პირველი გურძემის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურძემში.
აღწერა
ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა. ტაძრის შესასვლელში მღვდელმსახურთა გამოსახულებებია გამოკვეთილი. აგებულია ფლეთილი ქვით. სოფლის განაპირას შემაღლებულ ბორცვზე დგას მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. ნაგებობა გეგმით თავისუფალი ჯვრის ფორმისაა, რომელიც აღმოსავლეთიდან სრულდება ნალისებრი შვერილი აფსიდით. საკურთხეველში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ჩრდილოეთით ორი არქიტრავული ნიშია განლაგებული. სარკმელთან დგას მასიური ტრაპეზის ქვა. აფსიდა ერთსაფეხურიანისოლეათია ამაღლებული. ეკლესიის გადახურვა ჩამონგრეულია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაუხურავს შიფერით. იატაკზე დაგებულია მართკუთხა ქვის ფილები. ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში გადადის ნახევარწრიული ფორმის თაღები. ძეგლს შესასვლელი სამი მხრიდან აქვს (საცავი) დატანებული, (გარდა აღმოსავლეთისა). დასავლეთ ფასადზე შესასვლელის ორთავე მხარეს ჩატანებულია ქვის ფილები რელიეფური გამოსახულებებით და ასომთავრული წარწერებით. წარწერები თითქმის აღარ იკითხება. ეკლესიის საშენ მასალად გამოყენებულია კირქვა - კირის დუღაბზე. ფასადებზე შემორჩენილია ბათქაშის კვალი. კედლები ბევრ ადგილას დაბზარულია. ძეგლი დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე.
რესურსები ინტერნეტში
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5188