სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი (ფრანგ. Sud-Ouest) — რეგიონი ბურკინა-ფასოს სამხრეთ-დასავლეთში.
რეგიონი შეიქმნა 2001 წელს.
რეგიონს სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება კასკადების რეგიონი, ჩრდილო-დასავლეთით ზემო აუზების რეგიონი, ჩრდილო-აღმოსავლეთით დასავლეთ-ცენტრალური რეგიონი, აღმოსავლეთით განა, სამხრეთით კოტ-დ’ივუარი.
სამხრეთ-დასავლეთი რეგიონის კლიმატი — ნოტიო, ტროპიკული; ლანდშაფტი — სავანა.
რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს ლობის ეთნიკური ჯგუფი. მოსახლეობის დაახლოებით 60 % ტრადიციული აფრიკული რელიგიის აღმსარებელია, 25 % — ქრისტიანია, 15 % — მუსლიმია.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 4 პროვინციად:
რეგიონის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა.