2 Un Metro Cuad...

 

German philosopher (born 1966) Rahel JaeggiJaeggi in 2015BornBern, SwitzerlandAlma materUniversity of Frankfurt, Free University of BerlinOccupation(s)Philosopher, Chair of Practical and Social Philosophy at Humboldt University of BerlinNotable workCritique of Forms of LifeRelativesUrs Jaeggi, Eva JaeggiEraContemporary philosophySchoolFrankfurt school, NeopragmatismInstitutionsHumboldt University of BerlinDoctoral advisorAxel HonnethMain interestsCritical theory, Lebensform Rahel Jaeggi ...

Rivalry between the national football teams of Turkey and Greece Location of Greece (green) and Turkey (orange)Teams Greece TurkeyFirst meetingGreece 1–3 TurkeyFriendlyAthens(23 April 1948)Latest meetingTurkey 2–1 GreeceFriendlyAntalya(30 May 2019)Next meetingTBDStatisticsMeetings total14Most wins Turkey (8)All-time seriesGreece: 3 Drawn: 3 Turkey: 8Largest victory Greece 1–4 Turkey UEFA Euro 2008 qualifyingAthens(24 March 2007) The Greece–Turkey football rivalry (Greek...

 

Season of television series Will & GraceSeason 7US DVD CoverCountry of originUnited StatesNo. of episodes24ReleaseOriginal networkNBCOriginal releaseSeptember 16, 2004 (2004-09-16) –May 19, 2005 (2005-05-19)Season chronology← PreviousSeason 6Next →Season 8List of episodes The seventh season of Will & Grace premiered on September 16, 2004 and concluded on May 19, 2005. It consisted of 24 episodes. Cast and characters Main cast Eric McCormack as Will Truma...

 

Place in Vorarlberg, AustriaDornbirn FlagCoat of armsLocation of Dornbirn within VorarlbergDornbirnLocation within VorarlbergShow map of VorarlbergDornbirnLocation within AustriaShow map of AustriaCoordinates: 47°24′50″N 09°44′40″E / 47.41389°N 9.74444°E / 47.41389; 9.74444Country AustriaStateVorarlbergDistrictDornbirnGovernment • MayorAndrea Kaufmann (ÖVP)Area[1] • Total120.93 km2 (46.69 sq mi)Elevation4...

One of the 234 State Legislative Assembly Constituencies in Tamil Nadu, in India PoompuharConstituency for the Tamil Nadu Legislative AssemblyConstituency detailsCountryIndiaRegionSouth IndiaStateTamil NaduDistrictMayiladuthuraiLS constituencyMayiladuturaiEstablished1977Total electors2,75,827[1]ReservationNoneMember of Legislative Assembly16th Tamil Nadu Legislative AssemblyIncumbent Nivedha M. Murugan Party  DMKElected year2021 Poompuhar is a state assembly constituency in ...

 

1998 video by SevendustLive and LoudVideo by SevendustReleasedSeptember 16, 1998VenueMetro ChicagoGenre Alternative metal nu metal hard rock Length30:00LabelTVTDirectorMark HaefaliSevendust chronology Live and Loud(1998) Retrospect(2001) Professional ratingsReview scoresSourceRatingAllmusic[1] Live and Loud is the first video album by American rock band Sevendust, shot at Metro Chicago on September 16, 1998. It was directed by Mark Haefali. Track listing Black Speak Too Close ...

 

Artikel ini bukan mengenai Mesosaurus. Mosasaurus Periode Kampanium-Maastrichtium, 82.7–65.0 jtyl PreЄ Є O S D C P T J K Pg N [1][2][3][4] Reconstruksi tengkorak M. hoffmannii di Maastricht Natural History MuseumTaksonomiKerajaanAnimaliaFilumChordataKelasReptiliaOrdoSquamataFamiliMosasauridaeGenusMosasaurus Conybeare, 1822 Tipe taksonomi†Mosasaurus hoffmanniiMantell, 1829 Tata namaDinamakan berdasarkanMeuse Sinonim takson Daftar sinonim Sinonim genus...

Rights enjoyed by citizens in China Politics and government of Hong Kong Laws Basic Law Drafting Committee Consultative Committee Article 23 National security law Article 45 Article 46 Article 69 One country, two systems Sino–British Joint Declaration Criminal law Capital punishment in Hong Kong Criminal procedure Jury system Law enforcement in Hong Kong Human rights LGBT rights in Hong Kong Internet censorship in Hong Kong Executive Chief Executive: John Lee Office of the Chief Executive C...

 

Dungeons & Dragons adventure module Child's PlayCodeWG10AuthorsJean Rabe and Skip WilliamsFirst published1989 Child's Play is an adventure module published in 1989 for the Dungeons & Dragons fantasy role-playing game. It was originally created as an RPGA Network Tournament module for characters of levels 13 through 15. Plot summary Child's Play is high-level introductory scenario to the 2nd edition rules, designed for beginning dungeon masters and player characters.[1] The mon...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!