სამხრეთი პერუს რესპუბლიკა (ესპ. República Sud-Peruana) — 1836-1839 წლებში პერუ-ბოლივიის კონფედერაციაში შემავალი საკმაოდ მოკლე ისტორიის მქონე სამი რესპუბლიკიდან ერთ-ერთი.
სამხრეთი პერუ ჩამოყალიბდა პერუს რესპუბლიკის ორად გაყოფის შედეგად, როდესაც ის გაიყო ჩრდილოეთ და სამხრეთ პერუდ. 1836 წელს, ამ ორმა რესპუბლიკამ ბოლივიასთან ერთდ შექმნა პერუ-ბოლივიის კონფედერაცია. კონფედერაციამ ზუსტად 3 წელი იარსება, შემდეგ იგი ომში დამარცხდა ჩილესთან. 1839 წლის აგვისტოში, აგუსტინ გამარამ ხელი მოაწერა კონფედერაციის დაშლას. ჩრდილოეთ და სამხრეთ პერუს ბაზაზე შეიქმნა ერთი – პერუს გაერთიანებული რესპუბლიკა.
რესურსები ინტერნეტში