მაკედონური ომები — ომების სერია მაკედონიასა და რომის რესპუბლიკას შორის საბერძნეთსა და ელინისტურ სახელმწიფოებში ბატონობისათვის. ომები მიმდინარეობდა ძვ. წ. III-II საუკუნეებში. პუნიკური ომებისა და მაკედონური ომების შედეგად რომმა გაავრცელა თავისი ჰეგემონია მთელ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.
პირველი მაკედონური ომი
პირველი მაკედონური ომი მიმდინარეობდა ძვ. წ. 215-205 წლებში. მაკედონიის მეფემ ფილიპე V-მ რომის წინააღმდეგ კავშირი შეკრა ჰანიბალთან, სცადა ილირიის დაპყრობა და მცირე აზიაში საკუთთარი სამფლობელოების გაფართოება. პირველ მაკედონურ ომს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული ცვლილებები არ მოჰყოლია. ფილიპე V-მ ძვ. წ. 205 წელს დადო ზავი რომთან და ბრძოლა განაგრძო როდოსის, პერგამონისა და კარიის წინააღმდეგ.
მეორე მაკედონური ომი
მეორე მაკედონური ომი დაიწყო ძვ. წ. 200 წელს და დასრულდა ძვ. წ. 197 წელს. ეკონომიკურად და შინაპოლიტიკურად დასუსტებულმა მაკედონიამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია რომს და ძვ. წ. 197 წელს კინოსკეფალესთან სასტიკად დამარცხდნენ. მაკედონიამ დაკარგა ყველა სამფლობელო
მესამე მაკედონური ომი
მესამე მაკედონური ომი გრძელდებოდა ძვ. წ. 171-168 წლებში, რომელიც თავდაპირველად მაკედონელების წარმატებებით მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლოს, 168 წელს პიდნასთან რომაელებმა მაკედონელები გაანადგურეს.
მეოთხე მაკედონური ომი
მეოთხე მაკედონური ომი დაიწყო ძვ. წ. 150 წელს და მიმდინარეობდა 148 წლამდე. მაკედონური ომები დასრულდა საბერძნეთის დამოუკიდებლობის სრული დაკარგვით.
ლიტერატურა
ძველი რომის ომები |
---|
| რომის რესპუბლიკის ომები |
ომი ლათინელთა ლიგასთან · სამნიტური ომები · ლათინური ომი · პიროსთან ომი · პუნიკური ომები (პირველი, მეორე, მესამე) · ომები საბერძნეთთან (ილირიული, პირველი მაკედონური, მეორე მაკედონური, მესამე მაკედონური, მეოთხე მაკედონური, სელევკიდთა) · იუგურთინული ომი · კიმბრიული ომი · Servile Wars (First, Second, სპარტაკი) · Social War · Civil wars of Lucius Cornelius Sulla (First, Second) · მითრიდატეს ომები (პირველი, მეორე, მესამე) · გალიის ომები · იულიუს კეისარის სამოქალაქო ომები · რესპუბლიკის ბოლო ომი (პოსტ კეისარის, Liberators', Sicilian, Fulvia's, Final)
| |
---|
| რომის იმპერიის ომები | |
---|
| |
|