ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი (ფრანგ. Oscar et la dame rose) — ფრანგი მწერლის, ერიკ-ემანუელ შმიტის ნაწარმოები ეპისტოლურ ჟანრში. პირველად გამოიცა 2002 წელს. წარმოადგენს სერია Cycle de l'invisible-ის („უჩინარის ციკლი“) მესამე თავს.
ნაწარმოებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც საფრანგეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ათი წლის ბიჭი — სახელად ოსკარი, სიმსივნითაა დაავადებული. იგი აღწერს საკუთარ ცხოვრებას საავადმყოფოში, სადაც, ბავშვებზე ვარდისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ექთნები — ე.წ. „ვარდისფერი ქალბატონები“ ზრუნავენ. ოსკარისთვის, ერთ-ერთი ვარდისფერი ქალბატონი (დედა-როზა), მეორე დედად იქცა. როდესაც მან შეიტყო, რომ სიცოცხლის თორმეტი დღე დარჩა, დედა-როზამ მას ერთგვარი თამაში შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ოსკარის სიცოცხლის დარჩენილი თითოეული დღე ათ წელიწადს უდრიდა. ოსკარი ყოველი დღის განმავლობაში წერილებს წერს, რომელთა ადრესატიც ღმერთია.
საავადმყოფოში, ოსკარს რამდენიმე მეგობარი ჰყავს — „პოპ-კორნი“, „ბეკონი“, „აინშტაინი“. ეს ზედმეტსახელები, თითოეულის დაავადებას უკავშირდება. ოსკარს საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტი, „პეგი-ბლუ“ უყვარდება, რომელიც, ეიზენმენგერის სინდრომის გამო ლურჯადაა შეფერილი.
პერსონაჟები
- ოსკარი (მთავარი გმირი)
- დედა-როზა (ოსკარზე მზრუნველი „ვარდისფერი ქალბატონი“)
- პეგი-ბლუ (გოგონა ეიზენმენგერის სინდრომით)
- ოსკარის მშობლები
- „ბეკონი“ (ოსკარის ერთ-ერთი მეგობარი)
- „აინშტაინი“ (ჰიდროცეფალიის მქონე ბიჭი)
- ექიმი დიუსელდორფი
რესურსები ინტერნეტში
იხილეთ აგრეთვე