საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — ეროვნული საფეხბურთო გუნდი, რომელიც 1924–1991 წლებში საბჭოთა კავშირს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებსა და შეხვედრებზე წარმოადგენდა. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია. ნაკრებმა საუკეთესო შედეგს საერთაშორისო ასპარეზზე 1960 წელს მიაღწია, როდესაც ევროპის ერთა თასი მოიპოვა.
საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1991 წელს შეწყვიტა არსებობა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. მისი სამართალმემკვიდრე გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც წარმოადგენდა იმ თერმეტ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას, რომლებიც გახდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრები და ასევე საქართველოს, რომელიც არ იყო ორგანიზაციის წევრი. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა — ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ, რომლებიც საქართველოს მსგავსად არ იყვნენ დსთ-ს წევრები, საკუთარი ეროვნული ნაკრებები ჩამოაყალიბეს და არ შეუერთდნენ დსთ-ს საფეხბურთო ნაკრებს. 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დსთ-ს ნაკრებმაც შეწყვიტა არსებობა და დსთ-ს ნაკრების წევრმა თორმეტივე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, საკუთარი ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ჩამოაყალიბეს.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებს, იგი პირველად 1924 წლის ბოლოს შეიკრიბა. პირველი საერთაშორისო მატჩი გუნდმა მოსკოვში, იმავე წლის 16 ნოემბერს, თურქეთის საფეხბურთო ნაკრებთან გამართა. შეხვედრა საბჭოთა ფეხბურთელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 3–0 დამთავრდა.
შემდგომი 11 წლის განმავლობაში (1925–1935) საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა 40-ზე მეტი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა, მათგან მხოლოდ ოთხი საშინაო. ამ შეხვედრათა უმრავლესობაში მათ მეტოქეებს თურქეთის სხვადასხვა ნაკრები გუნდები და წითელი სპორტული ინტერნაციონალის შემადგენლობაში შემავალი გერმანიის მშრომელთა სპორტული კავშირის გუნდები წარმოადგენდნენ (16–16 მატჩი). ამას გარდა, შეხვედრები ჩატარდა სკანდინავიისა და ავსტრიის საფეხბურთო კლუბებსა და მშრომელთა ნაკრებებთან, ასევე, ლატვიისა და ნორვეგიის ნაკრებებთან. ყველა ამ შეხვედრათა საერთო შედეგი — 32-ზე მეტი გამარჯვება (ლატვიის გუნდებთან ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა უცნობი რჩება), 5 ფრე და 2 წაგება. ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები მიხეილ ბუტუსოვი[1] და ფიოდორ სელინი[2] გახდნენ.
↑Михаил Павлович Бутусов (5 (17) июня 1900, Санкт-Петербург, Российская империя — 11 апреля 1963, Ленинград, СССР) — российский, советский футболист, хоккеист и футбольный тренер. Заслуженный мастер спорта СССР (1934).
↑Фёдор Ильич Селин (23 февраля (7 марта) 1899, Тула, Тульская губерния, Российская империя — 8 октября 1960, Москва, РСФСР, СССР) — российский и советский футболист, полузащитник. Заслуженный мастер спорта СССР (1934).
↑Sergei Yevgenyevich Aleinikov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Belarussian player obtained 81 international caps with two National Teams (77 for Soviet Union/CIS and 4 for Belarus).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
↑Oleg Protasov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Ukrainian player obtained 69 international caps with two National Teams (68 for Soviet Union/CIS and 1 for Ukraine).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
↑Oleg Vladimirovich Kuznetsov - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Ukrainian player obtained 66 international caps with two National Teams (63 for Soviet Union/CIS and 3 for Ukraine).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.
↑Hennadyi Volodymyrovych Lytovchenko - International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტატა: „The outstanding Ukrainian player obtained 61 international caps with two National Teams (57 for Soviet Union (as Gennadiy Vladimirovich Litovchenko) and 4 for Ukraine).“ ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2020.