2019 წლის 15 აპრილს,[1] ადგილობრივი დროით 18:50 საათზე ხანძარი გაჩნდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის სივრცეში.[2]
სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა,[3] რომელიც 2018 წელს კათოლოკურმა ეკლესიამ მოითხოვა და მიზნად ისახავდა ტაძრის გადარჩენას. ჰაერის დაბინძურების მიზეზით შეჭმული ქვების გამო, 850 წლის გოტიკურ შედევრს ნაპრალები ჰქონდა გაჩენილი.[4] სარესტავრაციო სამუშაოების მზადების დროს ტაძრიდან ჩამოხსნეს ბრინჯაოს ქანდაკებები.[5]
ალმა შთანთქა საკათედრო ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი, რომელიც ჩამოინგრა.[6] კუნძულ ილ-დე-ლა-სიტედან, რომელზეც დგას ღვთისმშობლის ტაძარი, მოსახლეობა ევაკუირებულია.[3][7] პარიზის მერმა, ან იდალგომ მოვლენა მოიხსენია როგორც „საშინელი ხანძარი“.[8] ტაძრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს, 18:15 და 19:00 საათს შორის, შენობაში მიმდინარეობდა მესა.[9]
ტაძრის სპიკერმა განაცხადა:
ტაძრის შპილს ცეცხლი მოედო და ჩამოიქცა.[10] სახურავის უდიდესი ნაწილი დაიწვა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს საღამოს მთავარი გამოსვლა გადადო.[11] პარიზის მერმა, რომელმაც ამ მოვლენას „საშინელი“ უწოდა, ხალხს მოუწოდა, თავი შორს დაეჭირათ ხანძრის ზონიდან, მეხანძრეთა მიერ მონიშნული ადგილიდან .[11]
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაპოსტა:
პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა დაპოსტა:
ლონდონის მერმა, სადიქ ამან ხანმა დაპოსტა:
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა: