ორლოვსკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია ორლოვის რაიონის სოფელ ორლოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას[1]. ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს 2006 წელს.
ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ორლოვის რაიონი, სოფელი აგრაფენოვკა, კომუნალურის ქუჩა № 76[2].
ისტორია
1912 წელს როსტოვის ოლქის სტანიცა ორლოვსკში ააშენეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია,რომელიც პრაქტიკულად სამლოცველო სახლი იყო. მისი მრევლის სიაში შედიოდა 15 901 მართლმადიდებელი და 578 სტაროობრიადცი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1939 წელს სამლოცველო სახლი დახურეს, მაგრამ არ დაუნგრევიათ და მეორე მსოფლიო ომის წლებში, გერმანელთა ოკუპაციის დროს 1942 წელს კვლავ გახსნეს.
1980 წლის სექტემბერში ღვთისმშობლის შობის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი გახდა მამა ალექსი (სერგოშინი), რომელმაც დაარწმუნა სოფლის ხელმძღვანელობა ეკლესიისათვის კოსმეტიკური რემონტის ჩატარების აუცილებლობაში. მხოლოდ 2000 წელს მისივე ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა ახალ, ქვის ეკლესიას, რომელიც ააშენეს უპირატესად მრევლის შემოწირულობის შედეგად (ეკლესიაში დაცულია შემოწირულობების წიგნი, რომლის წაკითხვაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს).
ძირითადი სამუშაოები დაიწყო 2003 წელს, ხოლო ეკლესიის კურთხევა მოხდა 2004 წლის 11 ნოემბერს. კურთხევის ცერემონია შეასრულა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა[3]. საბოლოო დამამთავრებელი სამუშაოები შესრულდა 2006 წელს. ეკლესიას დაუყენეს 11 ზარი, რომლებიც დაამზადეს ქალაქ ვორონეჟში. მათგან ყველაზე დიდი - დედოზარი, იწონის 1 260 კილოგრამს და ჩამოასხეს როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის შემოწირულობით შეგროვილი თანხით[4].
ამჟამად ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმნაზონი ალექსი სერგოშინი[5].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო