რუსეთის რესპუბლიკა — ცნობილი, როგორც რუსეთის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, 1918 წლის კონსტიტუციის მიხედვით იყო მოკლევადიანი სახელმწიფო, რომელიც დე-იურე აკონტროლებდა ყოფილ რუსულ იმპერიის გარკვეულ ტერიტორიას. 1917 წლის 1 სექტემბერს, რუსეთის დროებითმა მთავრობამ გამოსცა ბრძანება რუსეთის რესპუბლიკის დაარსების შესახებ, რომელსაც ხელს აწერდა მინისტრი-თავჯდომარე ალექსანდრე კერენსკი და იუსტიციის მინისტრი ალექსანდრე ზარუდნი.[1]
რუსეთის რესპუბლიკის მთავრობა დაიშალა მას შემდეგ, რაც 1917 წლის 7 ნოემბერს ბოლშევიკებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. თუმცა, ნოემბრის მიწურულს, საკონსტიტუციო ასამბლეის ნაწილობრივ დემოკრატიული არჩევნები მაინც ჩატარდა. 1918 წლის 18 იანვარს ასამბლეამ გამოსცა ბრძანება, რითაც რუსეთის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დააფუძნა, მაგრამ ბოლშევიკებმა გამოცხადებიდან მეორე დღესვე გააუქმეს რესპუბლიკა.[2]
ბოლშევიკებმა ასევე გამოიყენეს სახელწოდება „რუსეთის რესპუბლიკა“, სანამ 1918 წლის ივლისში მიღებული კონსტიტუციით „რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა“ ეწოდებოდა. ტერმინი ზოგჯერ შეცდომით გამოიყენებოდა იმ დროის შუალედის აღსანიშნავად, რომელიც მოიცავდა 1917 წლის 3 მარტს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის გადადგომასა და სექტემბერში რესპუბლიკის გამოცხადებას შორის პერიოდს. თუმცა, იმ პერიოდის განმავლობაში, რუსეთის პოლიტიკური სისტემის სტატუსი გადაუწყვეტელი იყო, რაზეც მომავალში არჩეულ საკონსტიტუციო ასამბლეას უნდა ეზრუნა.[3]
ოფიციალურად, რესპუბლიკის მთავრობა იყო დროებითი მთავრობა, თუმცა ქვეყნის დე-ფაქტო კონტროლი დავის საგანს წარმოადგენდა საბჭოთა (უმეტესად, პეტროგრადის საბჭოთა) და სხვადასხვა ეთნიკურ სეპარატისტებს (როგორიცაა უკრაინის ცენტრალური საბჭო) შორის. საბჭოები წარმოადგენდნენ პროლეტარიატის პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ქმნიდა უძლიერეს სამრეწველო რეგიონს და დომინირებული იყო მემარცხენე პარტიების მიერ. საბჭოები, რომელთა გავლენას ემატებოდა საპარლამენტო ძალები, დროდადრო კონკურენციას უწევდნენ დროებით მთავრობას, რომელსაც არაეფექტური სახელმწიფო აპარატი გააჩნდა.
პრემიერ-მინისტრობის პირველ კვირების განმავლობაში ლვოვი ხელმძღვანელობდა ხანმოკლე რეფორმების განხორციელებას, რომლითაც რუსეთის რადიკალურად ლიბერალიზაციას ცდილობდნენ. კერძოდ, ზრდასრულთა საყოველთაო ხმის მიცემის უფლება, პრესისა და სიტყვის თავისუფლება შემოიღეს და სიკვდილით დასჯა გაუქმდა, ხოლო რელიგიის, კლასისა და რასის ყველა კანონიერი შეზღუდვა მოიხსნა.[4] ლვოვმა ვერ მოიპოვა საკმარისი მხარდაჭერა და 1917 წლის ივლისში გადადგა ომის მინისტრის, ალექსანდრე კერენსკის სასარგებლოდ.
მთავრობას სუსტი კონტროლი ჰქონდა სამხედრო პირებზე. მაგალითად, ბალტიის ფლოტის მეზღვაურებს ჰქონდათ ულტრამემარცხენე შეხედულებები და ღიად ეწეოდნენ პოლიტიკურ აქტივიზმს დედაქალაქში. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა მემარჯვენე მიდრეკილებები არმიის ოფიცრებს შორის - კერენსკის მცდელობამ გადაეყენებინა გენერალი ლავრ კორნილოვი, წარუმატებელი გადატრიალება გამოიწვია.
კორნელილოვის გადატრიალების წარუმატებლობას, კერენსკის მიერ 1 სექტემბერს რუსეთის რესპუბლიკის გამოცხადება და დროებითი საბჭოს (დროებითი პარლამენტის) ჩამოყალიბება მოჰყვა, რომელიც მიზნად ისახავდა დამფუძნებელი ასამბლეის არჩევნებისთვის მომზადებას. თუმცა, 1917 წლის 7 ნოემბერს ბოლშევიკებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება როგორც დროებითი მთავრობა, ისე დროებითი საბჭო დაშალეს.
მიუხედავად იმისა, რომ 1918 წლის 18 იანვარს საკონსტიტუციო ასამბლეის ნაწილობრივ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ასამბლეამ გამოსცა დეკრეტი, რომლითაც რუსეთი დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკად გამოცხადდა, სახელწოდებით "რუსეთის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა", თუმცა მეორე დღეს ასამბლეა ბოლშევიკებმა დაშალეს.[2]
რესპუბლიკა დე-იურე განაგრძობდა არსებობას მანამ, სანამ ბოლშევიკებმა გამოაცხადეს რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის დაარსება.[5] ამის საპასუხოდ, 1918 წლის სექტემბერში ანტიბოლშევიკურმა ძალებმა რუსეთის სახელმწიფო გამოაცხადეს, დროებითი საყოველთაო რუსული მთავრობის ხელმძღვანელობით.
↑ 2.02.1Ikov, Marat Sal. "Round Table the Influence of National Relations on the Development of the Federative State Structure and on the Social and Political Realities of the Russian Federation". Prof.Msu.RU. Retrieved 9 February 2021. However, historically, the first proclamation of the federation was made somewhat earlier - by the Constituent Assembly of Russia. In his short resolution of January 6 (18), 1918, the following was enshrined: "In the name of the peoples, the state of the Russian constituent, the All-Russian Constituent Assembly decides: the Russian state is proclaimed by the Russian Democratic Federal Republic, uniting peoples and regions in an indissoluble union, within the limits established by the federal constitution, Of course, the above resolution, which did not thoroughly regulate the entire system of federal relations, was not considered by the authorities as having legal force, especially after the dissolution of the Constituent Assembly.
↑Beevor, Antony (2022). Russia: Revolution and Civil War, 1917–1921. Penguin, გვ. 46. ISBN9780593493885.