საუზ-უესტი (ინგლ. South West) — რეგიონი ავსტრალიის შტატ დასავლეთ ავსტრალიაში. იგი მდებარეობს შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. რეგიონის ფართობი 23 970 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა — 123 000 კაცი.
კლიმატი
საუზ-უესტში გავრცელებულია ხმელთაშუაზღვის კლიმატი, მშრალი ზაფხულითა და ნესტიანი ზამთრით[1]. ყოველწლიურად დაახლ. 900 მმ ნალექი მოდის, ძირითადად მაისსა და სექტემბერში[2]. ივლისის მაქსიმალური ტემპერატურა 16 °C-ია, ხოლო თებერვლის — 29 °C.
სქოლიო