საქართველოს ფეოდალური მონარქიის სამოხელეო წყობა

საქართველოს ფეოდალური მონარქიის სამოხელეო წყობა — სამოხელეო იერარქია ფეოდალურ საქართველოში.

საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის ჩამოყალიბება X საუკუნის მიწურულსა და XI საუკუნის დამდეგს თავისთავად გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების მართვის ცენტრალური აპარატის ჩამოყალიბებასაც, ასე რომ დარბაზის რიგის მოხელეობის დაწესება ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობის დროიდან უნდა ვივარაუდოთ. ამ დროს უნდა გაჩენილიყო ერთიანი საქართველოს მეფის მწიგნობართუხუცესის, სპასალარის თუ სპასპეტის (შემდეგ ამირსპასალარად წოდებულის), მეჭურჭლეთუხუცესის და დარბაზის რიგის სხვა ხელისუფალთა თანამდებობანიც.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელი

დარბაზის რიგის მოხელეობამ, მმართველობის ცენტრალურმა აპარატმა უფრო გამოკვეთილი სახე, დავით აღმაშენებლის (1089-1125) დროიდან მიიღო, რომლის დროსაც გაერთიანდა მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობანი და შეიქმნა მეფის ცენტრალური აპარატის უპირველესი ხელისუფლების მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელო[1][2]. ამიერიდან მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, „მეფის მამა“, უმაღლესი საერო და ასევე საეკლესიო თანამდებობათა „ერთად მქონებელი“, სამეფო ხელისუფლების ძირითად საყრდენ ძალად იქცა. ამ თანამდებობების ერთბუნებიანობა მას სახელმწიფო ცენტრალურ აპარატში განსაკუთრებულ როლსა და ადგილს ანიჭებდა. მეცნიერთა აზრით აღმაშენებლის დროიდან მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, „დარბაზის რიგის“ სხვა ხელისუფალთაგან განსხვავებით, „ვაზირი“ ეწოდებოდა[3].

დავით აღმაშენებლის დროს ჩამოყალიბდა ცენტრალური სამოხელეო აპარატის ის ძირითადი ბირთვი, რომელიც შემდეგ, XIII საუკუნის დამდეგიდან, საფუძვლად დაედო ე. წ. „სავაზიროს“ წარმოქმნას.

ტერმინ ვაზირის ქართულში დამკვიდრების დროსა და მასთან დაკავშირებით სავაზიროს წარმოქმნის საკითხს პირველად ივ. ჯავახიშვილი შეეხო, მისი დაკვირვებით, „სიტყვა „ვაზირი“ თამარ მეფისა და გიორგი III-ის ისტორიკოსის გარდა არცერთ სხვა ქართველ მემატიანეს არსად ნახმარი არა აქვს. ეგებ სწორედ გიორგი III-ის და თამარ მეფის დროს შემოსულა ეს სიტყვა ქართულიში“[4].

ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით, ტერმინი ვაზირი ქართულში „განსაკუთრებით მინისტრთა საზოგადო სახელად იქცა. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა, რომ საქართველოში XII საუკუნეში ერთს უზენაეს მინისტრს კი არ რქმევია ვაზირის სახელი... არამედ რამდენიმე ვაზირი ყოფილა“[5]. მისივე აზრით გიორგი III-ისა და თამარ მეფის დროს, ჯერ 4 ვაზირი იყო, ხოლო შემდეგ, თამარ მეფის მეფობის დასასრულს, 5 ვაზირი (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და ათაბაგი).

სავაზიროს წარმოქმნის საკითხს საგანგებოდ შეეხო მ. ლორთქიფანიძე. მან თავის კვლევაში დაასაბუთა, რომ გიორგი III-ის დროს არსებობდა მხოლოდ ერთი ვაზირი — მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახით, ხოლო ვაზირებისა და სავაზიროს ჩამოყალიბება თამარის მეფობის დროისათვის დამახასიათებელ ფაქტად მიიჩნია. მ. ლორთქიფანიძის მიხედვით „თამარის დროს მსხვილმა ფეოდალებმა გამარჯვება მოიპოვეს და მიიღეს სახელმწიფო საქმეთა გადაწყვეტაში „ერთნებობისა და თანადგომის უფლება“, ამას კი მოჰყვა ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის გავაზირება, ხოლო შემდეგ მეჭურჭლეთუხუცესისა, ათაბაგისა და მსახურთუხუცესისა“[6].

სავაზიროს წარმოქმნის საკითხს შეეხო პ. ინგოროყვაც. მისი აზრით, საქართველოს სახელმწიფოს მთავრობის — სავაზიროს — ინსტიტუტი, როგორც იგი მოქმედებდა XII-XIV საუკუნეებში ჩამოყალიბდა XII საუკუნის დასაწყისში, დავით აღმაშენებლის დროს[7]. მას თავის კვლევაში „დარბაზის რიგში“ შეყვანილი ჰყავს ყველა მოხელე დიდი თუ მცირე და ისინი ყველა ვაზირად გამოაცხადა. შესაბამისად ვაზირები დაყო ორ ძირითად ჯგუფად — „უფროს“ და „უმცროს ვაზირებად“, რაც ქართული წყაროებით არ დასტურდება. პავლე ინგოროყვას ეკუთვნის ასევე ქართულ სავაზიროს ისტორიაში ოთხი ძირითადი პერიოდისა და შესაბამისი სქემებისა და ვაზირთა სიის შექმნაც, რაც გაკრიტიკებულია ნ. შოშიაშვილის მიერ[8].

შოთა მესხიას აზრით ქართულ საისტორიო წყაროებში „ვაზირების“ მრავლობით რიცხვში ხსენება სრულად არ ნიშნავს რამდენიმე ვაზირის არსებობას. მისი თქმით თამარის დროს სიტყვა ვაზირი მრჩევლის მაგივრად გამოიყენებოდა. აღნიშნულის დასაბუთებად მოჰყავს „ხელმწიფის კარის გარიგება“: „ამილახორი ვაზირი არის ამირსპასალარისა“. მისი სიტყვებით გიორგი III-ის მეფობის დროს არსებობდა მხოლოდ ერთი ვაზრი. ასე მაგალითად ის იმოწმებს ქართლის ცხოვრებას. გარდაცვლილ გიორგი III-ს თავზე ადგნენ:

ვიკიციტატა
„მიქაელ პატრიარქი, ყოველთა ეპისკოპოზთა თანა მდგომი და ვაზირი ანტონი და ამირსპასალარი ყუბასარ და სხვანი ხელისუფალნი: ყუთლუ-არსლან მეჭურჭლეთ-უხუცესი, ვარდან დადიანი ჩუხჩარხი, ჭიაბერი მეჯინიბეთ-უხუცესი, აფრიდონ მსახურთ-უხუცესი, ივანე[...] და დიდებულნი აზნაურნი მონანი და მოყმენი.“

სამოხელეო წყობა არ შეცვლილა არც თამარ მეფის მეფობის დასაწყისში:

ვიკიციტატა
„პირველად გარდაცვალებასა [ქართლისა კათალიკოსისა, ჭყონდიდელისა და მწიგნობართ-უხუცესისა მიქაელ მირიანის ძისსა და ამირსპასალარისა გამრეკელისა თორელისსა] და გამორჩევასა შინა ორთა - ვაზირთა და სპასპეტთასა, - თანადგომითა და ერთ-ნებაობითა შჳდთავე სამეფოთა დიდებულთათა ბრძანა დამტკიცებად ჭყონდიდლად და მწიგნობართ-უხუცესად და ვაზირად [ანტონი], გაზრდილივე მამისა მათისა, ბრძენი და გონიერი, პატრონთათჳს სჳანი და ერთგული და შემეცნებული საურავთა. და განაჩინა ამირსპასალარი სარგის მჴარგრძელი, კაცი გუარიანი და აღზრდილი ლაშქრობათა შინა და ჭაბუკობათა, და უბოძა ლორე სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა, და წყალობა ყო ძისაცა მისისა ზაქარიას.“

ერთი ვაზირი არსებობდა თამარ მეფის მოღვაწეობის შუა პერიოდშიც:

ვიკიციტატა
„შემოიქცა მეფე და მიეგება წინა ანტონი ვაზირი ჴელგაპყრობით მადიდებელი ღმრთისა და თჳთ ავსილი ლარითა და საჭურჭლითა ათაბაგისათა, რომელმან რიდობითა მონაზონობისათა არა იჴადა მახჳლი და მისრულმან სამითა ყრმითა შემოაქცია სამასი ჯორი და აქლემი. მაშინ მოვიდეს მადიდებელნი სპანი და. სპასალარნი და სპასპეტნი, თჳთ შარვანშა და ამირ-მირმან.“

ერთი ვაზირი იყო თამარ მეფის შამქორის ბრძოლის დროსაც. მართალია ივანე ჯავახიშვილის მიერ ტექსტის არასწორად აღდგენის გამო მოხდა აზრის არასწორად გაგება მაგრამ მათი ურთიერთშედარებით შეიძლება საბოლოო აზრის გამოტანა.

აღდგენილი ტექსტი
ვიკიციტატა
„აღვიდა და დაჯდა ტახტსა სულტანისასა. შეიქმნა დარბაზობაჲ, და დასხნეს ამირ-მირმან და შარვანმა თჳთოეული თჳსსა ადგილსა. აგრეთვე ვაზირნი: მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი და შემდგომნი წესისაებრ, რომელ აქუნდა წესი ჯდომისა და დგომისაჲ, დასვეს[9].“
მარიამისეული ქართლის ცხოვრება
ვიკიციტატა
„აღვიდა და დაჯდა ტახტსა სულტანისასა. შეიქმნა დარბაზობაჲ, და დასხნეს ამირ-მირმან და შარვანმა თჳთოეული თჳსსა ადგილსა. ეგრეთვე ვაზირ მანდატურთუხუცესი და ამირ-სპასალარი და შემდგომნი წესისაებრ, რომელ აქუნდა წესი ჯდომისა და დგომისაჲ, დასვეს[10].“

აღნიშნული სიტყვა „ვაზირი“ მხოლობით რიცხვში მეორდება „ქართლის ცხოვრების“ საეკლესიო მუზეუმის, რუმიანცევისეულ, თეიმურაზისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებში.

ამირსპასალარის სახელო

დავით IV-ის დროს უფრო სრულყოფილ სახეს იღებს აგრეთვე საქართველოს ლაშქრის მთავარსარდლის — სპასალარის ანუ ამირსპასალარის თანამდებობა. ივანე ორბელი, რომელიც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაში მხოლოდ ერთგან და ისიც ყოველგვარი ტიტულის გარეშე მოიხსენიება, მეცნიერთა აზრით უკვე იწოდებოდა ამირსპასალარად. ამას, გვიანდელი წყაროს გარდა, ამ პერიოდის ამ პერიოდის ეპიგრაფიკული მასალაც ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ XII საუკუნის ქართულლი და სომხური წყაროები ზოგ შემთხვევაში სპასპეტს, სპასალარსა და ამირსპასალარს ერთი და იმავე მნიშვნელობითა და შინაარსით ხმარობენ. ასე მაგალითად, გიორგი III-ის თანამედროვე და მისი მთავარსარდალი ივანე ორბელი, შვილიშვილი დავით აღმაშენებლის თანამედროვე დიდი ივანე ორბელისა, სანაინის ერთ სომხურ წარწერაში თავისთავს მხოლოდ სპასალარს უწოდებს და ამავე ტიტულით მოიხსენიებს მის წინაპრებსაც:

ვიკიციტატა
„მეფობასა ქართველთა გიორგისა მე, ორბელიანი (სომხ. Օրբելեան) იოვანე სპასალარი (სომხ. սպասալար) შვილიშვილი დიდი ივანე სპასალარისა და ძე სუმბატ სპასალარისა, წინაპართა სიყვარულისათვის მოვედი წმინდა ღვთისმშობლის სანაინის ძმობაში...[11][12][13]

სპასალარი სამეფოში რამდენიმე შეიძლებოდა ყოფილიყო, ხოლო მთავარსარდალი ერთი, ამიტომ სხვა სპასალართაგან მთავარსარდლის განსასხვავებლად, დიდ სპასალარის ან კიდევ ამირსპასალარის (სპასალართა თავის) წოდება შემოდის. ყურადსაღებია, რომ დავითის თანამედროვე ივანე ორბელს სტეფანოს ორბელიანი „დიდ სპასალარს“ (სომხ. մեծ սպասալար უწოდებს[14].

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უფრო ადრინდელ წყაროებში იგივე ივანე, დავითის თანამედროვე, ჰნევანქის („ძელი ჭეშმარიტი“) ქართულ წარწერაში ამირსპასალარადაც კი არის წოდებული.

ვიკიციტატა
„... ღირს ვიქმენ მე, სოჳბატ [ძე ივანე მანდატურთუხუცე]სისა და ამირსპასალარისა, მეორედ განახლებად და შემკობად დიდებულისა საყდრისა წმიდისა [ძელისა ჭეშმარიტი]სა, საოხად და სალხინებლად სულთა ჩუენთა-თჳს და ყოველთა მომავალთა ჩუენთა-თჳს საუკუნოდ...ქრონიკონი იყო ტოვ (1156)[13].“

არსებული ეპიგრაფიკული წყაროები შუქს ჰფენს XII საუკუნის სამოხელეო წყობის ისტორიას, რომლის მიხედვითაც ირკვევა:

  • დავით აღმაშენებლის თანამედროვე ივანე ლიპარიტის ძე იყო მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი.
  • მანდატურთუხუცესობა და ამირსპასალარობა თავიდანვე ორბელთა ხელში იყო.
  • ორბელები ფლობდნენ ამ თანამდებობას დემეტრე I-ის დროსაც, სამეფოს მანდარტუხუცესი და ამირსპასალარი ჯერ ივანე, ხოლო შემდეგ სუმბატ ივანეს ძე ორბელი იყო.
  • დავით V-ს მეფობის დროს ორბელებმა, დროებით რამდენიმე წლით დაკარგეს აღნიშნული თანამდებობანი, მაგრამ XII საუკუნის 60-იანი წლებიდან ისევ დაიბრუნეს და შეინარჩუნეს 1177 წლამდე.

ივანე ჯავახიშვილი წერდა: „მარტო ის გარემოება, რომ დავიტ აღმაშენებლის ისტორიკოსს ამირსპასალარი მოხსენიებული არა ჰყავს, ვერავითარ საბუთათ ვერ გამოდგება იმიტომ რომ, საზოგადოდ მას ხელისუფალთა შესახებ ძალიან ცოტა ცნობები აქვს აღნიშნული... იქნებ მომავალში თუ ყველა მასალები შესაფერისი გულისხმიერებით განხილული იქნება, გამოირკვეს კიდეც, რომ საქართველოს სამხედრო მინისტრს მართლაც მხოლოდ XII საუკუნეში ეწოდა ამირსპასალარის სახელი“[15].

ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, არაბულ-სპარსული წარმოშობის ტერმინი „ამირსპასალარი“ არც არაბულსა და არც სპარსულში არ იხმარებოდა ლაშქრის მთავარსარდლის აღსანიშნავად: „არაბულად მთავარსარდალს ამირსპასალარს კი არ უძახდნენ, არამედ, „ამირ ალ-ჯუჲუშ“-ს. სპარსეთში კი ჯარის მბრძანებელს მარტივად „სიფაჰ-სალარი“ ანუ სპასალარი ეწოდებოდა და თავში ქართულივით „ამირ“-ი არ უჯდა“. აღნიშნული ტერმინი ჩანს „დიდ სელჩუკთა“ სამოხელეო წყობილებაში. უკანასკნელი დიდი სელჩუკის სანჯარის (1117-1157) ბრძანებებში „ამირსპასალარი“ amir-i isiah salar-ის ფრომით არაერთხელ მოიხსენიება ამ თანამდებობის მფლობელ პირებთან ერთად[16].

საქართველოში „ლაშქრის თავს“ — სპასპეტს გაცილებით დიდი ისტორია აქვს ვიდრე თუნდაც სელჩუკურ „ამირსპასალარის“ ინსტიტუტს.

ამრიგად ამირსპასალარის სახელოს შემოღება, ორბელტა საგვარეულოს დაწინაურება და მათთვის ამირსპასალარის სახელოს ბოძება დავით აღმაშენებლის სახელს, მის ღონისძიებებს უკავშირდება.

მანდატურთუხუცესის სახელო

დავით აღმაშენებლის მრავალ ღონისძიებებთან დაკავშირებული უნდა იყოს აგრეთვე მანდატურთუხუცესის სახელოს შემოღებაც. სამეცნიერო ლიტერატურაში, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ტხზულებაზე დაყრდნობით, სათანადოდ არის შესწავლილი ის ღონისძიებანი, რაც დავით აღმაშენებელმა „ფეოდალურ ქაოსში წესრიგის“ დასამყარებლად გაატარა. ამ ღონისძიებებში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საპოლიციო, „მსტოვრთა“ ინსტიტუტის გაძლიერებას. სამეფო ხელისუფლებას ქვეყნის შინაგანი წესრიგის დამცველი საშინაო საპოლიციო აპარატი მანამდეც უნდა ჰქონოდა, მაგრამ რაკი დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს ამ ფაქტებს და მათ აღწერასაც რამდენიმე გვერდსაც კი უთმობს, ცხადია, ამ შემთხვევაში საამისო განსაკუთრებული ღონისძიების გატარების შესახებ უნდა იყოს საუბარი. დავითის შემტევი საშინაო და საგარეო პოლიტიკა მართლაც მოითხოვდა მკაცრ რეჟიმსა და შინაგანი წესრიგის დამყარებას. ეს კი სამეფო ხელისუფლებასთან სათანადო საგანგებო უწყების შექმნით იქნებოდა შესაძლებელი. ასეთ ორგანოს კი ქართულ ფეოდალურ მონარქიაში მანდატურთუხუცესის ინსტიტუტი და მისი საუწყებო შეადგენდა.

მანდატურთუხუცესობა (შინაგანი საპოლიციო სამსახურისა და მეფის დაცვის უფროსობა) თავისი ბუნებით ახლო იდგა ამირსპასალარობასთან, ამიტომაც ამ ორი თანამდებობის გაერთიანება ერთი პირის ხელში იშვიათი შემთხვევა არ ყოფილა XII საუკუნის მანძილზე. ორბელების გარდა, ამ თანამდებობებს აერთიანებდნენ მათი შემცვლელი ყუბასარიც, შემდეგ მხარგრძელებიც (ზაქარია, ივანე), თუმცა თამარის მეფობის დასაწყისიდან იყო შემთხვევა მათი გაყოფისაც. ამრიგად დავით აღმაშენებლის პერიოდში მანდატურთუხუცესის სახელო საქარართველოს სამეფო კარზე უმაღლეს რგოლს წარმოადგენდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის შემდეგ, რომელსაც მოყვებოდა ამირსპასალარის სახელო.

მეჭურჭლეთუხუცესის სახელო

მეცნიერთა აზრით დავით აღმაშენებლის დროს სამეფო კარზე ჩამოყალიბდა აგრეთვე მეჭურჭლეთუხუცესის სახელოც. მეჭურჭლის თანამდებობდა, როგორც ცნობილია, ძველთაგანვე არსებობდა მთავართა კარზე და ცხადია იქნებოდა მეფეთა სასახლეებშიც. ამ ხელისუფლების ფუნქციათა გაფართოებამ ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნასთან და ზრდასთან დაკავშირებით, აუცილებელი გახადა მეჭურჭლეთა უფროსის, ანუ მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობების შექმნა.

სხვა ხელისუფალთა შორის მეჭურჭლეთუხუცესს, მანდატურთუხუცესის შემდეგ მეორე, ხოლო „დარბაზის რიგის“ მოხელეთა შორის მეოთხე ადგილი ეკავა. ხელმწიფის კარის გარიგებით, მეჭურჭლეთუხუცესის სახელო ერთ-ერთი უძველესია ქართულ ფეოდალურ მონარქიაში.

მსახურთუხუცესის სახელო

მსახურთუხუცესი თამარის მეფობის პირველ წელს, ახალ მოხელეთა დანიშვნის დროს, მეჭურჭლეთუხუცესის შემდეგ მოიხსენიება. ასე რომ „დარბაზის რიგის“ მოხელეთა შორის რიგით მეხუთე ხელისუფლად იყო მიჩნეული. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო თამარის მეფობის წინა ხანებში, გიორგი III-ის გარდაცვალების დროს მსახურთუხუცესი დარბაზის მოხელეთა შორის ერთ-ერთი უკანასკნელტაგანი უნდა ყოფილიყო. ალბათ ამიტომ იხსენიებდა თამარის ისტორიკოსი მას ჩუხრახისა და მეჯინიბეთუხუცესის შემდეგ და ამილახორის წინ. მსახურთუხუცესის სახელო თანდათან გაძლიერდა სამეფო კარზე და რუსუდანის დროს სავაზიროშიც კი შევიდა. მსახურთუხუცესის აღზევება, როგორც ჩანს, თამარის მეფობის პირველი წლებიდანვე დაწყებულა. ცხადია, თამარის საშინაო პოლიტიკისათვის დიდი მნიშვნელობა ექნებოდა იმასაც, თუ ვინ დაიჭერდა ამ თანამდებობას უკვე გადაყენებული აფრიდონის შემდეგ.

