სუდანის რეგიონები და სადავო ტერიტორიები: სუდანის ძირითადი ტერიტორია.
აბიეის ოლქი (რეფერენდუმის სავარაუდო მონაწილე).
სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი (ინგლ. Southern Sudanese independence referendum , არაბ. استفتاء جنوب السودان ) — სამხრეთ სუდანის სუდანისგან გამოყოფის რეფერენდუმი [ 1] [ 2] , რომელიც გაიმართა 2011 წლის 9 იანვარიდან 15 იანვრის ჩათვლით[ 3] , თანახმად 2005 წლის ნაივაშის შეთანხმებისა სუდანის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასა და სუდანის ცენტრალურ მთავრობას შორის სამოქალაქო ომის დასრულებაზე.
რეფერენდუმის ბიულეტენი
იმავდროულად განიხილებოდა აბიეიში რეფერენდუმის ჩატარება შეერთებოდა თუ არა სამხრეთ სუდანს, თუმცა საკითხის განხილვა გადაიდო სადემარკაციო და მოქალაქეობრივი პრობლემების გამო[ 4] .
დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით ახალი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა ალექსეი მარტინოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს სუდანი აფხაზეთისა და ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადებოდა, საკუთარი სეპერატიზმის პრობლემის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის მოტივით. თუმცა აღნიშნული საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაშალა[ 5] [ 6] .
სქოლიო