სახელმწიფო სახელმწიფოში — პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, როდესაც შინაგანი ორგანოები („ღრმა სახელმწიფო“), როგორიცაა შეიარაღებული ძალები და სამოქალაქო ხელისუფლება (დაზვერვა და პოლიცია), არ ექვემდებარებიან სამოქალაქო პოლიტიკური ხელმძღვანელობას. ტერმინი, როგორც ბევრი სხვა პოლიტიკაში, მომდინარეობს ბერძნულიდან (κράτος εν κράτει, კრატოს ენ კრატეი, მოგვიანებით მიღებული ლათინურში, როგორც imperium in imperio[1] ან status in statu).
ზოგჯერ, ეს ტერმინი ეხება სახელმწიფო კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებიან ხელისუფლების დაქვემდებარებაში, მაგრამ მოქმედებენ დე-ფაქტო როგორც კერძო კორპორაციები. ზოგჯერ, ტერმინი ეხება კომპანიას, რომელიც ფორმალურად კერძოა, თუმცა მოქმედებს დე-ფაქტო როგორც „სახელმწიფო სახელმწიფოში“.[2]
გარკვეული პოლიტიკური დებატები იმის შესახებ, რომ ეკლესია უნდა გაემიჯნოს სახელმწიფოს გამომდინარეობს იქიდან, რომ თუ არ დარეგულირდება ეს საკითხი, ეკლესია შეიძლება იქცეს ერთგვარ სახელმწიფოდ სახელმწიფოს შიგნით, ხოლო სახელმწიფოს ბუნებრივი სამოქალაქო ძალაუფლება განისაზღვრება არალეგიტიმურად.[3]
Imperium in imperio იყო ოჰაიოს პირველი სახელმწიფო დევიზი, რომელიც ასახავდა მის დიდი ზომებს და გავლენას აშშ-ს ადრეულ წლებში. დევიზის არაპოპულარულობის გამო, ორი წლის შემდეგ იგი შეცვალეს.[4][5]
↑Cf William Blackstone, Commentaries on the Laws of England, IV, c.4 ss. iii.2, p. *54, where the charge of being imperium in imperio was notably levied against the Church