ილია მეჩნიკოვი

ილია მეჩნიკოვი
რუს. Илья Ильич Мечников
დაბ. თარიღი 3 (15) მაისი, 1845[1] [2]
დაბ. ადგილი Ivanivka[1] [3] [2]
გარდ. თარიღი 2 (15) ივლისი, 1916[2] (71 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[1] [3] [2]
დასაფლავებულია პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი
რუსეთის იმპერია
საქმიანობა ბიოლოგი, იმუნოლოგი, ზოოლოგი, ქიმიკოსი, გამომგონებელი, ექიმი, ფიზიოლოგი, მიკრობიოლოგი, ენტომოლოგი და ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი ოდესის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, პასტერის ინსტიტუტი[4] და ნოვოროსიის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი და Q106947038?
განთქმული მოსწავლეები დანილ ზაბოლოტნი, ნიკოლაი გამალეია, ვლადიმერ ხავკინი, Q16535549?, Lev Tarassevitch, Ivan Savchenko და Alexandre Besredka
სამეცნიერო ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი და doctor
მეუღლე Q130388202?[5] და Olga Belokopytova
მამა Ilya Ivanovich Mechnikov
დედა Emilia Barto Mechnikov
ნათესავ(ებ)ი M. L. Nevakhovich, Q18590225? და Maria Kuznetsova
ჯილდოები ბაერის მედალი[4] , ბაერის მედალი[4] , ბაერის მედალი[4] , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[6] [7] , კოპლის მედალი[8] , ალბერტის მედალი[9] და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[10]

ილია ილიჩ მეჩნიკოვი (ილია ილიას ძე მეჩნიკოვი; რუს. Илья Ильич Мечников, ფრანგ. Élie Metchnikoff; დ. 3 მაისი [ახ. სტ. 15 მაისი], 1845, ივანოვკა, ახლანდელი კუპიანსკის რაიონი, ხარკოვის ოლქი, უკრაინა, ― გ. 2 ივლისი [ახ. სტ. 15 ივლისი], 1916, პარიზი) — რუსი ზოოლოგი და მიკრობიოლოგი, უჯრედული იმუნოლოგიის ერთ-ერთი პიონერი. ფაგოციტოზის ფენომენის აღმოჩენისთვის 1908 წელს პაულ ერლიხთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

ბიოგრაფია

დაიბადა 1845 წელს უკრაინულ-ებრაულ ოჯახში; მამა იყო ძველი მოლდოვური არისტოკრატული გვარის შთამომავალი, საიმპერატორო გვარდიის ოფიცერი; დედა — ებრაელი მწერლის, ლევ ნევახოვიჩის ქალიშვილი. ილია მეჩნიკოვმა დაამთავრდა ხარკოვის უნივერსიტეტი (1864) და სადოქტორო დისერტაცია სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში დაიცვა (1868). თავდაპირველად უხერხემლოების ემბრიოლოგიის საკითხებზე მუშაობდა. 1870 წლიდან იყო ნოვოროსიის (ქ. ოდესა) უნივერსიტეტის პროფესორი. ამ პერიოდში მეჩნიკოვის ცხოვრებას დაღი დაასვა პირველი მეუღლის გარდაცვალებამ, მეორე ცოლის მძიმე ავადმყოფობამ, საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესებამ და იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ უნივერსიტეტში გამეფებულმა რეაქციამ (მეჩნიკოვმა ორჯერ თვითმკვლელობაც სცადა). 1882 წელს მან ოდესის უნივერსიტეტში დაკავებული აკადმიური თანამდებობა დატოვა და მუშაობა პირად ლაბორატორიაში განაგრძო იტალიაში, ქ. მესინაში (1882-1886). იქ ზღვის ვარსკვლავების ბიპინარიების (თავისუფლად მცურავი ლარვები) საჭმლის მომნელებელი სისტემის კვლევის დროს მეჩნიკოვი აკვირდებოდა უჯრედებს, რომლებიც გარს ერტყმოდნენ და შთანთქავდნენ ლარვების სხეულში მეცნიერის მიერ შეყვანილი კარმინის საღებავის მარცვლებს და უცხო სხეულების ფრაგმენტებს. თავისი შთაბეჭდილებები მეჩნიკოვმა ვენელ ზოოლოგს, პროფესორ კლაუსს გააცნო, ამ უკანასკნელმა კი მეჩნიკოვის მიერ აღწერილ უჯრედებს ფაგოციტები (ბერძნ. „მშთანთქმელი უჯრედები“) უწოდა, ხოლო თავად პროცესს — ფაგოციტოზი. ამ აღმოჩენამ გარდატეხა შეიტანა მეჩნიკოვის პირად ცხოვრებაშიც. მან უარი თქვა მისთვის ჩვეულ პესიმისტურ ფილოსოფიაზე და გადაწყვიტა საკუთარი მიგნება ახალი მტკიცებულებებით გაემყარებინა.

1886-1887 წლებში მეჩნიკოვი სათავეში ედგა ახალშექმნილ ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტს ოდესაში და ცდილობდა ცოფის წინააღმდეგ ლუი პასტერის მიერ შექმნილი ვაქცინის დანერგვას, მაგრამ ადგილობრივებში დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. 1888 წელს პარიზში გაემგზავრა და მუშაობა დაიწყო პასტერის ინსტიტუტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. ამ პერიოდში მეჩნიკოვმა დიდი წვლილი შეიტანა იმუნური პასუხის მექანიზმების კვლევაში. მან აღმოაჩინა, რომ ფაგოციტური უჯრედები ადამიანსა და ცხოველებში მწვავე ინფექციის წინააღმდეგ თავდაცვის პირველ რგოლს წარმოადგენდა. ამის საფუძველზე 1892 წელს მეჩნიკოვმა იმუნიტეტის უჯრედული (ფაგოციტური) თეორია წამოაყენა. თავდაპირველად მას წინააღმდეგობა შეხვდა მეცნიერთა იმ ნაწილისგან (მათ შორის იყო გერმანელი პაულ ერლიხიც), რომელიც თვლიდა, რომ იმუნიტეტის საფუძველი მხოლოდ ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეები და სისხლში მოძრავი ანტისხეულები იყო (იმუნიტეტის ჰუმორული თეორია). მეჩნიკოვის უჯრედულმა თეორიამ მხოლოდ 1940-იან წლებში მოიპოვა საბოლოო აღიარება, როცა მეცნიერებმა ორივე დაპირისპირებული თეორიის შეჯერება და ინტეგრირება მოახდინეს.

ცხოვრების ბოლო ათწლეული მეჩნიკოვმა ინფექციური პათოლოგიების (განსაკუთრებით სიფილისის) და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის შესაძლებლობების კვლევას მიუძღვნა. წამოაყენა თეორია, რომ ადამიანის დაბერების პროცესი ბაქტერიული ფლორას უკავშირდებოდა. ამ მიზნით მეცნიერი რძემჟავას წარმომქმნელი ბაქტერიების პროდუქტებზე დაფუძნებული დიეტის გამოყენებას უჭერდა მხარს. 1908 წელს იმუნიტეტის მექნიზმების კვლევისთვის ილია მეჩნიკოვმა და პაულ ერლიხმა ნობელის პრემია მიიღეს. მეჩნიკოვი ასევე არჩეული იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად, სამეფო საზოგადოების და შვედეთის სამედიცინო საზოგადოების უცხოელ წევრად, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის, სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა და მედიცინის აკადემიების საპატიო წევრად. ილია მეჩნიკოვი 1916 წელს გარდაიცვალა, 71 წლის ასაკში. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „ლექციები ანთების შედარებით პათოლოგიაში“ (ფრანგ. Leçons sur la pathologie comparée de l’inflammation, 1892), „იმუნიტეტი ინფექციური დაავადებების დროს“ (L’Immunité dans les maladies infectieuses, 1901) და „ადამიანის ბუნების შესახებ“ (Études sur la nature humaine, 1903).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Мечников Илья Ильич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 კრუგოსვეტი — 2000.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Манойленко К. В. Награды имени академика К.М. Бэра: история основания, значение, Awards Named for the Academician Karl von Baer: A History of Their Foundation and Significance // Историко-биологические исследования — 2014. — Т. 6, вып. 1. — С. 26–47. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  5. Валькова О. А. Российские естественнонаучные общества и интеграция женщин в профессиональное научное сообщество: 60–70-е гг. XIX в., Russian Societies for Natural Science and the Integration of Women into the Professional Scientific Community in 1860–1870s // Историко-биологические исследования — 2018. — Т. 10, вып. 2. — С. 8–27. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24411/2076-8176-2018-11954
  6. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1908Nobel Foundation.
  7. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  8. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  9. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners#Full-list-of-winners
  10. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 243.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!