საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

საქართველოს დროშა
მოქმედი:
ნათია სულავა (მ/შ)

 2019 წლის 14 მაისიდან
რეზიდენცია ათონელის რეზიდენცია
დამნიშვნელი საქართველოს პრეზიდენტი
პირველი თანამდებობაზე გიგი უგულავა
საიტი www.president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშემწყობი და მაორგანიზებელი ორგანო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაცია შეიქმნა 2004 წლის 14 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის №60 ბრძანებულებით.[1] ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით. ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 2019 წლის 14 მაისიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას ნათია სულავა ასრულებს, აღნიშნული პოსტის დაკავებამდე ნათია სულავა ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ლაშა ჟვანიას ერთ-ერთი მოადგილე იყო.[2][3]

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსები

სახელი სურათი მოღვაწეობის წლები წარმდგენი პრეზიდენტი
1 გიგი უგულავა 20 აპრილი, 200512 ივლისი, 2005 მიხეილ სააკაშვილი
2 გიორგი არველაძე 25 ოქტომბერი, 200521 ნოემბერი, 2006 მიხეილ სააკაშვილი
3 ეკატერინე შარაშიძე 21 ნოემბერი, 200626 ნოემბერი, 2009 მიხეილ სააკაშვილი
4 თეიმურაზ ჯანაშია 26 ნოემბერი, 2009ივნისი, 2010 მიხეილ სააკაშვილი
5 დავით ტყეშელაშვილი ივნისი, 201023 აპრილი, 2013 მიხეილ სააკაშვილი
6 ანდრო ბარნოვი 23 აპრილი, 201317 ნოემბერი, 2013 მიხეილ სააკაშვილი
7 ლაშა აბაშიძე 18 ნოემბერი, 201313 ივნისი, 2014 გიორგი მარგველაშვილი
8 დავით პატარაია 19 ივნისი, 20144 დეკემბერი, 2015 გიორგი მარგველაშვილი
9 გიორგი აბაშიშვილი 4 დეკემბერი, 201516 დეკემბერი, 2018 გიორგი მარგველაშვილი
10 ლაშა ჟვანია 18 დეკემბერი, 20181 მაისი, 2019 სალომე ზურაბიშვილი
ნათია სულავა (მ/შ) 14 მაისი, 2019-დან სალომე ზურაბიშვილი

სქოლიო

  1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ. www.matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.
  2. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქალია. matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2019.
  3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულება. matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2019.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!