ომარ გუგეშაშვილი (დ. 30 მარტი, 1941, ლაგოდეხი) — ქართველი მოჭიდავე ბერძნულ-რომაულ სახეობაში, მწვრთნელი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1982, თემურ ყაზარაშვილის აღზრდისთვის). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
ბიოგრაფია
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავში მწვრთნელად. მან აღზარდა არაერთი რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ჩემპიონი და პრიზიორი.[1] 2021 წლის აპრილში რუსთავის ცენტრალურ პარკში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ომარ გუგეშაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია ომარ გუგეშაშვილის 80 წლის იუბილეს დაემთხვა.
ლიტერატურა
- ნაცარაშვილი ო., კახეთის გამოჩენილი ადამიანები, თბილისი, 2001, გვ. 721
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო