ნორვეგიაში 47 ეროვნული პარკი მდებარეობს, რომელთაგან 40 კონტინენტურ ნაწილში, ხოლო 7 სვალბარდზეა განლაგებული. ეროვნული პარკები განსაკუთრებული და მკაცრი ყურადღების ქვეშაა და თითქმის ყველა სახის მოტორიზებული ტრანსპორტი აკრძალულია. პარკების ტერიტორიაზე დაშვებულია ფეხით მოგზაურობა, თხილამურებით სრიალი და კემპინგი, თუმცა მნახველებს ბუნებაზე მოფრთხილება ევალებათ. გზები, თავშესაფრები და ეროვნული პარკის ცენტრები პარკების გარეთაა მოწყობილი. პარკები ნორვეგიის გარემოს დაცვის სააგენტოა და ადგილობრივი საგრაფოს გუბერნატორის დაქვემბდებარების ქვეშაა.[1]
იტრე-ვალერის ეროვნული პარკი საზღვაო პარკია. სვალბარდის სხვა პარკებიც მოიცავს საზღვაო ტერიტორიებს. უდიდესი პარკი სერ-შპიცბერგენის ეროვნული პარკია, რომლის ფართობიც 13 286 კმ²-ია, თუმცა ხმელეთს მხოლოდ 5 141 კმ² უკავია.[2] უახლესი ეროვნული პარკი ლოფოტოდენის ეროვნული პარკია, რომელიც 2018 წელს დაარსდა. უდიდესი ეროვნული პარკი ნორვეგიის კონტინენტურ ნაწილში ჰარდანგერვიდის ეროვნული პარკია, რომლის ფართობიც 3 422 კმ²-ს შეადგენს. ყველაზე პატარა ეროვნული პარკი გუტულიის ეროვნული პარკია, რომლის ფართობიც 23 კმ²-ია.[1]
ამჟამინდელი პარკების სია
ყოფილი პარკების სია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
ევროპის ეროვნული პარკების სია |
---|
| |
|