დუნთა — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჩიხის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დუნთურას (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 600 მ-ზე, საჩხერიდან 3 კმ-ში. დუნთაში არის მარმარილოს საბადო.
სოფელი პირველად იხსენიება XV საუკუნის შუა წლებში დამოწმებულ გიორგი მეფის სიგელში. დუნთაში შემორჩენილია მთავარანგელოზის ერთნავიანი ეკლესია. XIX საუკუნეში იგი გადაუკეთებიათ და გაუდიდებიათ.
სოფლის ჩრდილოეთით მაღალ გორაკზე, გორიჯვრის გვიანდელი შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევებია, ეკლესია ნაშენია თლილი ქვითა და კირით. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სახელწოდება უკავშირდება გორიდან ჩამოიტანეს ვერცხლის დიდ ჯვარს. დუნთის სამხრეთით აღმართულია მოდინახეს ციხე.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 133 ადამიანი.