საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონი (რუს. Советский энциклопедический словарь) — უნივერსალური ერთტომიანი ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელიც გამოიცემოდა გამომცემლობა „საბჭოთა ენციკლოპედიის“ მიერ (1991 წლიდან — გამომცემლობა „დიდი რუსული ენციკლოპედია“) 1979 წელს (პირველი გამოცემა), 1982 წელს (მე-2 გამოცემა), 1984 წელს (მე-3 გამოცემა), 1986 წელს (მე-4 გამოცემა; სტერეოტიპული გამოცემა გამოვიდა 1989 წელს, ISBN 5-85270-001-0), 1990 წწ. (მე-4 გამოცემა, შესწორებებითა და დამატებებით). ლექსიკონი შეიცავს დაახლოებით 80 ათას სტატიას, 550 შავ-თეთრ ილუსტრაციასა და სქემას და 350 რუკას, მათ შორის 8 ფერად რუკას. ტირაჟი რამდენიმე მილიონი ეგზემპლარი (1989 წლის გამოცემა — 2,5 მლნ. ეგზემპლარი). სსრკ-ის დაშლის შემდეგ შეიქმნა გამომცემლობა „დიდი რუსული ენციკლოპედია“, რომელმაც გამოსცა დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი („საბჭოთა ენციკლოპედიური ლექსიკონის“ გაგრძელება).
მთავარი რედაქტორი — აკადემიკოსი ალექსანდრე პროხოროვი.
რესურსები ინტერნეტში