სანდრო ჩხარტიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხარტიშვილი.

სანდრო ჩხარტიშვილი (დ. 18 ნოემბერი, 1917, ჯუმათი — გ. 26 მარტი, 1985, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1985).

ბიოგრაფია

მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1952-1961 წლებში მუშაობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში. 1961-1965 წლებში მუშაობდა ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1977 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის შრომითი კოლექტივების ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

ნაშრომები

  • საბჭოთა საქართველოს შრომითი კოლექტივების ისტორიოგრაფია, თბილისი, 1983
  • სტეფანე შაუმიანი, თბილისი, 1978
  • კომუნისტური შრომა და საზოგადოებრივი საკუთრება, თბილისი, 1977
  • საბჭოები საქართველოში ოქტომბრის რევოლუციის მომზადებისა და გატარების პერიოდში, თბილისი, 1977
  • სოციალისტური შეჯიბრების ისტორია საქართველოს მრეწველობაში, თბილისი, 1974
  • შრომის სოციალისტური ფორმების განვითარება საქართველოს მრეწველობაში (1946-1958), თბილისი, 1968
  • რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან საქართველოში, თბილისი, 1957
  • გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე, თბილისი, 1956

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!