რიო-გრანდე (ესპ. Rio Grande) — მდინარე ჩრდილოეთ ამერიკაში. მიედინება აშშ-სა და მექსიკის ტერიტორიაზე (მექსიკაში უწოდებენ რიო-ბრავო-დელ-ნორტეს). რიო-გრანდე სიგრძით (3034 კმ.) აშშ-ში მესამეა.
მდინარე სათავეს იღებს კოლორადოს შტატში სან-ხუანის მთის ფერდობზე. მიედინება სან-ლუისის ხეობაში, შემდეგ კი სამხრეთის მიმართულებას იღებს. მდინარე წარმოადგენს ამერიკა-მექსიკის სახელმწიფო საზღვარს.
რესურსები ინტერნეტში