პირველი მაკედონური ომი

ხმელთაშუა ზღვის რეგიონი ძვ. წ. 218 წელს

პირველი მაკედონური ომი — ომი მაკედონიასა და რომის იმპერიას შორის. მიმდინარეობდა ძვ. წ. 215-205 წლებში. მაკედონიის მეფემ ფილიპე V-მ რომის წინააღმდეგ კავშირი შეკრა კართაგენთან, სცადა ილირიის დაპყრობა და მცირე აზიაში საკუთთარი სამფლობელოების გაფართოება. ამ დროს რომაელთა მთავარი ძალები ჰანიბალს ებრძოდა იტალიაში, მაკედონელებმა ვერ ისარგებლეს ამით და გაუბედავად მოქმედებდნენ. პირველ მაკედონურ ომს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული ცვლილებები არ მოჰყოლია, თუმცა რომმა მაინც შეძლო თავისი გავლენის გავრცელება საბერძნეთში. ფილიპე V-მ ძვ. წ. 205 წელს დადო ზავი რომთან და ბრძოლა განაგრძო როდოსის, პერგამონისა და კარიის წინააღმდეგ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!