Parque Nacional San Esteban
სან-ესტებანის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional San Esteban) — ეროვნული პარკი ვენესუელაში, კარაბობოს შტატში. მდებარეობს კარაბობოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ესაზღვრება ანრი-პიტიეს ეროვნულ პარკს (არაგუის შტატი). სან-ესტებანის ეროვნული პარკი შეიქმნა 1987 წელს. ფართობი 43.500 ჰა. პარკი ვრცელდება გუაკარის, ნაგუანაგუის, პუერტო-კაბელიოსა და სან-დიეგოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.
პარკი პუერტო-კაბელიოში მოიცავს ციხე-დარბაზს. იგი იცავს აგრეთვე სხვა ისტორიულ ობიექტებს, რომელთა შორისაა: „ესპანელების გზა“ (გზა პუერტო-კაბელიოსა და ვალენსიას შორის, ასევე თაღოვანი ხიდი); სან-ესტებანის ქალაქი; ეროვნული გმირის ბარტოლომე სალომის სახლი; „ინდიელთა მარილიანი გზა“ (პატანემოსა და გუაკარას შორის); პარკი მოიცავს აგრეთვე პეტროგლიფებს, ტრონოკონეროს „ფერად ქვას“.