„პროფესორის საყვარელი ფორმულა“ |
---|
博士の愛した数式 |
ქართული გამოცემს გარეკანი |
ავტორი |
იოკო ოგავა |
---|
ქვეყანა |
იაპონია |
---|
ენა |
იაპონური |
---|
ჟანრი |
ფიქცია |
---|
გამომცემელი |
Shinchosha |
---|
გამოცემის თარიღი |
2006 |
---|
მთარგმნელი |
სტეფენ სნაიდერი |
---|
ქართულად გამოიცა |
2021 |
---|
გვერდი |
192 |
---|
ISBN |
978-0312427801 |
პროფესორის საყვარელი ფორმულა (იაპონ. 博士の愛した数式; hakase no ai shita suushiki) — იაპონელი ავტორის, იოკო ოგავას რომანი, რომლის მოქმედებაც თანამედროვე იაპონიაში ვითარდება. თავდაპირველად, იგი სწორედ იაპონიაშივე, 2003 წლის აგვისტოში, გამომცემლობა შინჩოშაში გამოქვეყნდა, ინგლისურად ის 2009 წელს ითარგმნა[1], ხოლო ქართულად 2021 წელს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ.
ფონი
სიუჟეტი ეხება მათემატიკოსს,"პროფესორსს", რომელმაც ტვინის დაზიანება მიიღო 1975 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და მას შემდეგ იგი მოვლენებს მხოლოდ 80-წუთიანი ინტერვალით იმახსოვრებს. აღსანიშნავია მისი ურთიერთობა დიასახლისთან (მთხრობელთან) და მის შვილ რუტოსთან "Root" - ბიჭთან, რომელსაც აღნიშნული სახელი თავად უწოდა, რაც ფესვის ნიშნის ინგლისური სახელწოდებაა. შეიძლება ითქვას, პროფესორი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე აზიარებს საკუთარ ანალიტიკურ შესაძლებლობებს, ამ შემთხვევაშიც, მისი საუბრის თემას სხვა არაფერი წარმოადგენს, თუ არა განტოლებებისა და სხვადასხვა რთული ამოცანის ამოხსნა, მისი ეს საუბარი კი ხშირად ისეთი ჩამთრევია, რომ თვით რიგით, მათემატიკის არამოყვარულ პიროვნებასაც კი აიძულებს, მასთან ერთად იმსჯელოს სხვადასხვა რთულ პრობლემაზე.
რომანის ბიბლიოგრაფიაში შევხვდებით პოლ ჰოფმანის წიგნს - "ადამიანი,რომელსაც მხოლოდ რიცხვები უყვარდა" -, რომელიც ცნობილი უნგრელი მათემატიკოსის, პოლ ერდოშის ბიოგრაფიის ამსახველ რომანს წარმოადგენს. სწორედ ამ არგუმენტით, არსებობს ვერსია, რომ ნაწარმოების მთავარი გმირის - პროფესორის - შთაგონების წყარო სწორედ ერდოშია.
რომანმა მიიღო ჯილდო Honiya Taisho. 2006 წელს გამოიცა ნაწარმოების არანაკლებ ცნობილი ეკრანიზაცია[2][3] და 2005 წლის დეკემბერში, ქაღალდზე გამოქვეყნების შემდეგ, ორ თვეში გაიყიდა ერთი მილიონი ეგზემპლარი - გაცილებით უფრო სწარაფად, ვიდრე სხვა შინჩოშას მიერ გამოქვეყნებული სხვა ნამუშევრები.[4][5][6]
მოკლე სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მთხრობელს საყოფაცხოვრებო სააგენტო აგზავნის პროფესორის სახლში, ყოფილი მათემატიკოსთან ,რომელსაც შეუძლია ინფორმაციის დამახსოვრება მხოლოდ 80 წუთის განმავლობაში. ის ცოტათი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მას მხოლოდ მათემატიკა უყვარს და არაფრისა და არავის მიმართ ინტერესს არ ავლენს. ერთ დღეს, როდესაც გაიგო, რომ მას ჰყავს 10 წლის ვაჟი,რომელიც ყოველდღე, გვიან ღამემდე, სახლში მარტო ელოდება, პროფესორი გაბრაზებული უბრძანებს მთხრობელს,რომ იმ დღიდან მისი შვილი სკოლიდან პირდაპირ პროფესორის სახლში მოსულიყო. მეორე დღეს მოდის მისი ვაჟი და პროფესორი მას რუტოს (ფესვს) შეარქმევს. მას შემდეგ მათი ერთად გატარებული დღეები სითბოთი და სიყვარულით ივსება.
