რუბანჩიკის სახლი (რუს. Дом Рубанчика) — უძველესი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. რუბანჩიკის სახლი არის როგორც არქიტექტურის ძეგლი, ასევე საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
მისამართი: ტაგანროგი, ტურგენევის შესახვევი № 12.
ისტორია
რუბანჩიკის სახლი აგებულია 1873 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით. მას პირველ სართულზე თაღოვანი შესასვლელი და ორი ფანჯარა აქვს, ხოლო მეორე სართულზე აივანი და სამი ფანჯარა[1]. 1906 წლამდე სახლის მფლობელები იყვნენ სარანდინოს ოჯახის წარმომადგენლები, ხოლო [[1906 წლიდან 1915 წლამდე სახლს ფლობდა მ. ი. რუბანჩიკი[1]. 1910-იან წლებში სახლის მფლობელმა მ. ი. რუბანჩიკმა შენობაში საკუთარი ფოტო ატელიე გახსნა[1].
მხარეთმცოდნეობით წრეებში შენობა ასევე ცნობილია სარანდინოს სახლის სახელით[1].
ამჟამად სახლის ფასადზე მიშენებულია ერთსართულიანი, სარდაფში განთავსებული მაღაზიის ჩასასვლელი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრით და რკინის პრიმიტიული გისოსებით.
ტაგანროგის საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია.
არქიტექტურა
სახლის ფასადი მთავრდება კარნიზზე არსებული დენტიკულებით, რუსტიკებითა და ფანჯრის თამასებით.
ცნობილი მობინადრეები
სქოლიო