რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987 — პირველი მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, რომელიც მიმდინარეობდა 1987 წლის 22 მაისიდან - 20 ივნისამდე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
მსოფლიო თასის შემოღება ირბ-მა 1985 წლის მარტში, არსებობის 99-ე წლისთავზე დაადგინა. ოთხივე ბრიტანული ქვეყანა იდეის წინააღმდეგი ლამის სულ ბოლომდე იყო, მაგრამ პროფესიული ცირკის შიშით, ჩათრევას ისევ ჩაყოლა ამჯობინა და სამხრეთსა და ფრანგებს ერთი, საცდელი პირველობის გამართვაზე დაყაბულდა. ჰოდა, თასის მასპინძლობა მოთავეებს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას დაეკისრათ.
ირბ-ის მამებმაც დანარჩენი რაგბეთი ლხინზე დაპატიჟეს, წევრობა კი წვეულებს მერეღა უბოძეს. იმხანად რვა ბობოლიდან ერთს, სამხრეთ აფრიკას პოლიტიკურ მიზეზთა გამო ყადაღა ედო, რის გამოც მამებმა ბოკეს ნაცვლად "გამოსწორებული რასისტები", ზიმბაბველები ჩართეს დასში, გაუგებარ მიზეზთა გამო უარზე მყოფი საბჭოთა კავშირის (საბჭოეთი მონაწილე 16-ეულში ეწერა, მაგრამ დასტურის გაგზავნის დრომ რომ მოატანა, სპორტ-კომიტეტმა ნაცადი ხრიკი მოიშველია, ესაო და საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად არ უნდა ეთამაშო არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკას, არამედ ყველას, ვისაც კი რასისტებთან ოდესმე (!) უბურთავიაო) ადგილი კი ერგო ფიჯის მეზობელს, კიდევ უფრო ციცქნა ტონგას.
თამაშები ავსტრალიის ორ და ზელანდიის ცხრა (!) ქალაქში მოეწყო. ოთხი 4-გუნდა პულიდან პლეი-ოფში გადიოდა ორ-ორი უკეთესი. მეოთხედფინალში ყველა უძლიერესი უპრობლემოდ გავიდა. მათთან ერთდ მეოთხედფინალში გავიდა ფიჯიც.
სატურნირო ბადე ორგანიზატორებს ისე ჰქონდათ დაგეგმილი, რომ თანა-მასპინძლები ერთმანეთს ფინალში, "იდენ პარკზე" უნდა შეხვედროდნენ. მაგრამ , რომ აქამდე საქმე არ მივიდა, რადგან იმ წელს ევროპული "ხუთი ერის" სლემით მომგებმა საფრანგეთმა სიდნეის გარეუბანში აშენებულ "კონკორდზე", შეჯიბრების საუკეთესო მატჩად აღიარებულ ნახევარფინალში, სულ ბოლოსღა, დაალელოვა ავსტრლია.
ოზებმა ამავე სცენარით მერე ბრინჯაოს მატჩიც ერთი ქულით წააგეს უელსთან, რადგან ბოლო 75 წუთი 14 კაცის ამარა რაგბობდნენ. უელსელები კი მანამდე ნახევარფინალში სასტიკად მოისრნენ კივებთან.
ფინალში "ოლ ბლექსის" უპირატესობა უდავო იყო და მანაც მეთოდურად გამოუყვანა წირვა "ლე ბლეს".
დებიუტმა ყოველმხრივ გაამართლა: ბურთაობა ეშხიანი იყო. სტადიონებზე 600 ათასი კაცი მივიდა, სამასმა მილიონმა კი შეჯიბრს ტელევიზიით 17 ქვეყანაში უცქირა; ირბ-ს სარფად ერთი მილიონი (!) გირვანქა დარჩა. ჰოდა, მამებმაც მაშინ გადაწყვიტეს, თასი ყოველ ოთხ წელში ერთხელ გაეთამაშებინათ[1].
სტადიონები
მონაწილე ქვეყნები
აფრიკა
|
ამერიკა
|
აზია
|
ევროპა
|
ოკეანეთი
|
|
|
|
|
|
შედეგები
ჯგუფი А
ჯგუფი B
ჯგუფი C
ჯგუფი D
პლეი-ოფი
|
---|
| ტურნირები | |
---|
| კვალიფიკაცია | |
---|
| ფინალები | |
---|
| შემადგებლობები | |
---|
| სტატისტიკა | |
---|
| მიმოხილვა | |
---|
| საერთო ჩანაწერები | |
---|
|
შენიშვნა: 1987 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი არ გამართულა, ადგილები მხოლოდ მიწვევით განაწილდა. |
|
- ↑ http://www.geocities.ws/ovaluri/H7/25_RWC-1987.htm