პაპის უცდომელობა (ლათ.Infallibilitas) — რომის კათოლიკური ეკლესიის დოგმა, რომლის მიხედვითაც, იესო ქრისტეს მიერ პეტრე მოციქულისათვის მიცემული პირობის საფუძველზე, რომის პაპი დაზღვეულია შეცდომის დაშვებისაგან[1], როდესაც იგი თავისი თანამდებობრივი საქმიანობის შესრულებისას როგორც მწყემსი და მასწავლებელი ყოველი ქრისტიანისა, უმაღლესი სამოციქულო ძალაუფლების ძალით, ქადაგებს სამქადაგებლო კათედრიდან სარწმუნოებრივ ან მორალურ საკითხებზე[2][3]. ეს დოგმა არ ამტკიცებს იმას, რომ პაპს არ შეუძლია შესცოდოს ან სხვა სიტუაციში არ შეცდეს.[4]
სწავლება პაპის უცდომელობის შესახებ დოგმატურად ჩამოყალიბდა ვატიკანის პირველ კრებაზე 1869–1870 წლებში, თუმცა იგი შუა საუკუნეების კათოლიკურ თეოლოგიაშიც იყო აღიარებული და უკვე გაბატონებული სწავლება იყო კონტრრეფორმაციის დროს.
↑ "Infallibility means more than exemption from actual error; it means exemption from the possibility of error," P. J. Toner, Infallibility, Catholic Encyclopedia, 1910
↑Engber, Daniel (18 September 2006). „How infallible is the pope?“. Slate Magazine (ინგლისური). ციტირების თარიღი: 1 November 2024.
ლიტერატურა
Hans Küng: Unfehlbar? Eine unerledigte Anfrage. Erweiterte Neuausgabe. Piper, München u. a. 1989, ISBN 3-492-11016-9 (Serie Piper 1016), (erw. Neuausgabe von Unfehlbar? Eine Anfrage).
August Bernhard Hasler: Wie der Papst unfehlbar wurde. Macht und Ohnmacht eines Dogmas. Mit einem Geleitwort von Hans Küng. 2. Auflage. Piper, München u. a. 1980, ISBN 3-492-02450-5.
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!