ირაკლი მენაღარიშვილი |
ირაკლი მენაღარიშვილი 2001 წელს |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
15 დეკემბერი, 1995 – 29 ნოემბერი, 2003 |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
---|
წინამორბედი | ალექსანდრე ჩიკვაიძე |
---|
მემკვიდრე | თედო ჯაფარიძე |
---|
|
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
1 ნოემბერი, 1992 – 1 სექტემბერი, 1993 |
პრემიერ-მინისტრი | თენგიზ სიგუა, ოთარ ფაცაცია |
---|
წინამორბედი | მანანა ძოძუაშვილი |
---|
მემკვიდრე | ჰამლეტ ჭიპაშვილი |
---|
საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი |
---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო |
---|
1 იანვარი, 1986 – 1 იანვარი, 1991 |
პრემიერ-მინისტრი | დიმიტრი ქართველიშვილი, ოთარ ჩერქეზია, ზურაბ ჩხეიძე, ნოდარ ჭითანავა, თენგიზ სიგუა |
---|
წინამორბედი | გელა ლეჟავა |
---|
მემკვიდრე | მანანა ძოძუაშვილი |
---|
|
დაბადებული | 18 მაისი, 1951 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
---|
მოქალაქეობა | საქართველო |
---|
ეროვნება | ქართველი |
---|
მამა | ათინოგენ მენაღარიშვილი |
---|
შვილები | 2 |
---|
რელიგია | მართლმადიდებელი |
---|
ჯილდოები | |
ირაკლი ათინოგენის ძე მენაღარიშვილი (დ. 18 მაისი, 1951, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2018).
ბიოგრაფია
ირაკლი მენაღარაშვილი დაიბადა 1951 წლის 18 მაისს ქალაქ თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო საქმის სპეციალობით. 1971 წლის 1 ოქტომბრიდან 1973 წლის 1 ოქტომბრამდე იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის, სამკურნალო ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. 1973 წლის 1 ოქტომბრიდან 1975 წლის 1 ნოემბრამდე იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. 1975 წლის 1 ნოემბრიდან 1978 წლის 1 თებერვლამდე იყო კომკავშირის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი. 1978 წლის 1 თებერვლიდან 1980 წლის 1 აპრილამდე იყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე.
1980 წლის 1 აპრილიდან 1982 წლის 1 მაისამდე იყო ქალაქ თბილისის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი. 1982 წლის 1 იანვრიდან 1986 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 1986 წლის 1 იანვრიდან 1991 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს სსრ-ის ჯანდაცვის მინისტრი. 1991 წლის 1 იანვრიდან 1992 წლის 1 იანვრამდე იყო სტრატეგიული გამოკვლევის ცენტრის დირექტორი. 1992 წლის 1 მაისიდან 1992 წლის 1 ნოემბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი.
1992 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 1 სექტემბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი. 1993 წლის 1 სექტემბრიდან 1995 წლის 1 დეკემბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე. 1995 წლის 15 დეკემბრიდან 2003 წლის 29 ნოემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. აქვს მინიჭებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ჯილდოები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018) „საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“[1]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო