სანტო-დომინგო-დე-ლოს-კოლორადოსი[1] (ესპ. Santo Domingo de los Colorados) — ქალაქი ეკვადორში, სანტო-დომინგოს კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი. 305 000 მცხოვრებით, წარმოადგენს ეკვადორის მეოთხე უდიდეს ქალაქს. გარდა იმისა, რომ სანტო-დომინგო მნიშვნელოვანი კომერციული და სამრეწველო ცენტრია, არის სანტო-დომინგო-დე-ლოს-ტსაჩილასის პროვინციის დედაქალაქიც.[2]
ისტორია
სახელი „დე-ლოს-კოლორადოსი“ აღნიშნავს ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფ ტსაჩილას, რადგან მისი წარმომადგენელი მამაკაცები, ჩვეულების თანახმად, მცენარე ორლეანის ხისგან თმას წითლად იღებავდნენ (კოლორადოს — წითელი). ამ ადგილობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მრავლად ცხოვრობენ ქალაქის ცენტრის სიახლოვეს.
გეოგრაფია
სანტო-დომინგო მდებარეობს დედაქალაქ კიტოდან 133 კილომეტრით დასავლეთით, ზღვის დონიდან 625 მეტრზე, ანდების მთისწინეთში. წარმოადგენს მნიშვნელოვან პუნქტს კიტოდან წყნარი ოკეანისკენ მიმავალ გზაზე.
ქალაქის კლიმატი ტროპიკული მუსონურია.[3]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო