არქიტრავი (ბერძ.arche — საწყისი, მთავარი და ლათ.trabs — კოჭი) — ანტაბლემენტის ქვედა ჰორიზონტალური ნაწილი, ერთ-ერთი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც უშუალოდ სვეტისთავებს ეყრდნობა. დორეულ და ტოსკანურ ორდერებში ფართო, სადა ქვის კოჭია, იონურსა და კორინთულში - დანაწევრებულია ჰორიზონტალური შვერელებით.