სამედ ბეი მეჰმანდაროვი (აზერ. Səməd bəy Sadıx bəy oğlu Mehmandarov; სამედ ბეი სადიკ ბეის ძე მეჰმანდაროვი; დ. 16 ოქტომბერი, 1855, ლენქორანი, რუსეთის იმპერია — გ. 12 თებერვალი, 1931, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — რუსეთის იმპერიის არმიის არტილერიის სრული გენერალი,[1] აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის დამოუკიდებელი ფრაქციის წევრი. აზერბაიჯანის დრ-ის სამხედრო მინისტრი, აზერბაიჯანის სსრ-ის სამხედრო მოღვაწე.
ადრეული წლები
სამედ ბეი მეჰმანდაროვი დაიბადა 1855 წლის 16 ოქტომბერს, ქალაქ ლენქორანში. სწავლობდა ბაქოს გიმნაზიაში, ხოლო 16 წლის ასაკში, იგი სანქტ-პეტერბურგის II კონსტანტინოვკის საარტილერიო სკოლაში შევიდა. 1875 წლის დეკემბერში, მას მიენიჭა პოდპორუჩიკის წოდება და მესამე ხარისხის „წმინდა სტანისლავის“ ორდენი. 1890 წელს მიიღო კაპიტნის, 1898 წელს პოდპოლკოვნიკის, 1901 წელს პოლკოვნიკის და 1904 წელს გენერალ-მაიორის წოდება. მეჰმანდაროვს, რომელიც რუსეთ-იაპონიის ომში უდიდესი სიმამაცით გამოირჩეოდა, 1908 წელს მიენიჭა არტილერიის სრული გენერალის წოდება.
სქოლიო