სამეფო საგამოფენო დარბაზი — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მელბურნში, ავსტრალიაში. იგი მდებარეობს კარლტონის ბაღებში, ცენტრალური ბიზნესის უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. აშენდა მელბურნის საერთაშორისო გამოფენის ჩასატარებლად 1880 წელს, შემდეგ კი ამ შენობაშივე 1901 წელს გაიხსნა ავსტრალიის პირველი პარლამენტი.
მას 1990-იან წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია და 2004 წელს გახდა პირველი შენობა ავსტრალიაში, რომელმაც მიიღო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი. დღესდღეობით შენობა მასპინძლობს მრავალ პატარ-პატარა გამოფენებს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში