ოლგა გოლოდეცი

ოლგა გოლოდეცი

ოლა გოლოდეცი (რუს. О́льга Ю́рьевна Голоде́ц; დ. 1 ივნისი, 1962, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე 2012 წლის 21 მაისიდან.

პოლიტიკური მოღვაწეობა

2010 წლის 2 დეკემბრიდან არის მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მოადგილე მოსკოვის მთავრობაში, ჯანდაცვის და განათლების საკითხებში. 2011 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა მოსკოვის მერის მოადგილედ სოციალურ საკითხებში; მისი ძალაუფლებები გაიზარდა ლიუდმილა შვეცოვას გადადგომის შემდეგ. გოლოდეცი ამ თანამდებობას იკავებდა 2012 წლის 21 მაისამდე.

2012 წლის 21 მაისიდან არის რუსეთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე. კურირებს ჯანდაცვას, წამლების და სამედიცინო პროდუქტის ბრუნვას, მათი ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ფარმაცევტულ მოღვაწეობას, სოციალურ განვითარებას, დემოგრაფიას, სამუშაო ურთიერთობებს, სოციალურ პარტნიორობას, ოსიცალურ და სამედიცინო დაზღვევას, საპენსიო უზრუნველყოფას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას, ტურიზმს, სახელმწიფოს პოლიტიკას ახალგაზრდებთან მიმართებაში და სოციუმზე ორიენტირებული არაკომერციული ორგანიზაციების მხარდაჭერას.[1]

2012 წლის დეკემბერში საზოგადოების წერილი მიიქცია გოლოდეცის წერილმა, სადაც ის მიმართავდა მთავრობის თავმჯდომარეს ვლადიმერ პუტინს და აკრიტიკებდა ახლადმიღებულ „დიმა იაკოვლევის კანონს“, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს რუსი ბავშვების გაშვილება ეკრძალებოდათ. გოლოდეცი წერდა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არღვევდა შეთანხმებას აშშ-სა და რუსეთს შორის, ვენის კონვენციას, კონვენციას ბავშვთა უფლებების შესახებ და რუსეთის ფედერაციის საოჯახო კოდექსს.[2] მოგვიანებით, დიმიტრი მედვედევმა ახსნა, რომ წერილი გოლოდეცმა პუტინს მისი თხოვნით გაუგზავნა.[3]

2013 წლის 14 იანვარს, დაინიშნა პრეზიდენტ პუტინის მიერ წინა წლის 28 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანების („ბრძანება ობოლი ბავშვების დაცვის ზომების შესახებ“) აღსრულებაზე პასუხისმგებელ პირად.[4][5]

სათავეში ედგა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის და ამავე აკადემიის ფიზიკური ინსტიტუტის რეორგანიზაციას, რომლის მიზანიც იყო გამოეყო ერთმანეთისგან სამეურნეო და სამეცნიერო მიმდინარეობები და გადაეცა სამეურნეო კომპლექსი სპეციალურად შექმნილი ახალი ორგანიზაციისთვის, სამეცნიერო ორგანიზაციების ფედერალური სააგენტოებისთვის. ზოგიერთმა ექსპერტმა ამ რეორგანიზაციას სამეცნიერო დაწესებულებების ლიკვიდაციის მცდელობა უწოდა.[6][7][8][9] გოლოდეცი სათავეში უდგას რუსული ენის სამთავრობო საბჭოს.[10][11]

2014 წლის 1 ივნისს გოლოდეცმა დაავალა ჯანდაცვის მინისტრ ვერონიკა სკვორცოვას, ეზრუნა იმაზე, რომ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება ავადმყოფ ბავშვებს აღმოუჩინონ რუსეთში და არა საზღვარგარეთ.[12] მოგვიანებით, ბლოგერ ანტონ ბუსლოვთან საუბრისას (რომელმაც მისწერა გოლოდეცს ღია წერილი რუსული მედიცინის მდგომარეობაზე) ახსნა, რომ გულისხმობდა საქველმოქმედო ფონდების და ექიმების უფრო ეფექტურ ურთიერთმოქმედებას და არა საზღვარგარეთ მკურნალობის შეზღუდვას.[13] 2015 წლის ზაფხულში გოლოდეცმა განაცხადა, რომ ერთი წლით ადრე გარდაცვლილმა ბუსლოვმა „პრაქტიკულად დაწერა რუსეთში ონკოლოგიური სამსახურის განვითარების პროგრამა“.[14]

2014 წლის 15 სექტემბერს გოლოდეცმა რუსული ენის საბჭოს მონაწილეობით გახსნა პორტალი „განათლება რუსულ ენაზე“.[15]

2018 წლის 18 მაისს შევიდა დიმიტრი მედვედევის მეორე მთავრობის შემადგენლობაში და შეინარჩუნა ვიცე-პრემიერის პოსტი. მისი პასუხისმგებლობის სფეროში შევიდა კულტურისა და სპორტის საკითხები.

2014 წლის მარტში გამოქვეყნებული ჟურნალ „Огонёк“-ის „100 ყველაზე გავლენიანი რუსი ქალის“ რეიტინგში დაიკავა მეოთხე ადგილი.[16]

შემოსავალი

2011 წლის აპრილში გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, გოლოდეცის შემოსავალი 2010 წლის მდგომარეობით იყო 57 მილიონი რუბლი. გარდა ამისა, იგი ფლობს ორ ბინას (მათ შორის იტალიაში) და აგარაკის ნახევარს (220 м²) შვეიცარიაში. 2011 წელს მისი შემოსავალი ხუთჯერ შემცირდა და დეკლარაციის თანახმად, შეადგინა 11,19 მილიონი რუბლი.

გაზეთი „Ведомости“-ის ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიაში უძრავი ქონების გარდა, გოლოდეცი აგრეთვე ფლობს სახლს იტალიაში.[17] 2013 წელს ეს ინფორმაცია დადასტურდა, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციის მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია მინისტრების შემოსავალსა და ქონებაზე.[18]

ოჯახი

არის ადამას გოლოდეცის ნათესავი. 2003 წელს გაეყარა მეუღლეს.[19] ჰყავს ორი შვილი — ტატიანა მრდულიაში და ანა-ვლასოვა მრდულიაში. ტატიანა მრდულიაში არის ტრეტიაკოვსკის სახელმწიფო გალერეის გენერალური დირექტორის მოადგილე.[20]

ჯილდოები

არაერთხელ შევიდა რუსეთის საუკეთესო ტოპ-მენეჯერების რეიტინგში (რეიტინგს ადგენს რუსეთის ფედერაციის მენეჯერთა ასოციაცია). არის პრემია „АРИСТОС“-ის ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო დირექტორი პერსონალთან დაკავშირებით რუსეთში“.[21] 2015 წლის 17 დეკემბრიდან არის მონაკოს წმინდა კარლის ორდენის კომანდორი.[22]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Голодец Ольга Юрьевна — Обязанности. Правительство Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-13. ციტირების თარიღი: 2013-06-13.
  2. Вице-премьер О. Голодец пожаловалась В. Путину на «закон Димы Яковлева». Политика. РБК (2012-12-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-31. ციტირების თარიღი: 2013-08-09.
  3. Д. Медведев: О. Голодец отправила письмо В. Путину по моей просьбе. Политика. РБК (2012-12-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-31. ციტირების თარიღი: 2013-08-09.
  4. Указ о мерах по защите детей-сирот. Kremlin.ru (2012-12-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-31. ციტირების თარიღი: 2013-08-09.
  5. Вице-премьеру Голодец поручено выполнение президентского указа о сиротах. Forbes. forbes.ru (2013-01-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-22. ციტირების თარიღი: 2013-01-14.
  6. Ольга Голодец грубо ошиблась в подсчётах реформы РАН.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-05. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
  7. Всё-таки она вертится. Журнал «Эксперт» http://lebedev.ru/ru/about2/483-vse-taki-ona-vertitsya.html
  8. Давление на атмосферу. Диктат чиновника смертелен для творчества. Интервью председателя профкома ФИАН Сергея Савинова. Газета «Поиск»
  9. «Вы, госпожа Голодец, ни за что не будете отвечать»
  10. Голодец возглавит правительственный совет по русскому языку http://ria.ru/politics/20131106/974924464.html#13999659853324&message=resize&relto=login&action=removeClass&value=registration
  11. Продвигать русский язык за рубежом будет специальный совет, который возглавит Ольга Голодец. Журнал «Эксперт» http://expert.ru/2013/07/24/velikij-i-moguchij/ დაარქივებული 2014-05-13 საიტზე Wayback Machine.
  12. Голодец обещает вылечить больных детей без иностранной помощиь. Интерфакс (2014-06-01).
  13. Как больной раком блогер с российским вице-премьером о нашей медицине по душам поговорил.
  14. Ольга Голодец в Воронеже: «Я благодарна Антону Буслову». Последние свежие новости Воронежа и области - РИА Воронеж
  15. Вице-премьер РФ О.Ю. Голодец открыла работу портала «Образование на русском».
  16. http://www.kommersant.ru/doc/2415496 Рейтинг «100 самых влиятельных женщин России» журнала «Огонёк»
  17. Елена Мязина, Ирина Мокроусова.. (2012-08-20) В каких странах у российских госслужащих есть недвижимость. Ведомости. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-27. ციტირების თარიღი: 2012-12-25.
  18. У вице-премьеров Хлопонина и Голодец есть зарубежная недвижимость. Интерфакс (2013-04-12).
  19. Голодец не предоставила декларацию на мужа, так как не состоит в браке. РСН. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-11-08.
  20. Как устроились дети чиновников. И что в этом неправильного. Meduza (30.5.2017). ციტირების თარიღი: 2017-05-30.
  21. Биография Ольги Голодец. РИА Новости (2012-05-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-31. ციტირების თარიღი: 2013-08-09.
  22. Ordonnance Souveraine n° 5.659 du 17 décembre 2015 portant nominations et promotions dans l’Ordre de Saint-Charles

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!