თემურ ყაზარაშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1959, ახმეტა) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1982).[1]
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ მატანში, ახმეტის რაიონში. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი და 1987 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მსოფლიოს თასის მფლობელი (1980) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1981). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1982, 1984) და მესამე პრიზიორი (1981, 1983). საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1984) და საბჭოთა კავშირის ხალხთა VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983). ბულგარეთის (1983, 1985) და ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში (1980, 1982, 1985) გამარჯვებული. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საერთაშორისო კატეგორიის ექსტრა კლასის არბიტრი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994-იდან) და ღირსების ორდენის კავალერი.
ბიბლიოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო