პოლონეთის მესამე დანაწილება

პოლონეთის სამი დაყოფა.

პოლონეთის მესამე დაყოფა ან პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის მესამე დაყოფა მოხდა 1795 წელს და იყო პოლონეთის დაყოფის ბოლო ფაზა, ამ მოვლენით დასრულდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის არსებობა.

მიზეზი

1793 წელს პოლონეთის მეორე დაყოფის შემდეგ მოხდა კოსტიუშკოს აჯანყება. კოშტიუშკოს მეამბოხეთა არმიამ თავიდან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თუმცა საბოლოოდ დამარცხდნენ რუსეთის იმპერიის მრავალ რიცხოვან არმიასთან.

მონაწილე სახელმწიფოები (პრუსიის სამეფო, რუსეთის და ავსტრიის იმპერიები) ხედავდნენ, რომ იზრდებოდა შფოთი თანამებობრობის დარჩენილ ნაწილში. მათ ეს პრობლემა დამოუკიდებელი პოლონური სახელმწიფოს რუკიდან საერთოდ გაქრობით გადაწყიტეს. 1795 წლის 24 ოქტომბერს, მათმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თანამეგობრობის დარჩენილი ტერიტორიები გაიყვეს.

დანაწევრება

ამით პოლონეთი საბოლოოდ დაიყო სამ ნაწილად: რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორია მოცავდა 120,000 კმ² და 1.2 მილიონ მოსახლეს, ცენტრით ვილნიუსში; პრუსიის მიერ ანექსირებული ნაწილი (ახალი პროვინციები ახალი აღმოსავლეთ პრუსია და ახალი სილეზია) მოიცავდა 55,000 კმ² და 1 მილიონ მოსახლეს, ცენტრით ვარშავაში; ავსტრიის მიერ ანექსირებული ნაწილი მოიცავდა 47,000 კმ² 1.2 მილიონი მოსახლით, ცენტრებით ლუბლინსა და კრაკოვში.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Cegielski, Tadeusz; Łukasz Kądziela (1990). Rozbiory Polski 1772-1793-1795. Warsaw. 

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!