საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
უწყების შესახებ
შეიქმნა 25 მაისი, 1918
მინისტრი ილია დარჩიაშვილი
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
www.mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩამოყალიბდა 1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის პირველი ლიდერის, ნოე ჟორდანიას მიერ. სამინისტროს ხელმძღვანელი - მინისტრი მთავრობის წევრია და პასუხისმგებელია ქვეყნის სისტემურ ურთიერთობებზე სხვა უცხოურ ქვეყნებთან. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მდებარეობს თბილისში, გიორგი ლეონიძის №3-ში. მანამდე განთავსებული იყო შიო ჩიტაძის ქუჩის №4-ში, თუმცა შენობის არამდგრადობის გამო დაწესებულება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადაიტანეს.[2]

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შედეგად საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და საქართველოს რევკომის გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატი ჩამოყალიბდა, რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მინისტრები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს[3]) საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყებას შეუერთდა — სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!