პერსონაჟები
პროფესორი
64 წლის ყოფილ უნივერსტეტის პროფესორს, რომელიც სპეციალიზებულია რიცხვთა თეორიაში, უყვარს მათემატიკა, ბავშვები და ბეისბოლის გუნდი Hanshin Tigers (განსაკუთრებით იუტაკა ენაცუ). 47 წლი ასაკში, ავტოავარიაში მოხვედრის შემდეგ, მას ახალი ინფორმაციების შენარჩუნება მხოლოდ 80 წუთის განმავლობაში შეუძლია. ის ინახავს მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფურთლებზე, რომლებიც მიმაგრებულია მის კოსტუმზე. გარდა ამისა, ის ინახავას ბეისბოლის ბარათებს და სხვა მნიშვნელოვან სამახსოვრო ნივთებს ფუნთუშების ფორმაში. მას უჭირს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ხოლო თუ გამოსდის, მათთან ისევ მხოლოდ მათემატიკაზე საუბრობს. საინტერესოა, რომ მას აქვს უკუღმა წაკითხვისა და ცაზე პირველი ვარსკვლავის პოვნის ნიჭი. მისი 80-წუთიანი მეხსიერება საბოლოოდ კრახს განიცდის და, ამგვარად, მას მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც ატარებს დარჩენილ დღეებს. მაგრამ დიასახლისი, მისი ვაჟი რუტო და მისი რძალი კვლავ აგრძელებენ მასთან მისვლას.
მთხრობელი/დიასახლისი
პროფესორის დიასახლისი და მარტოხელა დედა. იგი დაიქირავა პროფესორის რძალმა სახლის მოვლის სააგენტოს მეშვეობით და არის მეათე დიასახლისი, რომელიც პროფესორმა გამოიცვალა. იგი თავდაპირველად იმედგაცრუებას გრძნობს პროფესორის მიმართ, რომელიც მხოლოდ მათემატიკის მიმართ იჩენს ინტერესს, მაგრამ პროფესორის სიკეთეზე და მათემატიკისადმი მის გატაცებაზე დაკვირვებით, გრძნობს მის მიმართ პატივისცემასა და სიყვარულს. პირველად ის მაშინ ახერხებს პროფესორთან დაკავშირებას ,როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი დაბადების დღეა 20 თებერვალი, რომელიც არის მეგობრული რიცხვი 284-თან და რომელიც არის აღბეჭდილი პროფესორის საათზე.
რუტო
დიასახლისის ათი წლის შვილი. პროფესორი მას მოიხსენიებს, როგორც ფესვი მისი ბრტყელი თავის გამო, რომელიც წააგავს ფესვს . იგი არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული სახელი მთელი სიუჟეტის მანძილზე. ის, ისევე როგორც პროფესორი, Hanshin Tigers-ის მოყვარულია, და აიძულებს პროფესორს, შეაკეთოს ძველი რადიო, რათა ერთად მოუსმინონ ბეისბოლის გადაცემებს. მისი ურთიერთობა პროფესორთან თითქმის მამა-შვილურია, რადგან პროფესორი პირველი მამობრივი ფიგურაა რუტოს ცხოვრებაში. ის საბოლოოდ იზრდება და ხდება უმცროსი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
ქვრივი/რძალი
პროფესორის რძალი. თავდაპურველად მან გაათავისუფლა დიასახლისი შრომითი ხელშეკრულების დარღვევის გამო (შვილის სახლში მიყვანა) და დაადანაშაულა დიასახლისის სიყვარული, როგორც პროფესორისგან ფულის გამოძალვის მცდელობა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პროფესორი ჩაწერს ეილერის ფორმულას ამ დაპირისპირების დროს, ქვრივი მაშინვე იღებს დიასახლისს და რუტოს. მას არ შეუძლია კარგად სიარული, რაც მოგვიანებით დიასახლისმა აღმოაჩინა - ეს მისი იმავე ავტოავარიაში მოყოლის შედეგი იყო. პროფესორის ბეისბოლის ბარათების კოლექციების დათვალიერებისას, ფუნთუშის ფორმის ყუთში, დიასახლისი აღმოაჩენს უმცროსი პროფესორისა და მისი რძლის ძველ ფოტოს.მინიშნებულია,რომ, ალბათ, დიდი ხნის წინ პროფესორსა და მის რძალს რომანტიკული გრძნობები აკავშირებდათ ერმანეთის მიმართ.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ The Housekeeper and the Professor, translated by Stephen Snyder, New York : Picador, 2008. ISBN 0-312-42780-8
- ↑ The Professor and His Beloved Equation. mubi.com. ციტირების თარიღი: 21 June 2021
- ↑ The Professor and His Beloved Equation (2006) en. ციტირების თარიღი: 21 June 2021
- ↑ (in Japanese) http://yayoi.senri.ed.jp/departments/SISMath/0702movie.htm
- ↑ (in Japanese) http://www.hontai.or.jp/history/index.html
- ↑ (in English) J'Lit | Awards : Booksellers Award | Books from Japan დაარქივებული 2013-06-04 საიტზე Wayback Machine.