სამეფო საზოგადოების შტაბ-ბინა ლონდონში .
სამეფო საზოგადოების წევრი (სსწ) (ინგლ. Fellow of the Royal Society ) — ჯილდო და წევრობა, რომელსაც ლონდონის სამეფო საზოგადოება სხვადასხვა პიროვნებებს ანიჭებს, რომლებმაც, ჟიურის აზრით
შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი ბუნებრივ ცოდნაში, მათ შორის მათემატიკაში , საინჟინერო მეცნიერებაში და სამედიცინო მეცნიერებაში .[ 1]
საზოგადოების წევრობა არის უძველესი სამეცნიერო აკადემია, მისი წევრობა კი დიდი პატივია. ამგვარი პატივის ღირსნი გახდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიც არიან ისააკ ნიუტონი (1672 ),[ 2] ჩარლზ დარვინი (1839 ),[ 2] მაიკლ ფარადეი (1824 ),[ 2] ალბერტ აინშტაინი (1921 )[ 3] და ა.შ. 2016 წლისთვის ცოცხალია 1600 წევრი, მათ შორის საპატიო და უცხოელი წევრები.[ 4]
The Guardian -მა სამეფო საზოგადოების წევრობა „ოსკარის სიცოცხლის დროს მიღების ეკვივალენტად“ მიიჩნია.[ 5]
სქოლიო