რეფორმის ომი მექსიკაში (ესპ.Guerra de Reforma) — ერთ-ერთი ეპიზოდი იმ ბრძოლებისა, რომელიც მიმდინარეობდა მე-19 საუკუნის მექსიკის ორ ძირითად პოლიტიკურ ძალას – ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. ლიბერალებს უნდოდათ ფედერალური მთავრობა, კათოლიკური ეკლესიის ძალაუფლების შეზღუდვა და ქვეყანაში სამხედრო გავლენის გაზრდა. კონსერვატორებს კი ცენტრალური მთავრობა, მონარქით სათავეში.