პირველი ფიტნა

პირველი ფიტნა
ოთხი ფიტნას ნაწილი

სიფინის ბრძოლა (მინიატურა მუჰამედ ბალამის „თარიხნამადან“, XIV ს.)
თარიღი 656-661
მდებარეობა არაბთა სახალიფო
შედეგი ომაიანთა სახალიფოს ჩამოყალიბება
მხარეები
მართლმორწმუნეთა სახალიფო (რაშიდუნი) აიშას მომხრეები,
მუავიას მომხრეები
ხარიჯიტები
მეთაურები
ალი იბნ აბუ ტალიბი,
ამარ იბნ იასირი,
მალიქ ალ-აშთარი
აიშა,
თალჰა იბნ უბაიდულაჰი,
აზ-ზუბაირ იბნ ალ-ავამი,
მუავია I იბნ აბუ სუფიანი,
ამრ იბნ ალ-ასი
აბდ ალაჰ იბნ ვაბ ალ-რაშიბი
პირველი ფიტნა ვიკისაწყობში

პირველი ფიტნა (არაბ. فتنة , فتن; „გამოცდა“, „განსაცდელი“, „არეულობა“) — სამოქალაქო ომი არაბთა სახალიფოში 656-661 წლებში, რომელსაც „მართლმორწმუნე ხალიფებების“ მმართველობის დასრულება და ტახტზე ომაიანთა დინასტიის დამკვიდრება მოჰყვა. ომის უშუალო მიზეზი გახდა 656 წელს მეამბოხეთა მიერ ხალიფა უსმან იბნ აფანის მკვლელობა და დაპირისპირება მისი შემცვლელის, ალი იბნ აბუ ტალიბის ლეგიტიმურობის ირგვლივ. ამას მოჰყვა ღია ომი ალის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის. კონფლიქტი 661 წელს ალის მოკვლით და მისი ძის, ჰასანის მიერ ომაიანი მუავიას ხალიფად აღიარებით დასრულდა. სწორედ პირველი ფიტნის დროს ჩაისახა ისლამის ის ძირითადი მიმდინარეობები, რომელიც დღემდე ჰყოფს მუსულმანურ სამყაროს.

ომის მიზეზები

მართლმორწმუნე ხალიფების პირველი ორი წარმომადგენლის — აბუ ბაქრის (632-634) და უმარის (634–644) — დროს არაბთა დაპყრობითი ომების შედეგად სახალიფოს საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მუსულმან მორწმუნეთა შორის ხალიფებს ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდათ, მაგრამ მესამე ხალიფას, უსმანის დროს (644-656) სახალიფოში განხეთქილებამ იჩინა თავი. უკმაყოფილების მიზეზი არაერთი იყო: მუსულმან მეომრებს შორის სამხედრო ნადავლისა და დაპყრობილი მიწების არათანაბარი გადანაწილება; ასევე, განცდა, რომ უსმანი ხშირად გამორჩენის სურვილით მოქმედებდა, ხაზინას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდა და მნიშვნელოვანი თანამდებობების განაწილებისას უპირატესობას საკუთარ ნათესავებს ანიჭებდა. განსაკუთრებით უკმაყოფილონი იყვნენ მაჰმადის უახლოესი მიმდევრები მედინაში, რომლებიც თვლიდნენ, რომ უსმანი თავისი მექელი ახლობლების დაწინაურებით მათ უსამართლოდ ექცეოდა. ეს დაპირისპირება მაჰმადის ტომის, კურაიშების მნიშვნელოვანი გვარების თავკაცებს შორის მეტოქეობის და რეგიონულ ინტერესთა შორის კონფლიქტის გამოხატულება იყო.[1]

ომის მიმდინარეობა

პირველი ფიტნა: ალი-მუავიას ომი.
  ალის მიერ კონტროლირებული ტერიტორია
  მუავიას მიერ კონტროლირებული ტერიტორია

უკმაყოფილება სახალიფოს რამდენიმე პროვინციაში, განსაკუთრებით ეგვიპტეში, აშკარა აჯანყებაში გადაიზარდა. 656 წლის 17 ივნისს ხალიფა უსმანი ამბოხებულმა ჯარისკაცებმა საკუთარ სასახლეში მოკლეს. მის მემკვიდრედ მედინელთა მხარდაჭერით მაჰმადის სიძე, ალი გამოაცხადეს, რომელმაც მოკლულის ნათესავებს შურისძიების მოთხოვნაზე უარი უთხრა. ამან ბევრი ახალი მმართველის წინააღმდეგ აამხედრა. ალის მოწინააღმდეგეები მაჰმადის ერთ-ერთი ქვრივის აიშასა და მაჰმადის ძველი თანამებრძოლების — თალჰა იბნ უბაიდულაჰის და აზ-ზუბაირ იბნ ალ-ავამის ხელმძღვანელობით მექიდან ჯარებით დაიძრნენ, მაგრამ 656 წლის დეკემბერში ბასრასთან, „აქლემის ბრძოლაში“ სასტიკად დამარცხდნენ (აიშა აქლემზე იყო ამხედრებული; აქედან მოდის ბრძოლის სახელიც). თალჰა და ზუბაირი მოკლეს, აიშა კი ხალიფის ერთგული ჯარისკაცების მეთვალყურეობით მედინაში გაგზავნეს.[1]

ბრძოლაში გამარჯვებამ ალის მდგომარეობა დროებით გაამყარა, თუმცა მის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა მუავია, სირიის გამგებელი და უსმანის კლანის ერთ-ერთი გვარის, ომაიანების თავკაცი. მუავია კვლავ უსმანის მკვლელების დასჯას ითხოვდა და ალის ხალიფობის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდა. ალი და მისი მომხრეები ქუფაში გამაგრდნენ და ომაიანთა წინააღმდეგ ჩრდილოეთით, სირიისკენ გაილაშქრეს. 657 წლის ივლისში მდინარე ევფრატის ნაპირებზე, სიფინის ბრძოლამ საბოლოო გამარჯვებული ვერ გამოავლინა; მხარეები დროებით დაზავდნენ და საბოლოო გადაწყვეტილება ავტორიტეტულ მომრიგებლებს მიანდეს. ამასობაში, ხალიფას პოზიციები მნიშვნელოვნად დაასუსტა მის ბანაკში განხეთქილებამ: ალის განუდგა შემდგომში ხარიჯიტების სახელით ცნობილი დაჯგუფება, რომელიც თვლიდა, რომ ხალიფის ტახტზე მჯდომის კანონიერება ალაჰის და არა ადამიანური სასამართლოს გადასაწყვეტი იყო და, ამდენად, მოლაპარაკებებით ყურანის მცნება დაირღვა. ამასობაში, 659 წლის იანვარში ქალაქ აზრუხში შეკრებილმა მომრიგებლებმა შუამდგომლობა დაასრულეს; მათი დასკვნის შინაარსი ბოლომდე ნათელი არაა, თუმცა ბევრმა ის ალის ხალიფობის უკანონოდ ცნობად მიიღო. ამან მუსულმანურ სამყაროში შეუქცევად განხეთქილებას დაუდო დასაბამი: ალის ერთგულ მომხრეთა გუნდი (არაბ. „შია“; აქედან — შიიტები, შიიზმი) სხვა სულიერ წინამძღოლს არ სცნობდა, მისი პოლიტიკური პოზიცია კი საბოლოოდ ჩამოყალიბდა რელიგიურ თვალსაზრისად, რომლის მიხედვით ალი და მისი შთამომავლები ალაჰის მიერ იყვნენ ხალიფას ტახტზე მაჰმადის კანონიერ მემკვიდრეებად კურთხეული.[1]

ომის დასასრული

მოლაპარაკებების შედეგმა ყველა მხარე უკმაყოფილო დატოვა. 658 წლის გაზაფხულიდან შეტაკებები კვლავ მიმდინარეობდა. მუავიამ ეგვიპტე დაიპყრო და ალის მომხრეთა მთავარ დასაყრდენზე — ერაყზე დაიწყო თავდასხმები. მეორე მხრივ, ალის განდგომილ ხარიჯიტებთან მოუწია ბრძოლა და 658 წლის ივლისში დაამარცხა ისინი ნაჰრავანთან ერაყის აღმოსავლეთში, თუმცა ამით მისი პოზიციები დიდად არ გამყარებულა. ხარიჯიტების მიერ მიგზავნილმა მკვლელმა ის 661 წლის 6 თებერვალს ქუფის დიდი მეჩეთში ლოცვის დროს მოკლა. ხარიჯიტებმა მუავიას მკვლელობაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ. 6 თვის შემდეგ ალის ძე ჰასანი, რომლის რეალური ძალაუფლება ქუფას უკვე აღარ სცილდებოდა, მორწმუნეთა შორის მშვიდობის აღდგენის მიზნით მუავიას დაუზავდა და ის ახალ ხალიფად აღიარა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მუავია თითქმის 20 წელი მართავდა სახალიფოს; მან შეძლო ალის მომხრეების დაშოშმინება და ხარიჯიტების მარგინალიზება, განაახლა აქტიური საგარეო დაპყრობითი პოლიტიკა და განავრცო სახალიფოს საზღვრები, თუმცა მუსულმანებს შორის იდეოლოგიური ერთიანობა არ აღდგენილა; ასევე გადაუჭრელი დარჩა სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი საკამათო საკითხი — რა წესითა და კრიტერიუმებით უნდა მომხდარიყო მუსულმანთა ახალი ლიდერის შერჩევა. პირველი ფიტნისა და შემდგომი სამოქალაქო ომების შედეგად ისლამი საბოლოოდ დარჩება გაყოფილი სუნიტურ და შიიტურ ბანაკებად.[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Donner, Fred M. (1999). "Muhammad and the Caliphate". In Esposito, John L. (ed.). The Oxford History of Islam. Oxford University Press. pp. 15–16. ISBN 9780195107999.

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

BilanovaNama lahirPutri BilanovaLahir9 November 1995 (umur 28) Jakarta, IndonesiaAsalIndonesiaGenrepopPekerjaanPenyanyiInstrumenVokalTahun aktif2013–sekarangLabelMans EntertainmentSitus webhttps://www.youtube.com/user/PutriBilanova Putri Bilanova atau lebih dikenal dengan nama panggungnya, Bilanova (lahir 9 November 1995) merupakan seorang penyanyi berkebangsaan Indonesia. Lahir di jakarta, 9 November 1995 merilis debut albumnya pada tahun 2014 dengan tajuk “mana mungkin mendua” de...

 

Olympic cycling event Men's sprintat the Games of the XIV OlympiadA quarterfinal race, with Reg Harris defeating Mario MasanésVenueHerne Hill Velodrome, LondonDates7–9 August 1948Competitors23 from 23 nationsMedalists Mario Ghella Italy Reg Harris Great Britain Axel Schandorff Denmark← 19361952 → Cycling at the1948 Summer OlympicsRoad eventsIndividual road racemenTeam road racemenTrack events1000m time trialmenSprintmenTandemmenTeam pursuitmen...

 

Targa anteriore di una Papamobile con formato in uso da giugno 2002 Le targhe d'immatricolazione della Città del Vaticano sono destinate ai veicoli immatricolati nello Stato Vaticano e la loro regolamentazione è di competenza degli Uffici centrali del Governatorato vaticano[1]. Indice 1 Storia e sistema in uso 2 Formati speciali 2.1 Caratteri rossi 2.2 Targhe provvisorie 3 Note 4 Bibliografia 5 Voci correlate 6 Altri progetti 7 Collegamenti esterni Storia e sistema in uso Targa post...

Municipality in the state of Espírito Santo in Brazil 19°53′56″S 41°03′25″W / 19.89889°S 41.05694°W / -19.89889; -41.05694 Laranja da Terra is a municipality located in the Brazilian state of Espírito Santo. Its population was 10,933 (2020) and its area is 458 km2.[1] East Pomeranian, a dialect of Low German, has co-official status in Laranja da Terra. References ^ IBGE 2020 vte Municipalities of Espírito SantoCapital: VitóriaMesoregion Cen...

 

Чімі Авіла Особисті дані Повне ім'я Луїс Есек'єль Авіла Народження 6 лютого 1994 (29 років)(19940206)   Росаріо, Аргентина Зріст 172 см Вага 81 кг Громадянство  Аргентина Позиція нападник Інформація про клуб Поточний клуб «Осасуна» Номер 9 Юнацькі клуби –2010 2010 «Тіро

 

2011–2014 British spinoff of the 1955 TV series For other uses, see Sooty (disambiguation). SootyGenreChildren'sSlapstick comedyPresented byRichard CadellStarringSootySweepSooVoices ofBrenda LongmanCountry of originUnited KingdomOriginal languageEnglishNo. of series3No. of episodes58ProductionProduction locationsBrean Leisure Park, Somerset (series 1-3) Crealy Theme Park & Resort (2022-)Running time11 minutesProduction companiesTivoli Media Ltd (series 1-2)Cadells LtdOriginal releaseNet...

Documentary about the Swedish DJ and record producer Avicii Avicii: True StoriesFilm posterDirected byLevan TsikurishviliWritten byLevan TsikurishviliProduced byLevan TsikurishviliStarring Tim Bergling David Guetta Wyclef Jean Nile Rodgers Tiësto Chris Martin Edited by Johan Lindvall Francesco Loi Nils Moström Productioncompanies Piece of Magic Entertainment Black Dalmatian Films SF Bio Distributed by Netflix Release date 26 October 2017 (2017-10-26) Running time97 minutesCou...

 

PripyatПри́п'ять (bahasa Ukraina), При́пять (bahasa Rusia) Lambang kebesaranNegara UkrainaOblast KievRaionKota di bawah oblastDidirikan1970Diresmikan1979Pemerintahan • AdministrasiZona alienasiPopulasi (2001) • Total2.000Zona waktuUTC+2 (EET) • Musim panas (DST)UTC+3 (EEST)Kode pos-Kode area telepon+380 4499[1] Pripyat (bahasa Ukraina: При́п'ять, Pryp'yat’; bahasa Rusia: При́пять, Pripyat) adalah k...

 

Federico Caprilli Kapitein Caprilli in Italië Persoonlijke informatie Volledige naam Federico Caprilli Geboortedatum 8 april 1868 Geboorteplaats Livorno Overlijdensdatum 6 december 1907 Overlijdensplaats Turijn Nationaliteit  Italië Sportieve informatie Discipline paardensport Onderde(e)l(en) springen Portaal    Sport Federico Caprilli (Livorno, 8 april 1868 - Turijn, 6 december 1907) was een Italiaans cavalerie-officier en ruiter die de houding van de ruiter bij het springen...

Place in Analanjirofo, MadagascarAndranofotsyAndranofotsyLocation in MadagascarCoordinates: 15°26′S 49°48′E / 15.433°S 49.800°E / -15.433; 49.800Country MadagascarRegionAnalanjirofoDistrictMaroantsetraElevation[1]17 m (56 ft)Population (2001)[2] • Total8,000Time zoneUTC3 (EAT) Andranofotsy is a town and commune (Malagasy: kaominina) in Madagascar. It belongs to the district of Maroantsetra, which is a part of Anal...

 

Strøget, Amagertorv Strøget seen from Gammeltorv/Nytorv Aerial view of the street looking West Strøget (Danish pronunciation: [ˈstʁʌjˀð̩]) is a pedestrian, car free shopping area in Copenhagen, Denmark. This popular tourist attraction in the centre of town is one of the longest pedestrian shopping streets in Europe[1] at 1.1 km.[2] Located at the centre of the old city of Copenhagen, it has long been one of the most high-profile streets in the city. Geogr...

 

UK play-by-mail game company This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Harlequin Games – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2009) (Learn how and when to remove this template message) Harlequin GamesTypePrivateIndustryPlay-by-mail game moderatorFounded1994Headquarters Cardiff, UKKey peop...

Aus einem Evangeliar aus St. Emmeram, nach 1106: In der oberen Reihe Kaiser Heinrich IV. (Heinricus imperator) zwischen seinen Söhnen. Ihm zur Linken Konrad (Chuonradus), der 1101 in Opposition zu seinem Vater verstorben war, und zu seiner Rechten Heinrich V. (Heinricus rex) mit dem für ihn typischen Schnurrbart. In der unteren Reihe die drei Äbte Hl. Ramwold (974–1000), Eberhard (1060–1068) und Rupert (1068–1095) des Klosters St. Emmeram in Regensburg. Zum Ausdruck gebracht wird der...

 

8th-century Abbasid-era mosque and mausoleum of Ali ibn Abi Talib in Najaf, Iraq For the site of his assassination, see Great Mosque of Kufa. Not to be confused with Hazrat Ali Mazar. Imam Ali Mosque redirects here. For the mosque in Basra, see Imam Ali Mosque (Basra). Shrine of Imam Ali حَرَم ٱلْإِمَام عَلِيّ Ḥaram al-Imām ‘Alī Imām 'Alī Shrine, where 'Alī ibn Abī Tālib is buriedReligionAffiliationIslamProvinceNajaf GovernorateRiteMuslimsEcclesiastical or organ...

 

American chemist Edward Calvin KendallKendall in 1950Born(1886-03-08)March 8, 1886South Norwalk, Connecticut, United StatesDiedMay 4, 1972(1972-05-04) (aged 86)Princeton, New Jersey, United StatesNationalityAmericanAlma materColumbia UniversityKnown forIsolation of thyroxineDiscovery of cortisoneAwardsLasker Award (1949) Passano Foundation (1950) Nobel Prize in Physiology or Medicine (1950) Cameron Prize for Therapeutics of the University of Edinburgh (1951)Scientific careerFie...

This article is an orphan, as no other articles link to it. Please introduce links to this page from related articles; try the Find link tool for suggestions. (November 2022) Place in Hadhramaut, YemenSharj Ba SalimCountry YemenGovernorateHadhramautTime zoneUTC+3 (Yemen Standard Time) Sharj Ba Salim is a village in eastern Yemen. It is located in the Hadhramaut Governorate. External links Towns and villages in the Hadhramaut Governorate vte Hadhramaut GovernorateCapital: MukallaDistricts...

 

This article is an orphan, as no other articles link to it. Please introduce links to this page from related articles; try the Find link tool for suggestions. (December 2022) Dwinita LarasatiBorn1972 Jakarta Alma materBandung Institute of TechnologyDesign Academy EindhovenDelft University of Technology OccupationCartoonist, industrial designer EmployerBandung Institute of Technology  Dr. Dwinita Larasati (born December 28, 1972),[1] who also uses the dimi...

 

Han Chinese ethnic subgroup native to the Lower YangtzeAn editor has nominated this article for deletion.You are welcome to participate in the deletion discussion, which will decide whether or not to retain it.Feel free to improve the article, but do not remove this notice before the discussion is closed. For more information, see the guide to deletion.Find sources: Jianghuai people – news · newspapers · books · scholar · JSTOR%5B%5BWikipedia%3AArticle...

Kesultanan Samudera PasaiSamudera Pasai710–1521Ibu kotaPasaiBahasa yang umum digunakanAceh, Melayu kuno, GayoAgama IslamPemerintahanMonarkiSultan Sejarah • Didirikan 710• Invasi Portugis 1521 Mata uangKoin emas dan perak Didahului oleh Digantikan oleh Kerajaan Jeumpa Kerajaan Jambu Lipo Kerajaan Siguntur Kesultanan Aceh Sekarang bagian dari Indonesia Bagian dari seri mengenai Sejarah Indonesia Prasejarah Manusia Jawa 1.000.000 BP Manusia Flores 94.000–12....

 

بارسوكوفسكايا الإحداثيات 44°45′51″N 41°48′56″E / 44.764166666667°N 41.815555555556°E / 44.764166666667; 41.815555555556  تاريخ التأسيس 1825  تقسيم إداري  البلد روسيا[2][3][1]  خصائص جغرافية ارتفاع 277 متر  عدد السكان  عدد السكان 4712 (2010)[4]  معلومات أخرى منطقة زمنية ت ع م...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!