თამარის ისტორიკოსის ცნობით, თამარისაგან ებოძა „მსახურთუხუცესობა დადიანსა ვარდანს“. დადიანთა საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი და ძლიერი იყო. მათი დაწინაურება, როგორც ჩანს, საქართველოს გაერთიანების, კერძოდ ბაგრატ IV-ის დროიდან უნდა იყოს დაწყებული. სწორედ XI საუკუნის შუა წლებში იხსენიება ბაგრატ IV-ის მიერ ანისში დატოვებულ დიდებულთა შორის ივანე დადიანი[17].

ჩუხჩარხის სახელო

მეჯინიბეთუხუცესის სახელო

ამილახორის სახელო

ლიტერატურა

  • შოთა მესხია, „საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში“, თბ., 1979,

სქოლიო

  1. ნ. ბერძენიშვილი, „სავაზირო“, გვ. 5-56
  2. ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, II, გვ. 124
  3. მ. ლორთქიფანიძე, „კარის მოხელენი“, მსკი, ნაკვ. 32, 1955, გვ. 69
  4. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, გვ. 120
  5. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, გვ. 121
  6. მ. ლორთქიფანიძე, კარის მოხელენი, მსკი, ნაკვ. 32, 1955, გვ. 70
  7. პ. ინგოროყვა, გვ. 561
  8. ნ. შოშიაშვილი, „სახელმწიფო სამართლის ისტორიის ზოგიერთი საკითხი“
  9. ისტორიანი, გვ. 108; ქართლის ცხოვრება, II, გვ. 73
  10. მარიამისეული ქართლის ცხოვრება, გვ. 470
  11. კ. კოსტანიანცი, „მატიანე ქვებზე“ (სომხ.), გვ. 35
  12. კ. კაფადარიანი, „სანაჰინის ვანქი“ (სომხ.), გვ. 189
  13. 13.0 13.1 ლ. მელიქსეთ-ბეგი, „ჩრდილო მხარეთა“ სომეხთა მოძღვარნი, 1928, გვ. 35
  14. სტეფანოს ორბელიანი, „სივნიეთის ისტორია“ (სომხ), გვ. 379
  15. ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, II, გვ. 141
  16. ჰ. ჰორსტი, სახელმწიფო განმგებლობა (გერმ.) გვ. 104, 114-119
  17. ქართლის ცხოვრება, I, გვ. 300

Read other articles:

  Liste des listes de jeux vidéo  Ceci est une liste de jeux pour le Commodore Amiga, organisé alphabétiquement. À cause de la longueur de la liste, celle-ci a été séparée en trois articles : Liste de jeux Amiga de A à H ; Liste de jeux Amiga de I à O ; Liste de jeux Amiga de P à Z. Ces trois pages sont toutes accessibles par le sommaire compact qui suit. Sommaire : 0-9 - A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z 0-9 1000 Miglia 1000 c...

 

Gemma Bellincioni Información personalNacimiento 18 de agosto de 1864 Monza (Reino de Italia) Fallecimiento 23 de abril de 1950, 24 de abril de 1950 o 1950 Nápoles (Italia) Sepultura Santa Maria delle Grazie cemetery Nacionalidad Italiana (1946-1950)FamiliaCónyuge Roberto Stagno (1886-1897) Información profesionalOcupación Cantante de ópera Instrumento Voz Tipo de voz Soprano [editar datos en Wikidata] Gemma Bellincioni (Monza, Italia, 18 de agosto de 1864 – N...

 

Lucien Laviscount Información personalNacimiento 9 de junio de 1992 (31 años)Burnley (Reino Unido) Nacionalidad BritánicaEducaciónEducado en Ribblesdale High School Información profesionalOcupación Actor y actor de televisión Años activo desde 2002[editar datos en Wikidata] Lucien Leon Laviscount (nacido el 9 de junio de 1992) es un actor franco-británico. Se dio a conocer en 2007 después de aparecer en el drama adolescente Grange Hill. Más tarde apareció en varias serie...

2008 studio album by The Acacia StrainContinentStudio album by The Acacia StrainReleasedAugust 19, 2008 (2008-08-19)RecordedApril 13 – May 15, 2008StudioPlanet Z StudiosGenreMetalcore, deathcoreLength40:23LabelProstheticProducerZeuss, The Acacia StrainThe Acacia Strain chronology The Dead Walk(2006) Continent(2008) Wormwood(2010) Singles from Continent SkynetReleased: January 31, 2009 Professional ratingsReview scoresSourceRatingAllMusic[1]Alternative Press Co...

 

TiaaPermaisuri MesirIstri Kerajaan AgungIbunda RajaPemakamanLembah Para Raja makam KV32, ThebesAnakThutmose IVAgamaagama Mesir Kuno Tiaa Era: Kerajaan Baru(1550–1069 BC) Hieroglif Mesir Tiaa atau Tia'a merupakan seorang ratu Mesir Kuno selama Dinasti kedelapan belas Mesir. Ia adalah istri Firaun Amenhotep II dan ibunda Thutmose IV.[1] Kehidupan Ia tidak pernah disebut putri raja, dan karena itu asal usulnya tidak diketahui. Dispekulasikan bahwa ia adalah saudari atau saudari ti...

 

إمبابة إمبابة‎    تقسيم إداري البلد مصر  [1] محافظة الجيزة المسؤولون المحافظ علي عبد الرحمن خصائص جغرافية إحداثيات 30°05′09″N 31°12′34″E / 30.085833333333°N 31.209444444444°E / 30.085833333333; 31.209444444444  الارتفاع 26 متر[2]  السكان التعداد السكاني 625271 (11 نوفمبر 2006)[3]...

PlayStation 4PlayStation 4主機和DualShock 4控制器其他名稱PS4研發商索尼互動娛樂製造商富士康(量产)[1]、索尼EMCS木更津工厂(原型机/部分批次)[2]產品系列PlayStation类型家用遊戲機产品世代第八世代发布日期北美:2013年11月15日欧洲:2013年11月29日香港:2013年12月17日臺灣:2013年12月18日[3]日本:2014年2月22日中國:2015年3月20日[4]其他國家或地區請見發售日...

 

Ini adalah nama Batak Mandailing, marganya adalah Batubara. Untuk halte Koridor 13, lihat Adam Malik (Transjakarta). H.Adam Malik BatubaraWakil Presiden Indonesia ke-3Masa jabatan23 Maret 1978 – 11 Maret 1983PresidenSoehartoPendahuluHamengkubuwono IXPenggantiUmar WirahadikusumahKetua Majelis Permusyawaratan Rakyat Republik Indonesia ke-4Masa jabatan1977–1978PendahuluIdham ChalidPenggantiDaryatmoKetua Dewan Perwakilan Rakyat Republik Indonesia ke-7Masa jabatan1977–19...

 

В Википедии есть статьи о других людях с такой фамилией, см. Прокопьева. Светлана Прокопьева Дата рождения 1 октября 1979(1979-10-01) (44 года) Место рождения Псков, РСФСР, СССР Гражданство  СССР→ Россия Род деятельности Журналистика, Публицистика Награды и премии Редко...

Tiradentes do Sul   Município do Brasil   Símbolos Brasão de armas Hino Gentílico tiradentense Localização Localização de Tiradentes do Sul no Rio Grande do SulLocalização de Tiradentes do Sul no Rio Grande do Sul Tiradentes do SulLocalização de Tiradentes do Sul no Brasil Mapa de Tiradentes do Sul Coordenadas 27° 23' 52 S 54° 05' 02 O País Brasil Unidade federativa Rio Grande do Sul Municípios limítrofes Crissiumal, Três Passos, Esperanç...

 

U.S. Senate election in Alabama 1990 United States Senate election in Alabama ← 1984 November 6, 1990 1996 →   Nominee Howell Heflin Bill Cabaniss Party Democratic Republican Popular vote 717,814 467,190 Percentage 60.57% 39.43% County resultsHeflin:      50–60%      60–70%      70–80%      80–90%Cabaniss:      50–60% U.S. senat...

 

The Baseball Factory Field at UMBCBaseball Factory FieldFormer namesAlumni FieldLocationUMBC campus; 1000 Hilltop Circle,[1] Catonsville, Maryland, USACoordinates39°15′01″N 76°42′30″W / 39.250145°N 76.708233°W / 39.250145; -76.708233OwnerUniversity of Maryland, Baltimore County[1]OperatorUniversity of Maryland, Baltimore CountyCapacity1,000ScoreboardElectronicConstructionRenovated2004TenantsUMBC Retrievers baseball (NCAA Division I AEC) The ...

Australian former footballer (born 1982) Jamie McMaster McMaster playing for APIA Leichhardt Tigers in 2009Personal informationDate of birth (1982-11-29) 29 November 1982 (age 41)Place of birth Sydney, AustraliaPosition(s) Attacking midfielderSenior career*Years Team Apps (Gls)1999–2005 Leeds United 11 (0)2002 → Coventry City (loan) 2 (0)2004 → Chesterfield (loan) 6 (2)2004 → Swindon Town (loan) 4 (1)2005 → Peterborough United (loan) 3 (0)2005 Chesterfield 8 (0)2006 AGF Aarhus ...

 

American television sitcom (1983–1990) Mama's FamilyGenreSitcomCreated byDick ClairJenna McMahonDirected byRoger BeattyHarvey KormanDick MartinDave PowersStarringVicki LawrenceKen BerryDorothy LymanRue McClanahanEric BrownKarin ArgoudBetty WhiteBeverly ArcherAllan KayserTheme music composerMusic: Peter MatzLyrics: Vicki LawrenceOpening themeBless My Happy HomeCountry of originUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons6No. of episodes130 (list of episodes)ProductionExecutive produce...

 

Airport in Wawa, OntarioWawa AirportIATA: YXZICAO: CYXZWMO: 71738SummaryAirport typePublicOperatorThe Corporation of the Municipality of WawaLocationWawa, OntarioTime zoneEST (UTC−05:00) • Summer (DST)EDT (UTC−04:00)Elevation AMSL944 ft / 288 mCoordinates47°58′01″N 084°47′11″W / 47.96694°N 84.78639°W / 47.96694; -84.78639MapCYXZLocation in OntarioRunways Direction Length Surface ft m 03/21 4,429 1,350 Asphalt Sources: Canada F...

For the U-KISS song, see Dear My Friend (U-KISS song). This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Dear My Friend – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2009) (Learn how and when to remove this template message) 1997 single by Every Little ThingDear My FriendSingle by Every Little Thingfrom the album Everl...

 

gnome-panel Скриншот рабочего стола GNOME с двумя панелями сверху и снизу Тип Панель задач Разработчик GNOME Написана на Си[1] Интерфейс GTK Операционная система Кроссплатформенное ПО Аппаратная платформа GNOME Последняя версия 3.44.0 (19 марта 2022) Репозиторий gitlab.gnome.org/GNOME/g… Лицензия...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Desember 2022. Perguruan Silat Walet Puti adalah suatu Perguruan Silat yang digagas pada 16 Agustus 1970 di Kisaran, Sumatera Utara oleh Bapak Sofyan Ratta yang dikenal sebagai Mahaguru, Walet Puti tecatat sebagai anggota IPSI (Ikatan Pencak Silat Indonesia) dan ter...

Greek painter Nikolaos LytrasSelf-portrait (date unknown)Born(1883-05-02)2 May 1883Died1 December 1927(1927-12-01) (aged 44)NationalityGreekEducationAthens School of Fine ArtsStyleExpressionistMovementAssociation of Greek Artists Nikolaos Lytras (Greek: Νικόλαος Λύτρας; Athens, 2 May 1883 – 1 December 1927)[1] was a Greek modernist painter who specialized in portraits, still-lifes and landscapes. Biography He studied painting at the Athens School of Fine Arts from...

 

Species of moth Olaʻa banana hedyleptan moth Conservation status Critically Endangered (IUCN 3.1)[1] Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Arthropoda Class: Insecta Order: Lepidoptera Family: Crambidae Genus: Omiodes Species: O. euryprora Binomial name Omiodes euryproraMeyrick, 1899 Synonyms Hedylepta euryprora (Meyrick, 1899) Phostria euryprora The Olaʻa banana hedyleptan moth (Omiodes euryprora) is a species of moth in the family Crambidae...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!