პაულ ერლიხი

პაულ ერლიხი
გერმ. Paul Ehrlich
დაბ. თარიღი 14 მარტი, 1854(1854-03-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი Strzelin, პრუსიის სამეფო[10]
გარდ. თარიღი 20 აგვისტო, 1915(1915-08-20)[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (61 წლის)
გარდ. ადგილი Bad Homburg vor der Höhe, გერმანიის იმპერია[14] [10]
დასაფლავებულია Old Jewish Cemetery
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
 გერმანიის იმპერია[15]
საქმიანობა ბიოლოგი, იმუნოლოგი[15] , გამომგონებელი, ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი და ფარმაკოლოგი
მუშაობის ადგილი ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი და შარიტე
ალმა-მატერი Maria-Magdalenen-Gymnasium, როსტოკის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი, სტრასბურის უნივერსიტეტი და ფრაიბურგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[14]
მეუღლე Hedwig Pinkus
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[16] [17] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, ლიბიხის მედალი[18] , კრუნის სახელობის პრემია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[19] და Cameron Prize of the University of Edinburgh
ხელმოწერა

პაულ ერლიხი (გერმ. Paul Ehrlich; დ. 14 მარტი, 1854, შტრელენი, პრუსია, ახლანდ. სტშელინი, პოლონეთი, — გ. 20 აგვისტო, 1915, ბად-ჰომბურგ-ფორ-დერ-ჰოე, გერმანია) — გერმანელი ექიმი და მეცნიერი, თანამედროვე ჰემატოლოგიის, იმუნოლოგიისა და ფარმაკოთერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ცნობილია სიფილისის პირველი ეფექტიანი სამკურნალო საშუალების აღმოჩენით; ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (ილია მეჩნიკოვთან ერთად, 1908).

ბიოგრაფია

ერლიხი დაიბადა ებრაელ მეწარმეთა ოჯახში 1854 წელს. 1872-1877 წლებში სამედიცინო განათლება ბრესლაუს, სტრასბურგის, ფრაიბურგისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში მიიღო. ადრევე დაინტერესდა უჯრედების შეღებვის მეთოდებით, რომელიც ნათესავმა, პათოლოგმა კარლ ვაიგერტმა გაააცნო. სტუდენტობის პერიოდში გაუჩნდა აზრი, რომ საღებავების მიერ უჯრედის შეღებვა უჯრედს შიგნით მიმდინარე გარკვეული ქიმიური რეაქციის შედეგი იყო და იმავე პრინციპით შეიძლებოდა სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას დაავადებულ უჯრედზე ზემოქმედება მოეხდინა. 1878 წელს ექიმად მუშაობა ბერლინში, შარიტეს ჰოსპიტალში დაიწყო. აქ მან შეიმუშავა ტუბერკულოზის ბაცილის ქიმიური შეღებვის მეთოდი. მან ასევე აღწერა სისხლის უჯრედების სხვადასხვა ტიპი და ამით თანამედროვე ჰემატოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. ბიოლოგიური ქსოვილების შეღებვის ახალი მეთოდების ძიების პროცესში ერლიხმა დაასკვნა, რომ მეთილენის ლურჯის გამოყენება შესაძლებელი იყო ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. მან ასევე შეიმუშავა ტიფით დაავადებულ პაციენტებში შარდის სპეციფიკური ანალიზის მეთოდი, მუშაობდა ცხელების საწინააღმდეგო სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალების შექმნაზე და თვალის დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე. 1885 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ერლიხმა აღწერა მისი დაკვირვება, რომ სხვადასხვა ქსოვილი ჟანგბადს სხვადასხვა მოცულობით მოიხმარს და ეს განსხვავება უჯრედის სასიცოცხლო პროცესის ცხოველმყოფელობის მახასიათებელია.

ტუბერკულოზით დაავადებული ერლიხი იძულებული გახდა მუშაობა დროებით შეეწყვიტა და ეგვიპტეში გამგზავრებულიყო. 1889 წელს, ბერლინში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა პატარა კერძო ლაბორატორიაში განაგრძო, შემდეგ კი რობერტ კოხის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტს შეუერთდა და იმუნიტეტის პრობლემებს მიაპყრო ყურადღება. იმუნოლოგიური ფენომენების ასახსნელად ე. წ. გვერდითი ჯაჭვების თეორია შექმნა, რომელიც აღწერდა იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ცილოვანი ნივთიერებების, ანტისხეულების ურთიერთქმედებას სხვა ნივთიერებებთან. კოლეგებს ერლიხმა მისი ჰიპოთეზა 1900 წელს სამეფო საზოგადოების სხდომაზე წარუდგინა. ამ თეორიამ, მიუხედავად მისი ბევრი შემადგენლის მცდარობისა, დიდი გავლენა იქონია ერლიხის შემდგომდროინდელ მოღვაწეობასა და მის მემკვიდრეებზე. ერლიხის მიერ იმუნოლოგიაში წარმოებულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც იგი 1890 წელს ემილ ბერინგს შეხვდა. ამ უკანასკნელმა ერლიხის მეთოდოლოგიით დიფტერიის საწინააღმდეგო ეფექტიანი შრატის შექმნა შეძლო. 1892 წელს ერლიხმა ასევე დაადასტურა, რომ ანტისხეულები დედის რძით ახალშობილს გადაეცემოდა.

1896 წელს ერლიხი ბერლინის შრატის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელად, 1899 წელს კი ფრანკფურტის ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. ამ დაწესებულებებში ერლიხს საკუთარი გამოკვლევებისთვის შეუზღუდავი პირობები მიეცა, თუმცა ბერინგი ცდილობდა კოლეგა დაერწმუნებინა, რომ მხოლოდ იმუნოლოგიასა და სეროთერაპიაში ემუშავა. ამან ორ მეცნიერს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. ამ დროისათვის ერლიხი დარწმუნდა, რომ სეროთერაპიის შესაძლებლობები შეზღუდული იყო და არაეფექტიანი იყო არაბაქტერიული, მაგალითად, პროტოზოული ინფექციების სამკურნალოდ. ერლიხმა ახალი ექსპერიმენტები დაიწყო ისეთი ნივთიერებების გამოვლენისა და სინთეზის მიზნით, რომელიც ეფექტიანი იქნებოდა დაავადებების გამომწვევების გასანადგურებლად ან მათი ზრდის შესაჩერებლად მასპინძელი ორგანიზმის დაზიანების გარეშე. ამით მან თანამედროვე ქიმიოთერაპიის პრინციპებს ჩაუყარა საფუძველი. ტრიპანოსომოზის წინააღმდეგ ქვანახშირის ფისის პრეპარატების შექმნის უშედეგო მცდელობის შემდეგ ერლიხმა თავისი მცდელობები სიფილისის გამომწვევზე — მკრთალ ტრეპონემაზე განაგრძო. თავისი გამოკვლევებისთვის ერლიხმა საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები მიიზიდა და მის გარშემო თანამშრომელთა კომპეტენტური გუნდი შემოიკრიბა. მათ შორის იყო იაპონელი ჰატა საჰაჩირო, რომელმაც სამუშაოს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. 1909 წელს მან ერლიხის ხელმძღვანელობით ალფრედ ბერთჰაიმის მიერ შექმნილი დარიშხანის შემცველი ნივთიერება „606“-ის (შემდგომში — სალვარსანი, არსფენამინი) ანტისიფილისური თვისებები აღმოაჩინა. ლაბორატორიულ პირობებში წარმატებით გამოცდის შემდეგ, 1910 წელს კომპანია Farbwerke-Hoechst-თან თანამშრომლობით ერლიხმა პრეპარატის 65 000 ერთეული უფასოდ გადასცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსებს. წარმატებამ ერლიხს ბევრი მოშურნე და ცილისმწამებელი შესძინა. მომდევნო წლებში მიმდინარე „სალვარსანის ომმა“, რომლის დროსაც ერლიხს პირადი გამორჩენის მიზნით პრეპარატის არაკეთილსინდისიერ გავრცელებაშიც კი ადანაშაულებდნენ, მეცნიერის ჯანმრთელობას დაღი დაასვა. ის ინსულტით გარდაიცვალა 1915 წელს, 61 წლის ასაკში.

ერლიხი ბევრი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი იყო. 1908 წელს მან იმუნოლოგიის კიდევ ერთ პიონერთან, ილია მეჩნიკოვთან ერთად ნობელის პრემია მიიღო. პრუსიის მთავრობისგან მინიჭებული ჰქონდა „საიდუმლო მრჩევლის“ უმაღლესი სამოქალაქო საპატიო წოდება. ერლიხი იყო ოქსფორდის, ჩიკაგოსა და ათენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მაინის ფრანკფურტის საპატიო მოქალაქე და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Satter H. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Who Named It?
  4. 4.0 4.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Czech National Authority Database
  7. 7.0 7.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 www.accademiadellescienze.it
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 Académie nationale de médecine
  13. 13.0 13.1 Base biographiqueBIU Santé.
  14. 14.0 14.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118529358 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  15. 15.0 15.1 Эрлих, Пауль // Малая советская энциклопедия / под ред. Н. Л. Мещеряков — 2 — Советская энциклопедия, 1936.
  16. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1908Nobel Foundation.
  17. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  18. https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/liebig-commemorative-medal.html
  19. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 109.

Read other articles:

У этого топонима есть и другие значения, см. Наумово. ДеревняНаумово 57°43′33″ с. ш. 38°13′29″ в. д.HGЯO Страна  Россия Субъект Федерации Ярославская область Муниципальный район Мышкинский Сельское поселение Приволжское История и география Высота центра 128 м Часо...

 

Torneo de las Américas de 1988III Campeonato FIBA Américas BaloncestoDatos generalesSede MontevideoUruguay UruguayCategoría Masculino absolutoFecha 22 de mayo de 1988 31 de mayo de 1988Edición 3ªPalmarésPrimero  BrasilSegundo  Puerto RicoTercero  CanadáCuarto  UruguayDatos estadísticosParticipantes 7 seleccionesPartidos 25 Cronología São Paulo 1984 Montevideo 1988 México, D. F. 1989 [editar datos en Wikidata] El Torneo de las Américas de 1988, tambié...

 

Ночная сменаангл. Graveyard ShiftСерия телесериала «Губка Боб Квадратные Штаны» Основная информация Номер серии Сезон 2Серия 16aНомер 36 Режиссёры Дерек Драймон (креативный)Шон Демпси (анимационный)Джей Лендер (раскадровка)Дэн Повенмайр (раскадровка)Ник Дженнигс (арт-д

Artikel atau sebagian dari artikel ini mungkin diterjemahkan dari Liste de ponts à haubans remarquables par pays di fr.wikipedia.org. Isinya masih belum akurat, karena bagian yang diterjemahkan masih perlu diperhalus dan disempurnakan. Jika Anda menguasai bahasa aslinya, harap pertimbangkan untuk menelusuri referensinya dan menyempurnakan terjemahan ini. Anda juga dapat ikut bergotong royong pada ProyekWiki Perbaikan Terjemahan. (Pesan ini dapat dihapus jika terjemahan dirasa sudah cukup tep...

 

Gerhard Exner (* 6. Oktober 1941 in Stuhm, Westpreußen; † 6. Juni 2009 in Hamburg) war ein deutscher Chirurg. Inhaltsverzeichnis 1 Leben 2 Familie 3 Werke 4 Ehrungen 5 Siehe auch 6 Weblinks 7 Einzelnachweise Leben Grabstätte auf dem Friedhof Bergedorf Ab dem Sommersemester 1962 studierte Exner Medizin an der Philipps-Universität Marburg und der Johannes Gutenberg-Universität Mainz. In Mainz bestand er im Januar 1968 das Staatsexamen. Nach der zweijährigen Medizinalassistentenzeit wurde...

 

Barão de São Martinho de Dume Criação D. Maria II4 de Abril de 1837 Tipo Vitalício – 1 vida1 renovação 1.º Titular Duarte Guilherme Ferreri de Gusmão Linhagem Ferreri de Gusmão Excelentíssimo Senhor Adriano Maria de Vilhena Coutinho Ferreri de Gusmão, representante do título de Barão de São Martinho de Dume, 11º Senhor do Morgado da Roda e Capela no Mosteiro de Bravães. Excelentíssima Senhora Dª. Maria Guiomar de Vilhena Coutinho Ferreri de Gusmão, representante do títu...

2017 South Korean television series Band of SistersPromotional posterAlso known asUnni Is AliveHangul언니는 살아있다Literal meaningSister Is AliveRevised RomanizationEonnineun Saraitda GenreMelodramaFamilyRevengeRomanceComedyCreated byLee Yong-suk (SBS Drama Production)Written byKim Soon-okDirected byChoi Young-hoonStarringJang Seo-heeKim Ju-hyeonOh Yoon-ahKim Da-somMusic byHa Geun-young(SBS Content Hub )Country of originSouth KoreaOriginal languageKoreanNo. of episodes68[a]Pro...

 

City district in Kuopio, Finland Puijo's Pesäpallo Stadium Puijo is a district of Kuopio, Finland. It is located north of the center of Kuopio, along the European route E63. The area includes, among other things, Puijo Hill with its nature reserves, and the Great Cemetery of Kuopio on the south side of the hill between the five roads and the railroad track. There are many exercise and sports venues in the district.[1] Right at the northern end of Sokos Hotel Puijonsarvi,[2] t...

 

1817 rebellion in Odisha against East India Company rule Paika RebellionBakshi JagabandhuDateMay 1817- December 1818LocationThe modern state of Odisha and neighbouring areasResult East India Company victory Formal end of the Paika rule. Paikas subjected to East India Company suzerainty. Gajapati and Garhjat kings retained under East India Company suzerainty. Control over Odisha by the East India Company is establishedBelligerents Bhoi dynasty East India Company Bengal PresidencyCommanders and...

Nationalism for Italy The Altare della Patria in Rome Flag of Italy This article is part of a series onConservatism in Italy Ideologies Berlusconism Historical Right Italian nationalism Italian school of elitism Liberal conservatism Liberismo Populism Sanfedismo Themes Agrarianism Anti-communism Catholic social teaching Christian democracy Christian values Familialism Maternalism Monarchism Patriotism Subsidiarity Ultramontanism Intellectuals Bresciani Cuoco Evola Giubilei Leopardi Longanesi ...

 

Disambiguazione – William Gladstone rimanda qui. Se stai cercando altri significati, vedi William Gladstone (disambigua). William Ewart GladstoneGladstone fotografato nel 1892 Primo ministro del Regno UnitoDurata mandato15 agosto 1892 –2 marzo 1894 MonarcaRegina Vittoria PredecessoreRobert Gascoyne-Cecil, III marchese di Salisbury SuccessoreArchibald Primrose, V conte di Rosebery Durata mandato1º febbraio 1886 –20 luglio 1886 MonarcaRegina Vittoria P...

 

Bilateral relationsSweden–Taiwan relations Sweden Taiwan Sweden–Taiwan relations refers to bilateral relations between Sweden (officially the Kingdom of Sweden) and Taiwan (officially the Republic of China). Swedish and Taiwanese Flags History Sweden–Taiwan relations strengthened following Taiwan's democratization and the end of authoritarian rule.[1] In April 2022, a delegation of Swedish parliamentarians visited Taiwan.[2] In Swedish Prime Minister Ulf Kristersson's fi...

1935 film by B. Reeves Eason, Armand Schaefer The Miracle RiderTheatrical release posterDirected byB. Reeves EasonArmand SchaeferWritten byBarney A. SareckyWellyn TotmanProduced byNat LevineBarney A. SareckyStarringTom MixJoan GaleCharles MiddletonCinematographyErnest MillerWilliam NoblesEdited byRichard FantlMusic byNem HerkanProductioncompanyMascot PicturesDistributed byMascot PicturesRelease date April 12, 1935 (1935-04-12) Running time15 chapters (306 minutes)CountryUnited ...

 

Political party in India For other uses, see Voice of the people (disambiguation) § Political parties. Indian political party Voice of the People Party AbbreviationVPPPresidentArdent Miller BasaiawmoitGeneral SecretaryRicky A J SyngkonFounded2021IdeologyRegionalism FederalismECI StatusState Party (Meghalaya)Seats in Meghalaya Legislative Assembly4 / 60Election symbolPolitics of IndiaPolitical partiesElections The Voice of People Party is a political party established in Novemb...

 

جامعة يريفان الطبية الحكومية Երեվանի Մխիթար Հերացու անվան Պետական Բժշկական Համալսարան شعار جامعة يريفان الطبية الحكومية   معلومات التأسيس 1920 النوع عامة الموقع الجغرافي المدينة يريفان البلد أرمينيا الإدارة العميد أرمين مراديان إحصاءات عدد الطلاب 7,000 (سنة ؟؟) الموقع Offi...

Lin'an 临安区LinanDistrikPanorama Distrik Lin'anKoordinat: 30°14′10″N 119°42′55″E / 30.23611°N 119.71528°E / 30.23611; 119.71528Koordinat: 30°14′10″N 119°42′55″E / 30.23611°N 119.71528°E / 30.23611; 119.71528NegaraRepublik Rakyat TiongkokProvinsiZhejiangKota subprovinsiHangzhouLuas • Total3.124 km2 (1,206 sq mi)Populasi (2014) • Total573.100 • Kepadatan180/km2 (48...

 

GajahmungkurKecamatanPeta lokasi Kecamatan GajahmungkurNegara IndonesiaProvinsiJawa TengahKotaSemarangPemerintahan • CamatDrs PUPUT WIDHIATMOKO HADINUGROHO MMPopulasi • Total58,533 jiwa (2.010) jiwaKode Kemendagri33.74.09 Kode BPS3374040 Luas9,07 km²Desa/kelurahan8 Gajahmungkur (Jawa: ꦒꦗꦃꦩꦸꦁ​ꦏꦸꦂ) adalah sebuah kecamatan di Kota Semarang, Provinsi Jawa Tengah, Indonesia. Merupakan kecamatan pecahan dari Kecamatan Semarang Selatan. Terdiri d...

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (يناير 2022) أوبن يو آي 5الشعارمعلومات عامةنوع إطار عمل للويب (ساب)إطار جافا سكريبت أدوات تحكم الواجهة الرسومية نظام التشغيل متعدد المنصات النموذج المصدري حقوق التأليف و...

Fictional character from Wicked Elphie redirects here. For man obsessed with fictional characters with similar names, see Elfi. Fictional character ElphabaThe Wicked Years characterMyra Ruiz as Elphaba in the original Brazilian production of the musical version of Wicked.First appearanceWicked: The Life and Times of the Wicked Witch of the West (1995)Created byGregory MaguireBased onWicked Witch of the Westby L. Frank BaumPortrayed byIdina Menzel (musical adaptation) Cynthia Erivo (two-part f...

 

Arden WiebowoLahir20 Agustus 1981 (umur 42)Jakarta, IndonesiaTahun aktif1999 - sekarangSuami/istriAlfa Putry Arden Wiebowo (lahir 20 Agustus 1981) adalah guitarist dari grup musik Tiket. Diskografi (bersama Tiket) Tiket (2001) Sebuah Anugerah (2003) Rasakan yang Kurasa (2005) Tr4nsisi (2007) Tr4nsisi: Repackage (2008) Gold (2010) Artikel bertopik biografi Indonesia ini adalah sebuah rintisan. Anda dapat membantu Wikipedia dengan mengembangkannya.lbs

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!