სარეკი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბაჯითი, ქვემოხევი). მდებარეობს მდინარეების – ყვირილისა და ჯრუჭულის შესაყართან. ზღვის დონიდან 500 მეტრი, საჩხერიდან 4 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სოფელში მოიპოვება კვარციანი ქვიშა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1420 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
1637 |
828 |
809
|
2014[1] |
1420 |
669 |
751
|
ისტორია
სოფლის ტერიტორიაზე არის ზედა პალეოლითის ნამოსახლარი სარეკის ეხი.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესია „დედაღვთისას“ ტაძარი[4]
ლიტერატურა
სქოლიო