საუდ ბინ რაშიდ ალ მუალა — უმ-ელ-კაივაინის საამიროს ამირა და გაერთიანებული საამიროების უმაღლესი საბჭოს წევრი. საუდი უმ-ელ-კაივაინის ამირა 2009 წლის 2 იანვარს, მისი მამის რაშიდ III ბინ აჰმად ალ მუალას გარდაცვალების შემდეგ გახდა.
ბიოგრაფია
საუდ ბინ რაშიდ ალ მუალა დაიბადა 1952 წლის 1 ოქტომბერს. საშუალო და ძირითადი განათლება შეიხმა საუდმა უმ-ელ-კაივაინში მიიღო, მოგვიანებით კი სწავლა ლიბანში განაგრძო. 1974 წელს ეკონომიკის ხარისხით დაამთავრა კაიროს უნივერსიტეტი.
1973 წელს დაინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრად. 1977 წელს კი დაინიშნა უმ-ელ-კაივაინის გვარდიის მეთაურად. 1979 წელს დაინისნა უმ-ელ-კაივაინის საამიროს სასამართლოს ხელმძღვანელად, ხოლო 1982 წელს გახდა ტახტის მემკვიდრე.
რესურსები ინტერნეტში